მაკა ბოჭორიშვილი: შემაშფოთებელი იყო ნამდვილად იმ ფაქტის დანახვა, რომ საქართველოს სამ ტელევიზიას უარი ეთქვა აკრედიტაციაზე, ვერ შეძლეს მათ თავიანთი პროფესიული საქმიანობის განხორციელება და მინისტერიალის გაშუქება

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.

მინისტრის განცხადებით, ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფორმატი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, პარტნიორ ქვეყნებთან ერთად განიხილოს ის საკითხები, რომლებიც ქვეყნის საგარეო პოლიტიკური დღის წესრიგისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს.

მაკა ბოჭორიშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებსა და აღნიშნულ საკითხებზე პარტნიორების შესაბამისად ინფორმირების მნიშვნელობაზე. ამასთან, უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიმართ არსებულ დამოკიდებულებასა და ორმაგ სტანდარტებზე.

„პირველ რიგში, საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენი კოლეგა მინისტრები შესაბამისად იყვნენ ინფორმირებული იმ განვითარებაზე, რასაც აქვს ადგილი საქართველოსთან მიმართებაში, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში. რა თქმა უნდა, შეუძლებელია, არ გამოვეხმაუროთ იმ დამოკიდებულებას, რაც არსებობს ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში. როდესაც ვსაუბრობთ დემოკრატიაზე, შეუძლებელია, თვალი დავხუჭოთ ორმაგ სტანდარტებზე, რომლებიც საქართველოსთან მიმართებით გამოიყენება“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მინისტრმა განსაკუთრებული შეშფოთება გამოხატა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ საქართველოს სამ ტელევიზიას მინისტერიალის გაშუქებისთვის აკრედიტაციაზე უარი ეთქვა.

„შემაშფოთებელი იყო ნამდვილად იმ ფაქტის დანახვა, რომ საქართველოს სამ ტელევიზიას უარი ეთქვა აკრედიტაციაზე, ვერ შეძლეს მათ თავიანთი პროფესიული საქმიანობის განხორციელება და მინისტერიალის გაშუქება. ეს ნამდვილად საყურადღებო ფაქტია და იმსახურებს, რომ ორგანიზაციის წევრებმა იცოდნენ ამ ფაქტის შესახებ, თუ რამდენად ხდება, ორმაგი სტანდარტების გამოყენება, მაშინ, როდესაც საუბრობენ მედიისა და სიტყვის თავისუფლებაზე. შესაბამისად, ეს ფაქტი ვერ დარჩებოდა უყურადღებოდ ჩემი გამოსვლისას“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

მინისტრის განცხადებით, დემოკრატიული საზოგადოების საფუძველი არჩევნებია და სწორედ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება წარმოადგენს ქვეყნის ლეგიტიმურ ინტერესებს.

„როდესაც ვსაუბრობთ დემოკრატიაზე, შეუძლებელია, ერთი მხრივ, აკრიტიკებდე დემოკრატიულ უკუსვლას და, მეორე მხრივ, იგივე ქვეყნები და იგივე ადამიანები ახალისებდნენ რადიკალურ ძალებს ქვეყანაში, რომლებიც არჩევნებში არ მონაწილეობენ, არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს და, ზოგადად, ეწინააღმდეგებიან დემოკრატიის პრინციპებს. ამიტომ ასეთი ორმაგი სტანდარტი და დამოკიდებულება ყოველთვის ყურადღების ქვეშ უნდა იყოს. რა თქმა უნდა, შეიძლება, ეს ყველასთვის სასიამოვნო მოსასმენი არ იყოს, მაგრამ ეს არ არის შეკრება, სადაც მხოლოდ სასიამოვნო საკითხებზე უნდა ვისაუბროთ. მნიშვნელოვანია, ყველა კრიტიკულ საკითხზე იყოს ყურადღება გამახვილებული“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1778849729

ახალი ამბები

მებაჟე ოფიცრებმა ყაზბეგში არადეკლარირებული სიგარეტისა და თანხის შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში - „ყაზბეგი“ კანონდარღვევის 2 ფაქტი აღიკვეთა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. „ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ე...

მებაჟე ოფიცერი

1778848846

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი ანდრეი სიბიგას შეხვდა

მიმდინარე წლის 15 მაისს, ქალაქ კიშინეუში მიმდინარე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი უკრაინელ კოლეგას ანდრ...

მაკა ბოჭორიშვილი ანდრეი სიბიგას შეხვდა

1778847311

ახალი ამბები

ირაკლი ზარქუა: გვარამია გახარიას მიმდევრებზე ეჭვიანობს, „ლელოც“, „გახარიებიც“, გვარამიებიც, სააკაშვილებიც და გვარამიას თენგოც ერთი კოლექტიური „ნაცმოძრაობაა“

„ლელოც“, გახარიებიც, გვარამიებიც, სააკაშვილებიც და თენგოც, გვარამიას თენგო, ერთი კოლექტიური „ნაცმოძრაობაა“, - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ განაცხად...

ირაკლი ზარქუა

1778845826

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: ნამდვილად შემაშფოთებელია, რომ სამ ტელევიზიას უარი ეთქვა მოლდოვაში აკრედიტაციაზე, ამ ფაქტის შესახებ ევროსაბჭოს წევრებმა იცოდნენ

ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფორმატში შეხვედრა საქართველოსთვის არის საუკეთესო შესაძლებლობა, მონაწილე ქვეყნებთან ერთად ვისაუბროთ საკითხებზე, რომელიც აწუხებს საქართველოს, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს...

მაკა ბოჭორიშვილი

1778844036

ახალი ამბები

მეხანძრე-მაშველებმა სახლში შეპარული დათვის ბელი უვნებლად გამოიყვანეს

აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტში მცხოვრებლებმა 112-ში დარეკეს და განაცხადეს, რომ მათ სახლში დათვის ბელი შეიპარა.  ადგილზე მისულმა მეხანძრე-მაშველებმა პატარა სტუმარი უსაფრთხოდ გამოიყვანეს სახლიდან, გა...

დათვის ბელი