მაკა ბოჭორიშვილი: ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები რჩება იმ ერთადერთ ფორმატად, სადაც საქართველო რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟენევაში ვიზიტი შეაჯამა და მედიასთან საუბრისას ხაზი გაუსვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას.


„ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები მქონდა გაეროს სხვადასხვა ინსტიტუტის წარმომადგენლებთან, რომლებიც მუშაობენ ადამიანის უფლებების საკითხებზე. ჩვენთვის რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაცია და იქ ადამიანების უფლებების მდგომარეობის კუთხით არსებული ვითარება, რა თქმა უნდა, ის საკითხია, რომელიც სწორედ ამ ფორმატებში განიხილება“, - განაცხადა მინისტრმა.


მაკა ბოჭორიშვილმა ასევე ისაუბრა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის მნიშვნელობაზე და საერთაშორისო ჩართულობის აუცილებლობაზე.


„ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები რჩება იმ ერთადერთ ფორმატად, რომელიც საქართველოს აქვს და სადაც განიხილება რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხები. მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა და მონაწილეობა სწორედ საერთაშორისო ნორმებისა და პრინციპების დაცვით საქართველოს საკითხებთან მიმართებით“, - აღნიშნა მინისტრმა.


მისივე შეფასებით, ჟენევაში გამართული ყველა შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო საქართველოსთვის, განსაკუთრებით საერთაშორისო მხარდაჭერის კონტექსტში.

„მნიშვნელოვანი იყო ყველა შეხვედრა. მნიშვნელოვანია ჩვენთვის ის მხარდაჭერა, რომელიც საქართველოს აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებში, როდესაც საქმე ეხება ოკუპაციას, როდესაც საქმე ეხება ადამიანის უფლებების დაცვას ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამ კუთხით მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა საბჭოს ყოველწლიური შეხვედრაც, სადაც ასევე გაჟღერდა ქართული მხარის პოზიციები“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1771952697

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: დარჩა კიდევ კითხვები, ითხოვდნენ თუ არა ჩვენგან რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს და ესკალაციას? რომ ჩვენს ვითარებაში ნებისმიერი ესკალაცია პოტენციური ომია? - ახალ 25 თებერვალს ჩვენ არ დავუშვებთ

საქართველოსთვის ეროვნული უსაფრთხოება არ არის აბსტრაქტული ცნება. ეს არის ყოველდღიური, ხელშესახები რეალობა, საოკუპაციო ხაზით გაყოფილი ქვეყანა, რომლის დედაქალაქიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრში დგას უცხო ს...

შალვა პაპუაშვილი

1771951777

ახალი ამბები

ზვიად ავალიანი ბრიტანეთის მიერ POSTV-ის დასანქცირებაზე: მინდა, ბრიტანეთის მთავრობას მოვუწოდო, ჩვენთან ერთად დაასანქციროს ევროკომისია, რომლის ბოლო კვლევაშიც სწორედ უკრაინა და მოლდოვა არიან დასახელებული ევროპის ყველაზე კორუმპირებულ ქვეყნებად

ჟურნალისტი ზვიად ავალიანი სოციალურ ქსელში დიდი ბრიტანეთის მიერ „იმედისა“ და POSTV-ის დასანქცირებას ეხმაურება. „მეგობრებო, როგორც იცით, დღეს დიდი ბრიტანეთის მთავრობამ POSTV დაასანქცირა. დასანქცირების მ...

ზვიად ავალიანი

1771949703

ახალი ამბები

პროკურატურამ ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დედას ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დედას ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2026 წლის 22 თებერვალს,...

პროკურატურა

1771948232

ახალი ამბები

შაკო კუჭაშვილი: ქეთევან ქარდავა ბოლო 6 წელი ხელმძღვანელობდა ქრონიკის ბიუროს ბრიუსელში, ანუ მისთვისაც არადემოკრატი მმართველი იყო ურსულა, კალასი, კუბილიუსი

ქეთევან ქარდავა რა უსირცხვილო დედაკაცია, რაღაც კატალოგი უნდა შეიქმნას: „რომელი ადამიანი არ უნდა იყიდო არასდროს“ და ეს ქარდავა პირველი უნდა იყოს მაგ კატალოგში, - წერს სამოქალაქო აქტივისტი შაკო კუჭაშვილ...

შაკო კუჭაშვილი

1771948098

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი ევროპარლამენტის მორიგ რეზოლუციაზე: ამ რეზოლუციას, ისევე, როგორც წინა რეზოლუციებს, ამოვბეჭდავ და ნაგავში გადავაგდებ - სამწუხაროდ, ამ დოკუმენტებს ღირებულება არ აქვს

მე ამ რეზოლუციას, ისევე, როგორც წინა რეზოლუციებს, ამოვბეჭდავ, „დავაშრედერებ“ და ნაგავში გადავაგდებ. სამწუხაროდ, ამ დოკუმენტებს ღირებულება არ აქვს, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომ...

ლევან მახაშვილი: