მაკა ბოჭორიშვილი: შეხვედრა, რომელსაც ითვალისწინებს ევროკავშირის რეგულაცია, გაიმართება სამუშაო დონეზე და ქართული მხარის მოლოდინია, რომ იქნება კონსტრუქციული
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, ჟურნალისტებთან საუბრისას, უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ევროკომისიის წარმომადგენლებთან დაგეგმილ შეხვედრაზე ისაუბრა.
მისი განცხადებით, 11 ივნისს დაგეგმილი შეხვედრა ევროკავშირის რეგულაციით არის გათვალისწინებული.
„ეს არის რეგულაციით გათვალისწინებული შეხვედრა, რასაც ითვალისწინებს თავად ევროკავშირის რეგულაცია. იმ შემთხვევაში, როდესაც ევროკავშირის გადაწყვეტილებით ამოქმედდება ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმი, ევროპული მხარე ვალდებულია ასეთი დიალოგი წამოიწყოს მესამე ქვეყანასთან, ამ შემთხვევაში საქართველოსთან, და იყოს მსჯელობა, თუ როგორ უნდა გავაგრძელოთ ამ მიმართულებით ურთიერთობები. ეს არის პირველი შეხვედრა, რომელიც გაიმართება 11 ივნისს“, - აღნიშნა უწყების ხელმძღვანელმა.
მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ევროპული მხრიდან ამ ინფორმაციის გაჟღერებას მოჰყვა არასწორი ინტერპრეტაციები და საკითხის პოლიტიკური შანტაჟისთვის გამოყენების მცდელობები.
„სამწუხაროდ, თავად ევროკავშირის მხრიდან, ევროპული მხრიდან ეს ინფორმაცია უცნაურად იქნა გაჟღერებული, რასაც მოჰყვა არასწორი ინტერპრეტაციები და კომუნიკაციები. ჩვენ ვნახეთ სხვადასხვა პოლიტიკოსის, აქტივისტების განცხადებები, რომლებიც ცდილობენ, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხი ისევ და ისევ გამოიყენონ შანტაჟისთვის, ჩვენს მოქალაქეებში გააჩინონ შიში, თითქოს ვიზალიბერალიზაციას საქართველოს მოქალაქეებისთვის ემუქრება საფრთხე და ერთგვარად ასეც "მონათლეს" ეს შეხვედრა“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, შეხვედრა, რომელსაც ითვალისწინებს ევროკავშირის რეგულაცია, გაიმართება სამუშაო დონეზე და ქართული მხარის მოლოდინია, რომ იქნება კონსტრუქციული.
ამასთან მინისტრმა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ თემაზე სპეკულაციები მნიშვნელოვნად აზიანებს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს.
„შეხვედრა არის ტექნიკური, გაიმართება სამუშაო დონეზე. ეს არის ის, რასაც ითვალისწინებს ევროკავშირის რეგულაცია. ჩვენ მოველით, რომ შეხვედრა იქნება კონსტრუქციული, იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი ინტერესი.
სწორედ ამიტომ იღებს ქართული მხარე შეხვედრაში მონაწილეობას, რომ კონსტრუქციულად განვიხილოთ ის გზები, თუ როგორ უნდა აღმოიფხვრას ის წინაპირობები, რაც იქნა გამოყენებული ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ასამოქმედებლად. დაველოდოთ 11 ივნისს.
ჩვენ გვექნება მეტის თქმის შესაძლებლობა თავად შეხვედრის შემდგომ. მანამდე უბრალოდ კარგი იქნებოდა, თუკი პოლიტიკოსები და სხვა აქტორებიც თავს შეიკავებდნენ ამ თემაზე სპეკულაციებისგან, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებს“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
1781345029
საზოგადოებაკახა კალაძე: ბევრჯერ გვითქვამს, რომ მზად ვართ დიალოგისთვის, მაგრამ ვიღაცამ თითის დაქნევით ელაპარაკოს ქართველ ხალხს და სახელმწიფოს, წარმოუდგენელია
თუ გავიხსენებთ წლებს, როდესაც გარე აქტორების თითის ქნევას თავს ვუხრიდით, ეს ძალიან ძვირი უჯდებოდა ჩვენს ქვეყანას, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ გ...
1781343104
საზოგადოებაკახა კალაძე უვიზო მიმოსვლის საკითხზე: კატეგორიულად მიუღებელია ამ საკითხით ქართველი ერის შანტაჟი
კატეგორიულად მიუღებელია, რომ ევროპულმა ბიუროკრატიამ ვიზალიბერალიზაციით და უვიზო მიმოსვლის საკითხით მუდმივად აშანტაჟოს საქართველოს მოსახლეობა, - განუცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს მედიას. მისი...
1781341911
საზოგადოებაკახა კალაძე: როგორც კი იქნება რაიმე სახის გადაცდომა, კანონის ფარგლებში მკაცრი რეაგირება მოხდება
„რანაირად საუბრობენ ეს ადამიანები ეროვნულ ინტერესებზე, როცა ამასთან საერთო არაფერი აქვთ?“, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე ოპოზიციონერ გიგა ლემონჯავას მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელ...
1781338817
მსოფლიოდონალდ ტრამპი: აშშ-ის ძალებმა მოკლეს ერთ-ერთი ყველაზე სისხლისმსმელი ტერორისტული ორგანიზაციის სამარცხვინო ლიდერი
დონალდ ტრამპი ვენესუელური დაჯგუფების „ტრენ დე არაგუას“ ლიდერის ლიკვიდაციას ეხმიანება და აცხადებს, რომ აშშ-ის ძალებმა ერთ-ერთი ყველაზე „სისხლიმსმელი“ ტერორისტი მოკლეს. „ჩემი მითითებით, შეერთებული შტატ...
1781337192
საზოგადოებანათია თურნავა ჩინეთის სამრეწველო და კომერციული ბანკის (ICBC) პრეზიდენტს შეხვდა
შანხაიში გამართული სიპმოზიუმის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა მსოფლიოს უმსხვილესი ბანკის - Industrial and Commercial Bank of China (ICBC)-ის პრეზიდენტს ლინ ლიაოს შეხვ...


























