საპარლამენტო დელეგაცია აზერბაიჯანის მილი მეჯლისის საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს შეხვდა
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია, კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს არზუ ნაგიევს და ჯგუფის წევრებს შეხვდა.
შეხვედრისას საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიულ ურთიერთობებზე ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს საპარლამენტო დონეზე არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას.
მხარეებმა აღნიშნეს, რომ ორივე ქვეყნის პარლამენტის მეგობრობის ჯგუფები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების გაძლიერებაში.
საუბარი შეეხო სტრატეგიულ პროექტებს - მათ შორის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის, ენერგეტიკულ და სხვა მნიშვნელოვან პროექტებს, რომლებიც ხელს უწყობენ სტაბილურობას და ეკონომიკურ ზრდას რეგიონში.
აზერბაიჯანულმა მხარემ ირაკლი ქადაგიშვილს აზერბაიჯანის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელად არჩევა მიულოცა და აღნიშნა, რომ მისი ხელმძღვანელობით მეგობრობის ჯგუფი კიდევ უფრო გააქტიურდება და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველო-აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების გაღრმავებაში.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია ოფიციალურ ვიზიტად იმყოფება აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში. საქართველოს დელეგაციას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ხელმძღვანელობს.
დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი შატაკიშვილი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი დავით დოლიძე.
1771952697
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: დარჩა კიდევ კითხვები, ითხოვდნენ თუ არა ჩვენგან რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს და ესკალაციას? რომ ჩვენს ვითარებაში ნებისმიერი ესკალაცია პოტენციური ომია? - ახალ 25 თებერვალს ჩვენ არ დავუშვებთ
საქართველოსთვის ეროვნული უსაფრთხოება არ არის აბსტრაქტული ცნება. ეს არის ყოველდღიური, ხელშესახები რეალობა, საოკუპაციო ხაზით გაყოფილი ქვეყანა, რომლის დედაქალაქიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრში დგას უცხო ს...
1771951777
ახალი ამბებიზვიად ავალიანი ბრიტანეთის მიერ POSTV-ის დასანქცირებაზე: მინდა, ბრიტანეთის მთავრობას მოვუწოდო, ჩვენთან ერთად დაასანქციროს ევროკომისია, რომლის ბოლო კვლევაშიც სწორედ უკრაინა და მოლდოვა არიან დასახელებული ევროპის ყველაზე კორუმპირებულ ქვეყნებად
ჟურნალისტი ზვიად ავალიანი სოციალურ ქსელში დიდი ბრიტანეთის მიერ „იმედისა“ და POSTV-ის დასანქცირებას ეხმაურება. „მეგობრებო, როგორც იცით, დღეს დიდი ბრიტანეთის მთავრობამ POSTV დაასანქცირა. დასანქცირების მ...
1771949703
ახალი ამბებიპროკურატურამ ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დედას ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დედას ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2026 წლის 22 თებერვალს,...
1771948232
ახალი ამბებიშაკო კუჭაშვილი: ქეთევან ქარდავა ბოლო 6 წელი ხელმძღვანელობდა ქრონიკის ბიუროს ბრიუსელში, ანუ მისთვისაც არადემოკრატი მმართველი იყო ურსულა, კალასი, კუბილიუსი
ქეთევან ქარდავა რა უსირცხვილო დედაკაცია, რაღაც კატალოგი უნდა შეიქმნას: „რომელი ადამიანი არ უნდა იყიდო არასდროს“ და ეს ქარდავა პირველი უნდა იყოს მაგ კატალოგში, - წერს სამოქალაქო აქტივისტი შაკო კუჭაშვილ...
1771948098
ახალი ამბებილევან მახაშვილი ევროპარლამენტის მორიგ რეზოლუციაზე: ამ რეზოლუციას, ისევე, როგორც წინა რეზოლუციებს, ამოვბეჭდავ და ნაგავში გადავაგდებ - სამწუხაროდ, ამ დოკუმენტებს ღირებულება არ აქვს
მე ამ რეზოლუციას, ისევე, როგორც წინა რეზოლუციებს, ამოვბეჭდავ, „დავაშრედერებ“ და ნაგავში გადავაგდებ. სამწუხაროდ, ამ დოკუმენტებს ღირებულება არ აქვს, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომ...































