კახა კალაძემ სამტრედიაში სოციალურად დაუცველ და უსახლკარო ოჯახებს სახლები აჩუქა
თბილისის მერმა, კახა კალაძემ ძველით ახალი წელი სამტრედიელებს ტრადიციულად საზეიმო კონცერტით მიულოცა და მუნიციპალიტეტში მცხოვრებ თევზაძეების ცხრასულიან ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა.
თბილისის მერიის ცნობით, ირაკლი თევზაძის ოჯახს, რომელსაც ამ დრომდე საკუთარი საცხოვრებელი არ ჰქონდა, სახლი სოფელ ოფეთში გადაეცა. ოჯახში შვიდი არასრულწლოვანი, მათ შორის ორი ბავშვი, მინდობით აღზრდის პროგრამით იზრდება.
თბილისის მერმა მოსახლეობას შობა-ახალი წელი კიდევ ერთხელ მიულოცა და მათ მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა.
„ტრადიციას განვაგრძობთ და, 2012 წლიდან მოყოლებული, სამტრედიაში ყოველწლიურად იმართება საახალწლო კონცერტი. გარდა ამისა, ვაბედნიერებთ იმ ოჯახებს, რომელთაც ყველაზე მეტად უჭირთ, ყველაზე მეტად სჭირდებათ დახმარება. ძალიან მიხარია, რომ ამ კეთილ საქმეში ჩემი მეგობრებიც შემომიერთდნენ. რა თქმა უნდა, იმ ოჯახების დახმარებასა და საცხოვრებლით დასაჩუქრებას გავაგრძელებთ, რომლებიც ამ პრობლემის წინაშე დგანან. სრულიად საქართველოს ვულოცავ ახალ წელს, შობას და ჩემს ქვეყანას, ჩემს ხალხს, პირველ რიგში, მშვიდობას და სულიერ სიმშვიდეს ვუსურვებ. ჯანმრთელობა, სიკეთე, ბედნიერება და ყველაფერი საუკეთესო ჩვენს ხალხს, ჩვენს ქვეყანას. ყველაფერი ისე ყოფილიყოს, როგორც თქვენს გულებს გაუხარდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თევზაძეების ოჯახის წევრებმა თბილისის მერს საჩუქრისთვის მადლობა გადაუხადეს და მოსახლეობას ახალი წელი მიულოცეს.
„ძალიან ბედნიერები ვართ, საოცარი ახალი წელი გვაქვს. პირველ რიგში, მადლობა კახა კალაძეს ჩემი შვიდი შვილის სახელით. რასაკვირველია, საკუთარ სახლში ცხოვრება მათ მომავალს უკეთესობისკენ შეცვლის. მინდა, ყველას მოგილოცოთ ახალი წლის დადგომა“, – განაცხადა ირაკლი თევზაძემ.
საახალწლო კონცერტი სამტრედიის ცენტრალურ მოედანზე გაიმართა, სადაც მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამა იყო წარმოდგენილი. ცნობილმა ქართველმა მომღერლებმა, ბენდის მუსიკოსებთან ერთად, სამტრედიელებისთვის სადღესასწაულო განწყობა შექმნეს.
აღსანიშნავია, რომ დღევანდელ ღონისძიებაზე სამშენებლო კომპანიების – „არქისა“ და „ბლოქსისგან“, ასევე, პარლამენტის წევრებისგან – გიორგი ბარვენაშვილისა და შოთა ბერეკაშვილისგან საცხოვრებელი სახლები საჩუქრად კიდევ ოთხმა ოჯახმა მიიღო. ახალ სახლებში იცხოვრებენ გოგიტა ჩერქეზიას, ედვარდ ხუბაშვილის, გივი გელაძის და ირაკლი თავაძის ოჯახები.
1768373776
ახალი ამბებიპოლიციამ შსს-ს ავტომანქანის დაზიანების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, პოლიციის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმის ბრალდებით, 2000 წელს დაბადებული, ამჟამად...
1768372781
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო - დაკავებულია 4 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალ...
1768371443
ახალი ამბებისურსათის ეროვნული სააგენტო მაღალმთიან საკურორტო ზონებში სურსათის სარეალიზაციო ობიექტებს ამოწმებს
სურსათის ეროვნული სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის დეპარტამენტის ინსპექტორები ზამთრის მაღალმთიან კურორტებზე სურსათის სარეალიზაციო ობიექტებს ამოწმებენ. სახელმწიფო კონტროლი ტარდება როგორც ქსელურ მარკეტებში, ა...
1768370666
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრი აბუ-დაბიში, მდგრადი განვითარების კვირეულის ფარგლებში, 170-მდე ქვეყნის ლიდერს სიტყვით მიმართავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი აბუ-დაბიში, მდგრადი განვითარების კვირეულის ფარგლებში, 170-მდე ქვეყნის ლიდერს სიტყვით მიმართავს. ირაკლი კობახიძე ენერგეტიკისა და დაკავშირებადობის საკითხებზე გაამახვილებს ყუ...
1768337277
საზოგადოება14 იანვარი ქართული თეატრის დღეა
დღეს, 14 იანვარს ქართული თეატრის დღეა. ამ თარიღის აღნიშვნა 1850 წლის 14 იანვარს გიორგი ერისთავის პირველ წარმოდგენას, „გაყრას“ უკავშირდება. რეჟისორისა და დრამატურგის მიერ თბილისში ჩამოყალიბებული პირველ...






























