ირაკლი ზარქუა: გვარამია გახარიას მიმდევრებზე ეჭვიანობს, „ლელოც“, „გახარიებიც“, გვარამიებიც, სააკაშვილებიც და გვარამიას თენგოც ერთი კოლექტიური „ნაცმოძრაობაა“

„ლელოც“, გახარიებიც, გვარამიებიც, სააკაშვილებიც და თენგოც, გვარამიას თენგო, ერთი კოლექტიური „ნაცმოძრაობაა“, - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუას შეფასებით, „გვარამია გახარიას მიმდევრებზე ეჭვიანობს“.

„გვარამია გახარიას მიმდევრებზე ეჭვიანობს, რადგან თავის დროზე ეს ერთი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ იყო. ჩვენ გახარია რატომ განგვიდგა? პრემიერ-მინისტრი იყო და კრიტიკულ მომენტში გადახტა, მელიას ვერ დავიჭერო. მელია ვინაა? „ნაცია“. ეს ავიწყდებათ? ახლა ერთმანეთზე ეჭვიანობენ.

მათ ერთი პატრონი, ერთი დამფინანსებელი ჰყავთ. მათი ამოცანაა, როგორმე საქართველოში პროვოკაცია იყოს და მერვე ტალღაზე რევოლუცია განახორციელონ. გახარია მათი არაა? წინასაარჩევნოდ ერთად არ დარბოდნენ? ახლა არიან ცალ-ცალკე? ახლა „გახარიები“ დაწინაურდნენ, გონს მოეგნენ და მიხვდნენ, რომ პარლამენტში სხედან.

ჩვენ რომ მუშაობას ვასრულებთ, „გახარიები“ პარლამენტში მერეც რჩებიან, ისე მოეწონათ, შენობიდან ბოლოს გადიან. ახლა მათზე დანარჩენები ეჭვიანობენ, ჩვენც უნდა შემოვსულიყავითო. ეს არის ამათი ორმაგი სტანდარტი, ეს არის ამათი მიდგომა. „ლელოც“, „გახარიებიც“, გვარამიებიც, სააკაშვილებიც და თენგოც, გვარამიას თენგო, ერთი კოლექტიური „ნაცმოძრაობაა“, - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1778842767

ახალი ამბები

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას გენერალ...

პროკურატურა

1778840714

ახალი ამბები

სპეციალური პენიტენციური სამსახური: 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, პენიტენციურ სისტემაში სასჯელს იხდიდა 8 702 მსჯავრდებული

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოში მსჯავრდებულთა რაოდენობის შესახებ, თითქოს, 2025 წელს მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობამ 22 767 შეადგინა. როგორც პენიტენციურ...

სპეციალური პენიტენციური სამსახური

1778839759

ახალი ამბები

„ბრალდებულმა დაზარალებულს, თითქოსდა ერთობლივი ბიზნესსაქმიანობის მიზნით, 40 845 ლარი გამოართვა, მოტყუებით მიისაკუთრა და პირადი მიზნებისთვის გამოიყენა“ - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დიდი ოდენობით...

მსოფლიო

1778837883

ახალი ამბები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ერთ-ერთი ქსელური მარკეტი დარღვევების გამო დააჯარიმა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, (ცხოველის, კატის არსებობა სასურსათო სივრცეში), სახელმწიფო კონტროლი (არაგეგმური ინსპექტირება) განახორციელა ს/ს "ნიკორა...

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ერთ-ერთი ქსელური მარკეტი დარღვევების გამო დააჯარიმა

1778837102

ახალი ამბები

მომსახურების სააგენტო მძღოლობის კანდიდატებისთვის სპეციალურ საშეღავათო პირობებს აწესებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო მძღოლობის იმ კანდიდატებისთვის, რომლებსაც მართვის მოწმობის მისაღებად განსაზღვრული 365-დღიანი ვადა უახლოეს პერიოდში ეწურებათ, გამოცდის დაჯავშნის პროცესს...

მომსახურების სააგენტო