საბჭოთა ოკუპაციიდან 105 წელი გავიდა

საბჭოთა ოკუპაციიდან 105 წელი გავიდა. ამ დღეს, 1921 წლის 25 თებერვალს, თბილისი მე-11 წითელმა არმიამ დაიკავა და საქართველო საბჭოთა იმპერიის ნაწილად იქცა. ხუთკვირიანი თავგანწირული ბრძოლის მიუხედავად, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მოქალაქეები ვერაფერს გახდნენ რუსული ძალების წინაშე და ქვეყანამ მთელი 70 წლით დაკარგა დამოუკიდებლობა.

ამას მრავალი სისხლიანი მოვლენა მოჰყვა - დაიწყო რეპრესიები, აიკრძალა ანტიბოლშევიკური პოლიტიკური პარტიები, დახვრიტეს, დააპატიმრეს, ან გადაასახლეს ათასობით ადამიანი.

1921 წლის ოკუპაციას წინ უძღოდა 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადება, რასაც რუსეთი ვერ ეგუებოდა და ყველანაირად ცდილობდა, საქართველო კვლავ თავის შემადგენლობაში დაებრუნებინა.

1920 წლის 7 მაისს მოსკოვში ბოლშევიკურ რუსეთსა და დამოუკიდებელ საქართველოს შორის გაფორმდა სამშვიდობო და სამოკავშირეო ხელშეკრულება, რომლითაც რუსეთი საქართველოს დამოუკიდებლობას აღიარებდა და მის საშინაო საქმეებში ჩაურევლობის ვალდებულებას იღებდა. თუმცა, ამას მისთვის ხელი არ შეუშლია, საქართველოს საზღვრები გადმოელახა და ქვეყანა დაეპყრო. ამ პროცესებს მოსკოვში უშუალოდ იოსებ სტალინი ხელმძღვანელობდა, ამიერკავკასიაში კი ამ საქმის შემსრულებელი სერგო ორჯონიკიძე გახლდათ.

26 თებერვალს, საქართველოს გასაბჭოების მეორე დღეს, ქალაქის მოსახლეობამ რუსთაველის გამზირზე ხალხმრავალი სამგლოვიარო პროცესია მოაწყო, საქართველოს მთავრობის წევრთა დიდი ნაწილი კი საზღვარგარეთ გაიხიზნა.

ქვეყანამ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა.   

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1771958992

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: არ არსებობს არანაირი საფუძველი ქართული ორგანიზაციების დასანქცირებისთვის

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მედიასთან საუბრისას სანქციებთან დაკავშირებულ საკითხებზე გააკეთა კომენტარი. მინისტრის შეფასებით, ბოლო დღეებში ადგილი ჰქონდა მცდელობას, დაწესებული...

მაკა ბოჭორიშვილი

1771958097

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ეს ომი დასრულდებოდა დაწყებიდან 2 თვეში, რომ არ ჩაეშალათ უკრაინა-რუსეთს შორის მიღწეული მოლაპარაკებების შედეგი, რის მიხედვითაც ხელშეკრულება უნდა გაფორმებულიყო 2022 წლის აპრილში

ეს მეტყველებს იმაზე, რომ ისინი არასწორ პოლიტიკას ატარებდნენ და რასაც ისინი 4 წლის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ რუსეთთან დიალოგი არ შეიძლებოდა და ყველას უკრძალავდნენ, აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი იყო ძა...

ლევან მაჭავარიანი

1771957993

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები რჩება იმ ერთადერთ ფორმატად, სადაც საქართველო რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟენევაში ვიზიტი შეაჯამა და მედიასთან საუბრისას ხაზი გაუსვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას. „ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში...

მაკა ბოჭორიშვილ

1771957111

ახალი ამბები

საპარლამენტო დელეგაცია აზერბაიჯანის მილი მეჯლისის საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს შეხვდა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია, კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღ...

საპარლამენტო დელეგაცია

1771956170

ახალი ამბები

გიორგი ჩაკვეტაძე: ბრიტანეთის ამჟამინდელმა ხელისუფლებამ დემოკრატიის ერთ-ერთ მთავარ კერას - მედიას შეუტია საქართველოში, მსგავს აბსურდულ და სამარცხვინო სანქციებს არანაირი ფასი აქვს

დღეს ტელეკომპანია „იმედის“ მეორედ დარბევა სცადეს… 2007 წლის 7 ნოემბერს დასავლეთისგან გატოტოჩებულმა „ნაცმოძრაობამ“, ახლა კი - ბრიტანეთის მთავრობამ, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ჩაკვეტა...

გიორგი ჩაკვეტაძე