შალვა პაპუაშვილი: 27 წლის წინ, პატრიარქმა მიმართა პარლამენტს და მოუწოდა სახელმწიფო დროშად იმ გამოსახულების დაბრუნება, რომლის ქვეშაც საუკუნეების მანძილზე იბრძოდა ქართველი ხალხი, გილოცავთ ქართული დროშის დღეს!

დღეს საქართველოს სახელმწიფოს მთავარი სიმბოლოს - სახელმწიფო დროშის დღეა!, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა არის ყველაზე სადა, ცხადი და მკაფიო გამოსახულება ჩვენი ერის ისტორიისა, 1700 წლოვანი ქრისტიანული ცივილიზაციისა, მისი ბრძოლისა და სიმტკიცისა, რომელიც მოგვითხრობს თუ ვინ ვართ ჩვენ.

,,დღეს საქართველოს სახელმწიფოს მთავარი სიმბოლოს - სახელმწიფო დროშის დღეა!

27 წლის წინ, 1999 წელს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტს და ხაზგასმით და ხმამაღლა მოუწოდა საქართველოს სახელმწიფო დროშად იმ გამოსახულების დაბრუნება, რომლის ქვეშაც საუკუნეების მანძილზე იბრძოდა ქართველი ხალხი, რომლითაც ეკურთხებოდნენ ქართველი მეფეები და რომელიც იქცა ჩვენი ერის მთლიანობის, სიძლიერის და განუყოფლობის სიმბოლოდ.

საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა არის ყველაზე სადა, ცხადი და მკაფიო გამოსახულება ჩვენი ერის ისტორიისა, 1700 წლოვანი ქრისტიანული ცივილიზაციისა, მისი ბრძოლისა და სიმტკიცისა, რომელიც მოგვითხრობს თუ ვინ ვართ ჩვენ.

„ამ პატარა საქართველოს გადავუღეღეთ მკერდი და ამ მკერდზედ, როგორც კლდეზედ, დავუდგით ქრისტიანობას საყდარი. ქვად ჩვენი ძვლები ვიხმარეთ და კირად ჩვენი სისხლი. და ბჭეთა ჯოჯოხეთისათა ვერ შემუსრეს იგი.“ - წერდა ილია ჭავჭავაძე თავის საახალწლო მიმართვაში, 130 წლის წინ. მისი სული ხარობს დღეს, როდესაც ხედავს თავის სამშობლოს, თავისუფალს, ლაღს, დამოუკიდებელს, თავისთავზე დაფუძნებულს და მისთვის საოცნებოს.

ყველას კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ, 2026 წელს და ჩვენი სახელმწიფოებრიობის სიამაყის, ქართული დროშის დღეს!“- წერს პაპუაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1768376126

ახალი ამბები

„დახმარება გზაშია, განაგრძეთ ბრძოლა, როგორც აქამდე აკეთებდით“ - რეზა ფეჰლევი ირანელ ხალხს

ირანის ყოფილი შაჰის შვილი რეზა ფეჰლევი ირანელ ხალხს საპროტესტო აქციების გაგრძელებისკენ, არმიის წევრებს კი საზოგადოების მხარეს გადასვლისკენ მოუწოდებს. „ჩემო თანამემამულეებო, მსოფლიომ არა მხოლოდ დაინახა...

- რეზა ფეჰლევი

1768375686

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: ეროვნული იდენტობის აღქმის პრობლემასთან ერთად, ქალბატონ სანდუს ღირსებისა და თავმოყვარეობის შეგრძნების პრობლემაც აქვს

მმართველი გუნდის დეპუტატის დავით მათიკაშვილის განცხადებით, მოლდოვის პრეზიდენტს ღირსებისა და თავმოყვარეობის შეგრძნების პრობლემა აქვს. „ეროვნული იდენტობის აღქმის პრობლემასთან ერთად, როგორც ეტყობა, ქალბა...

დავით მათიკაშვილი

1768373776

ახალი ამბები

პოლიციამ შსს-ს ავტომანქანის დაზიანების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, პოლიციის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმის ბრალდებით, 2000 წელს დაბადებული, ამჟამად...

დაკავება

1768372781

ახალი ამბები

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო - დაკავებულია 4 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალ...

დაკავებულია 4 პირი

1768371443

ახალი ამბები

სურსათის ეროვნული სააგენტო მაღალმთიან საკურორტო ზონებში სურსათის სარეალიზაციო ობიექტებს ამოწმებს

სურსათის ეროვნული სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის დეპარტამენტის ინსპექტორები ზამთრის მაღალმთიან კურორტებზე სურსათის სარეალიზაციო ობიექტებს ამოწმებენ. სახელმწიფო კონტროლი ტარდება როგორც ქსელურ მარკეტებში, ა...

სურსათის ეროვნული სააგენტო