დავით მათიკაშვილი: ეროვნული იდენტობის აღქმის პრობლემასთან ერთად, ქალბატონ სანდუს ღირსებისა და თავმოყვარეობის შეგრძნების პრობლემაც აქვს
მმართველი გუნდის დეპუტატის დავით მათიკაშვილის განცხადებით, მოლდოვის პრეზიდენტს ღირსებისა და თავმოყვარეობის შეგრძნების პრობლემა აქვს.
„ეროვნული იდენტობის აღქმის პრობლემასთან ერთად, როგორც ეტყობა, ქალბატონ სანდუს ღირსებისა და თავმოყვარეობის შეგრძნების პრობლემაც გააჩნია. ეს არის ნათელი დასტური თუ რა სავალალო დღეში აგდებს „დიფ სთეითის“ ფსევდოლიბერალური პოლიტიკა ცალკეულ ქვეყნებს.
ამ შემთხვევაში, კონკრეტული დამოუკიდებელი ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი, ღიად აცხადებს, რომ ის სიამოვნებით დათმობდა სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. აქ ჩანს უმძიმესი შედეგი პოლიტიკისა, რომელსაც დღეს „დიფ სთეითი“ დირიჟორობით ევროკავშირის ჩინოსნები ახორციელებენ, სუვერენიტეტის დათმობის გზით.
ევროკავშირში გაერთიანება ის მიუღებელი გზა არის, რომელსაც საქართველო არასდროს დათანხმდება“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.
1768380568
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა, რომელიც ასრულებს მნიშვნელოვან როლს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დაკავშირებადობის კუთხით და არა მხოლოდ
„საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა, რომელიც ასრულებს მნიშვნელოვან როლს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დაკავშირებადობის კუთხით და არა მხოლოდ. საქართველოს აქვს უზარმაზარი პოტენციალი გლობალურ...
1768371443
ახალი ამბებისურსათის ეროვნული სააგენტო მაღალმთიან საკურორტო ზონებში სურსათის სარეალიზაციო ობიექტებს ამოწმებს
სურსათის ეროვნული სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის დეპარტამენტის ინსპექტორები ზამთრის მაღალმთიან კურორტებზე სურსათის სარეალიზაციო ობიექტებს ამოწმებენ. სახელმწიფო კონტროლი ტარდება როგორც ქსელურ მარკეტებში, ა...
1768370666
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრი აბუ-დაბიში, მდგრადი განვითარების კვირეულის ფარგლებში, 170-მდე ქვეყნის ლიდერს სიტყვით მიმართავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი აბუ-დაბიში, მდგრადი განვითარების კვირეულის ფარგლებში, 170-მდე ქვეყნის ლიდერს სიტყვით მიმართავს. ირაკლი კობახიძე ენერგეტიკისა და დაკავშირებადობის საკითხებზე გაამახვილებს ყუ...
1768337277
საზოგადოება14 იანვარი ქართული თეატრის დღეა
დღეს, 14 იანვარს ქართული თეატრის დღეა. ამ თარიღის აღნიშვნა 1850 წლის 14 იანვარს გიორგი ერისთავის პირველ წარმოდგენას, „გაყრას“ უკავშირდება. რეჟისორისა და დრამატურგის მიერ თბილისში ჩამოყალიბებული პირველ...
1768335715
საზოგადოება14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა
14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა. სახელმწიფო დროშის დღე პირველად 2012 წლის 14 იანვარს აღინიშნა. დღესასწაული საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მიღების დღე...





























