მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა, რომელიც ასრულებს მნიშვნელოვან როლს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დაკავშირებადობის კუთხით და არა მხოლოდ
„საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა, რომელიც ასრულებს მნიშვნელოვან როლს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დაკავშირებადობის კუთხით და არა მხოლოდ. საქართველოს აქვს უზარმაზარი პოტენციალი გლობალურად იყოს ჰაბი სწორედ ამ მიმართულებით,“ - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად აბუ-დაბიში მდგრადი განვითარების კვირეულის (ADSW) სამიტზე იმყოფება.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, სამიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მეთაური ისაუბრებს „შუა დერეფნის“ საკითხზე და საქართველოს ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ დერეფნის მუშაობა, ამ დერეფნის განვითარება და რა როლი აქვს „შუა დერეფანს“ როგორც რეგიონისთვის, ისე გლობალურად; ასევე კონკრეტულად საქართველოს ამ „შუა დერეფანში“.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ასეთ ფორუმებზე, რომელიც უკავშირდება ეკონომიკურ განვითარებას, ქვეყნების განვითარებას, ისმოდეს საქართველოს პოზიცია და კარგად იყოს გაცნობიერებული ის როლი, რაც ჩვენს ქვეყანას შეუძლია შეასრულოს რეგიონისთვის,“ - განაცხადა მინისტრმა.
1768376649
ახალი ამბებიკახა კალაძემ სამტრედიაში სოციალურად დაუცველ და უსახლკარო ოჯახებს სახლები აჩუქა
თბილისის მერმა, კახა კალაძემ ძველით ახალი წელი სამტრედიელებს ტრადიციულად საზეიმო კონცერტით მიულოცა და მუნიციპალიტეტში მცხოვრებ თევზაძეების ცხრასულიან ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა. თბილისის მერიის ცნობ...
1768376126
ახალი ამბები„დახმარება გზაშია, განაგრძეთ ბრძოლა, როგორც აქამდე აკეთებდით“ - რეზა ფეჰლევი ირანელ ხალხს
ირანის ყოფილი შაჰის შვილი რეზა ფეჰლევი ირანელ ხალხს საპროტესტო აქციების გაგრძელებისკენ, არმიის წევრებს კი საზოგადოების მხარეს გადასვლისკენ მოუწოდებს. „ჩემო თანამემამულეებო, მსოფლიომ არა მხოლოდ დაინახა...
1768375686
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: ეროვნული იდენტობის აღქმის პრობლემასთან ერთად, ქალბატონ სანდუს ღირსებისა და თავმოყვარეობის შეგრძნების პრობლემაც აქვს
მმართველი გუნდის დეპუტატის დავით მათიკაშვილის განცხადებით, მოლდოვის პრეზიდენტს ღირსებისა და თავმოყვარეობის შეგრძნების პრობლემა აქვს. „ეროვნული იდენტობის აღქმის პრობლემასთან ერთად, როგორც ეტყობა, ქალბა...
1768373776
ახალი ამბებიპოლიციამ შსს-ს ავტომანქანის დაზიანების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, პოლიციის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმის ბრალდებით, 2000 წელს დაბადებული, ამჟამად...
1768372781
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო - დაკავებულია 4 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალ...































