მიხეილ ყაველაშვილი ბრიტანეთის მიერ „იმედისა“ და POSTV-ის დასანქცირებაზე: ეს არის გაგრძელება იმ ჯაჭვის, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ხორციელდება ჩვენს სახელმწიფოზე

ღიმილის მომგვრელია, თუ რა მიზეზით მოხდა დასანქცირება. არ მეგულება ჩვენს ქვეყანაში მოქალაქე, რომელიც ამას სერიოზულად შეხედავს, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „აქტუალური თემა“ ბრიტანეთის მიერ ტელეკომპანიების - „იმედისა“ და „POSTV“-ის დასანქცირების შესახებ.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ტელეკომპანიების დასანქცირება იმ ჯაჭვის გაგრძელებაა, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოზე ხორციელდება.

„ის, რომ აზიანებდა „იმედი“ და „პოსტვ“ უკრაინაში განწყობებს და ამის მიხედვით იქმნებოდა ქაოსი, არ ვიცი, ეს რას შევადარო, თუმცა ერთია, რომ ამას ჩვენ ღიმილით ვხვდებით, მაგრამ, მეორე, ჩვენ ხომ ვიცით, რატომ აკეთებენ ამას, ეს არის გაგრძელება იმ ჯაჭვის, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ხორციელდება ჩვენს სახელმწიფოზე, სახელმწიფო ინსტიტუტებზე, ხელისუფლებაზე, რიგით მოქალაქეებზე, მთლიანად ჩვენს ეროვნულ ინტერესზე. ეს არის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, რადგან ეს ტელევიზიები საკმაოდ პოპულარულია და აქვს ნდობა ჩვენს საზოგადოებას, ბევრი იფიქრეს და გადადგეს ეს ნაბიჯი“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ იცის, თუ რატომ ხდება „იმედისა“ და POSTV-ის დასანქცირება, მომზადებულია ამდაგვარი ნაბიჯებისთვის, მაგრამ აუცილებელია ამაზე პასუხის გაცემა.

„იმედის“ პასუხი, მე მგონი, ყველასთვის გასაგები უნდა იყოს, რომ მთავარი არის ჩვენი მაყურებელი, მთავარი არის ჩვენი მოსახლეობა, ჩვენი მოქალაქეები და მათი შეფასებები. ყველა ვხედავთ, როგორ მუშაობს დღეს ჩვენთან მედიასივრცე და „იმედი“ არის ერთ-ერთი წამყვანი ტელევიზია, „პოსტივიც“ იკრებს თავის რეიტინგებს და სხვა ტელევიზიებიც. რომ ასანქცირებ სხვა ქვეყნის მთავრობა საქართველოში მოქმედ მედია კომპანიებს, ეს არის ის გაგრძელება, რაზეც ვისაუბრეთ და, მე მგონი, იმდენად არის ინფორმირებული ჩვენი საზოგადოება, რომ არ უკვირს, თუმცა რეაგირება აუცილებელია, პასუხის გაცემა აუცილებელია. ჩვენ ვიცით, რატომ კეთდება ეს, მთავარია, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ იცის, თუ რატომ ხდება ეს ყველაფერი, მომზადებულია ამდაგვარი ნაბიჯებისთვის. „ბიბისის“ ფილმსაც იგივე დანიშნულება ჰქონდა, რომ აქ გამოიწვიონ არეულობა, ჩვენი მოქალაქეების შეცდომაში შეყვანა და ეს პროცესი მიმდინარეობს. არ უნდა გაგვიკვირდეს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1771957111

ახალი ამბები

საპარლამენტო დელეგაცია აზერბაიჯანის მილი მეჯლისის საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს შეხვდა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია, კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღ...

საპარლამენტო დელეგაცია

1771956170

ახალი ამბები

გიორგი ჩაკვეტაძე: ბრიტანეთის ამჟამინდელმა ხელისუფლებამ დემოკრატიის ერთ-ერთ მთავარ კერას - მედიას შეუტია საქართველოში, მსგავს აბსურდულ და სამარცხვინო სანქციებს არანაირი ფასი აქვს

დღეს ტელეკომპანია „იმედის“ მეორედ დარბევა სცადეს… 2007 წლის 7 ნოემბერს დასავლეთისგან გატოტოჩებულმა „ნაცმოძრაობამ“, ახლა კი - ბრიტანეთის მთავრობამ, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ჩაკვეტა...

გიორგი ჩაკვეტაძე

1771952697

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: დარჩა კიდევ კითხვები, ითხოვდნენ თუ არა ჩვენგან რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს და ესკალაციას? რომ ჩვენს ვითარებაში ნებისმიერი ესკალაცია პოტენციური ომია? - ახალ 25 თებერვალს ჩვენ არ დავუშვებთ

საქართველოსთვის ეროვნული უსაფრთხოება არ არის აბსტრაქტული ცნება. ეს არის ყოველდღიური, ხელშესახები რეალობა, საოკუპაციო ხაზით გაყოფილი ქვეყანა, რომლის დედაქალაქიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრში დგას უცხო ს...

შალვა პაპუაშვილი

1771951777

ახალი ამბები

ზვიად ავალიანი ბრიტანეთის მიერ POSTV-ის დასანქცირებაზე: მინდა, ბრიტანეთის მთავრობას მოვუწოდო, ჩვენთან ერთად დაასანქციროს ევროკომისია, რომლის ბოლო კვლევაშიც სწორედ უკრაინა და მოლდოვა არიან დასახელებული ევროპის ყველაზე კორუმპირებულ ქვეყნებად

ჟურნალისტი ზვიად ავალიანი სოციალურ ქსელში დიდი ბრიტანეთის მიერ „იმედისა“ და POSTV-ის დასანქცირებას ეხმაურება. „მეგობრებო, როგორც იცით, დღეს დიდი ბრიტანეთის მთავრობამ POSTV დაასანქცირა. დასანქცირების მ...

ზვიად ავალიანი

1771949703

ახალი ამბები

პროკურატურამ ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დედას ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დედას ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2026 წლის 22 თებერვალს,...

პროკურატურა