მაკა ბოჭორიშვილი: 2030 წლისთვის საქართველო იქნება ყველაზე მზად ევროკავშირის წევრობისთვის
საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე, გადაცემა „დღის თემაში“ საუბრისას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ორმხრივი პროცესია, რომლის წარმატება დამოკიდებულია როგორც კანდიდატი ქვეყნების მიერ განხორციელებულ რეფორმებზე, ისე ევროკავშირის პოლიტიკური ნებაზე.
„ჩვენ თუ დავიჯერებთ, რომ ევროკავშირს სურს ნამდვილად გაფართოება , რა თქმა უნდა, მან ეს უნდა დაამტკიცოს გაფართოების პოლიტიკის რეალობად ქცევით“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ამ კონტექსტში, მინისტრმა ბალკანეთის ქვეყნების ხანგრძლივ გაწევრიანების პროცესზე გაამახვილა ყურადღება, რომელმაც, მისი თქმით, ჯერ კიდევ ვერ მოიტანა შედეგი.
თუმცა, როგორც მინისტრმა აღნიშნა, ბოლო წლების განმავლობაში სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა და გაფართოების თემატიკა ინტენსიურად დაბრუნდა ევროკავშირის პოლიტიკურ დღის წესრიგში:
„ბოლო სამი-ოთხი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით აქტუალურია ეს თემა, განსაკუთრებით აქტუალურია გაფართოების საკითხი. თუ 2020 წლამდე ეს ფაქტობრივად ჩაკეტილი თემა იყო ევროკავშირისთვის და ვერც ახსენებდი ევროკავშირის გაფართოებას, დღეს ამაზე ძალიან ბევრს საუბრობენ. თუმცა ამ ყველაფერს სჭირდება რეალობად ქცევა. ეს ყველაფერი დღეს და ხვალ რეალობად, როგორც ჩანს, არ იქცევა“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრმა „დღის თემაში“ უკრაინის ომის შედეგად ევროპაში შეცვლილ პოლიტიკურ და ემოციურ განწყობებზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ომის გამო, გაძლიერებულია მიდგომა, რომ „უკრაინა, როგორც ყველაზე დაზარალებული ქვეყანა, უნდა იყოს ის ქვეყანა, რომელიც პირველი შევა გაფართოების ტალღით ევროკავშირში“.
ამასთან, ბოჭორიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ, გაწევრიანებაზე რეალური და პრაქტიკული მოლაპარაკებების დაწყებისას, შეიძლება წარმოიშვას არაერთი ახალი ფაქტორი, რასაც საქართველო სრულ მზადყოფნაში უნდა შეხვდეს.
„როდესაც ომი დასრულდება და როდესაც რეალურად იქნება ევროკავშირის გაფართოებაზე საუბარი, ბევრი სხვა ფაქტორი შემოვა დღის წესრიგში და ჩვენ ამისთვის აუცილებლად უნდა ვიყოთ მზად. 2030 წელი ყველაზე ხშირად გაჟღერებული თარიღია ევროკავშირის გაფართოების შემდგომი ტალღისთვის და როდესაც 2030 წელი მოვა, საქართველო იქნება ყველაზე მეტად მზად ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის ევროკავშირის წევრობისთვის“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
1764221938
მსოფლიოშიდა „ბაზრისა და მომხმარებელთა დაცვის“ კომიტეტმა მესამე ქვეყნებიდან განხორციელებული დაინტერესებულ საქმიანობის გამჭვირვალობის ანგარიშთან დაკავშირებით ახალი მოთხოვნების შექმნის ანგარიში 34 ხმით მიიღო
დღეს შიდა „ბაზრისა და მომხმარებელთა დაცვის“ კომიტეტმა მესამე ქვეყნებიდან განხორციელებული დაინტერესებულ საქმიანობის გამჭვირვალობის ანგარიშთან დაკავშირებით ახალი მოთხოვნების შექმნის ანგარიში 34 ხმით მიი...
1764218756
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: ვიზა ლიბერალიზაცია ეს არის მექანიზმი შანტაჟისთვის, ეს არის მექანიზმი რადიკალური დღის წესრიგის შექმნისთვის საქართველოში, სხვა მიზანი ამას არ აქვს
„უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ეს იქნება უდიდესი სტრატეგიული შეცდომა ევროკავშირის მხრიდან, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მხრიდან“, - ამის შესახებ საგ...
1764190569
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ ვიღებთ და მივიღებთ იმ კანონებს, რომელიც სჭირდება ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას
„ჩვენ ვიღებთ და მივიღებთ იმ კანონებს, რომელიც სჭირდება ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმე...
1764190490
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: ყოველთვის ვამბობდით, რომ თითოეული კანონი, რომელიც ჩნდება ჩვენს საკანონმდებლო სივრცეში, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს
„ყოველთვის ვამბობდით, რომ თითოეული კანონი, რომელიც ჩნდება ჩვენს საკანონმდებლო სივრცეში, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს, მის უსაფრთხოებას, სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას...
1764189533
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: მშვიდობა მსოფლიოსთვის ცვლის ყველაფერს უკეთესობისკენ
„მშვიდობა ზოგადად მსოფლიოსთვის ცვლის ყველაფერს უკეთესობისკენ“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live" საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ. კირცხალიამ გაიხსენა ევრობიუროკრატების ნაწილის ბ...






























