მაკა ბოჭორიშვილი: ოთხი წლის თავზე ხმამაღლა შეგვიძლია გავიმეოროთ, რომ საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა უკრაინაში მიმდინარე ომის ოთხი წლისთავთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ საქართველოს პოზიცია ამ საკითხზე ყოველთვის მკაფიო იყო.

„საქართველო ყოველთვის ხმამაღლა უჭერდა მხარს საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს, უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. არასდროს გვქონია რაიმე დაბრკოლება ამ მიმართულებით ჩვენი აზრის გამოხატვასთან დაკავშირებით. რამდენად ესმოდათ ეს ხმა, ეს უკვე მეორე საკითხია. საერთაშორისო საზოგადოებაში გარკვეულ წარმომადგენლებს რამდენად სჭირდებოდათ, გაეგოთ და დაენახათ, რას აკეთებდა საქართველო უკრაინის მხარდასაჭერად, ეს არის მეორე საკითხი“, - განაცხადა მინისტრმა.


მაკა ბოჭორიშვილმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ მიუხედავად საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისა, არსებობენ აქტორები, რომლებიც ქვეყნის პოზიციის სხვაგვარად წარმოჩენას ცდილობენ.

„ერთი მხრივ, საქართველო მუდმივად, მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, მეორე მხრივ, არიან გარკვეული აქტორები, რომლებიც მუდმივად ცდილობენ საქართველოს სხვაგვარად წარმოჩენას, საქართველოს ინტერესების დაზიანებას. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია, გავაკეთოთ დასკვნები, რა ინტერესები არსებობს მაშინ, როდესაც საქართველოს უსაფრთხოებაზეა საუბარი. კიდევ ერთხელ, ოთხი წლის თავზე ხმამაღლა შეგვიძლია, გავიმეოროთ, რომ საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას“, - აღნიშნა უწყების ხელმძღვანელმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1771958992

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: არ არსებობს არანაირი საფუძველი ქართული ორგანიზაციების დასანქცირებისთვის

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მედიასთან საუბრისას სანქციებთან დაკავშირებულ საკითხებზე გააკეთა კომენტარი. მინისტრის შეფასებით, ბოლო დღეებში ადგილი ჰქონდა მცდელობას, დაწესებული...

მაკა ბოჭორიშვილი

1771958097

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ეს ომი დასრულდებოდა დაწყებიდან 2 თვეში, რომ არ ჩაეშალათ უკრაინა-რუსეთს შორის მიღწეული მოლაპარაკებების შედეგი, რის მიხედვითაც ხელშეკრულება უნდა გაფორმებულიყო 2022 წლის აპრილში

ეს მეტყველებს იმაზე, რომ ისინი არასწორ პოლიტიკას ატარებდნენ და რასაც ისინი 4 წლის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ რუსეთთან დიალოგი არ შეიძლებოდა და ყველას უკრძალავდნენ, აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი იყო ძა...

ლევან მაჭავარიანი

1771957993

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები რჩება იმ ერთადერთ ფორმატად, სადაც საქართველო რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟენევაში ვიზიტი შეაჯამა და მედიასთან საუბრისას ხაზი გაუსვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას. „ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში...

მაკა ბოჭორიშვილ

1771957111

ახალი ამბები

საპარლამენტო დელეგაცია აზერბაიჯანის მილი მეჯლისის საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს შეხვდა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია, კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღ...

საპარლამენტო დელეგაცია

1771956170

ახალი ამბები

გიორგი ჩაკვეტაძე: ბრიტანეთის ამჟამინდელმა ხელისუფლებამ დემოკრატიის ერთ-ერთ მთავარ კერას - მედიას შეუტია საქართველოში, მსგავს აბსურდულ და სამარცხვინო სანქციებს არანაირი ფასი აქვს

დღეს ტელეკომპანია „იმედის“ მეორედ დარბევა სცადეს… 2007 წლის 7 ნოემბერს დასავლეთისგან გატოტოჩებულმა „ნაცმოძრაობამ“, ახლა კი - ბრიტანეთის მთავრობამ, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ჩაკვეტა...

გიორგი ჩაკვეტაძე