მაკა ბოჭორიშვილი რეორგანიზაციაზე: საგარეო საქმეთა სამინისტრო არ არის არც არასამთავრობო ორგანიზაცია, არც საერთაშორისო ორგანიზაციის ფილიალი, რომ კონსულტაციები გავიაროთ ვინმესთან, თუ როგორი ტიპის საგარეო უწყება გვჭირდება

„საკმაოდ კარგად ავხსენით, რას ემსახურება სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაცია. საგარეო საქმეთა სამინისტრო არ არის არც არასამთავრობო ორგანიზაცია, არც საერთაშორისო ორგანიზაციის ფილიალი, რომ კონსულტაციები გავიაროთ ვინმესთან, რომ ვიცოდეთ რა სჭირდება ჩვენს ქვეყანას და როგორი ტიპის საგარეო უწყება გვჭირდება იმისთვის, რომ ეფექტიანად განვახორციელოთ ჩვენი ეროვნული ინტერესები საგარეო ასპარეზზე“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, რეორგანიზაცია არის ის პროცესი, რომელიც სჭირდება ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას, ჩვენი საგარეო უწყების გაძლიერებას, შესაბამისად, ყველანაირი კრიტიკა ამ პროცესთან დაკავშირებით არის უადგილო.
„ცვლილებების მიზანი არის ის, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო იყოს უფრო ეფექტიანი და ამ ცვალებად სამყაროში უფრო კარგად შევძლოთ ჩვენი ეროვნული ინტერესების წარმოჩენა და დაცვა საზღვარგარეთ. ამისთვის გვჭირდება ეფექტიანი აპარატი, რომელიც იქნება ადგილზე, თბილისში და საელჩოები, რომლებიც დედაქალაქებში განახორციელებენ მუშაობას. ამას, რა თქმა უნდა, სჭირდება იმ რესურსის, რა რესურსიც გვაქვს, უფრო ეფექტიანად გამოყენება და რა თქმა უნდა, ისეთი სისტემის შექმნა, რომელიც ახალგაზრდა თაობას მისცემს კარგ შესაძლებლობას, კონკურენტუნარიან გარემოში შემოვიდნენ სახელმწიფოს სამსახურში და ემსახურონ საკუთარ სამშობლოს“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
1749580540
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ვამაყობთ იმ მეგობრობით, რომელიც არის ჩამოყალიბებული საქართველოსა და იტალიას შორის, ჩვენი მჭიდრო ურთიერთობების ერთ-ერთი გამოხატულებაა ქალაქ მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს გახსნა
ვამაყობთ იმ მეგობრობით, რომელიც არის ჩამოყალიბებული საქართველოსა და იტალიას შორის, ჩვენი მჭიდრო ურთიერთობების ერთ-ერთი გამოხატულება არის ის, რომ ქალაქ მილანში გაიხსნა გენერალური საკონსულო, ეს არის კი...
1749579413
ახალი ამბები„იტალია იყო და სამუდამოდ დარჩება ჩემს მეორე სახლად, რომლის კარსაც ყოველთვის დიდი სიყვარულით, უამრავი ბედნიერი დღის მოგონებით, გამარჯვების განცდით ვაღებ“ - კახა კალაძე მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს გახსნის ღონისძიებას დაესწრო
მილანში საქართველოს გენერალური საკონსულო ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიებას, რომელიც ვისკონტების სასახლეში გაიმართა, თბილისის მერი კახა კალაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად დაესწრო. დედაქალ...
1749576445
ახალი ამბებიმილანში საქართველოს გენერალური საკონსულო გაიხსნა
მილანში საქართველოს გენერალური საკონსულო იხსნება. ოფიციალურ ცერემონიაში პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მონაწილეობდა. საკონსულო ჩრდილო იტალიის რვა რეგიონს მოიცავს. „დამოუკიდებლობა არის ის, რასაც თით...
1749574505
ახალი ამბებიპარლამენტმა „2024 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ სახალხო დამცველის ანგარიში მოისმინა
საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „2024 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ ანგარიში წარადგინა. როგორც ლევან...
1749571511
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი საკადრო ცვლილებებზე: გასაგებია, რომ ოპოზიცია ამით სპეკულირებს, სხვა რა დარჩენიათ
მე ცოტა ფართო კონტექსტში შევხედავდი საკადრო ცვლილებებს, რომელიც საქართველოს მთავრობასა და ხელისუფლების სხვადასხვა უწყებებში მიმდინარეობს იმიტომ, რომ ირაკლი კობახიძე რაც გახდა პრემიერ-მინისტრი, მან მი...