მაკა ბოჭორიშვილი: სუვერენიტეტი არის ის ერთადერთი მყარი საფუძველი, რომელსაც ევროპის მომავალი უნდა ეფუძნებოდეს
2026 წლის 23 მარტს, ბუდაპეშტში გამართულ ასამბლეის პირველ შეხვედრაზე „Patriots for Europe“-ის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო სუვერენიტეტისა და მიგრაციის საკითხებზე გამართულ პანელურ დისკუსიაში, სადაც განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ეროვნული ინტერესების დაცვაზე.
„მე წარმოვადგენ ქვეყანას, რომელიც, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ჯერ კიდევ არ არის ევროკავშირის წევრი, მაგრამ ესწრაფვის ევროკავშირში გაწევრიანებას. ჩემი ქვეყანა საუკუნეების განმავლობაში ცდილობდა ევროპულ ოჯახში ინტეგრაციას, ხოლო ბოლო ათწლეულებში - ევროკავშირში გაწევრიანებას. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ჩვენ ევროპულ სტრუქტურებს, განსაკუთრებით კი ევროკავშირს, ჩვენი სუვერენიტეტის დაცვის საუკეთესო გარანტად მივიჩნევდით, სწორედ ამიტომ შევიტანეთ განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე და სწორედ ამიტომ გავაფორმეთ ასოცირების შესახებ შეთანხმება ევროკავშირთან 2014 წელს. საქართველო არის ქვეყანა, რომელიც იზიარებს ევროპულ ღირებულებებს - ღირებულებებს, რომლებიც ორგანულია ჩვენი საზოგადოებისთვის“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრმა, ასევე, ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რაც ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს ახლავს თან.
„სამწუხაროდ, ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის შეტანის შემდეგ, ჩვენ დავინახეთ, თუ როგორ იქცა ეს მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 80%, პოლიტიკური ზეწოლის, შიდა პოლიტიკური თამაშების, გარე ზეწოლისა და შიდა საქმეებში გარე ჩარევის ინსტრუმენტად. ჩვენ სულ უფრო ხშირად ვხედავთ, რომ ეს პრობლემა არსებობს არა მხოლოდ ევროკავშირის გარეთ, არამედ ევროკავშირის შიგნით - მის წევრ სახელმწიფოებშიც“, - განაცხადა მინისტრმა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა უსაფრთხოების საკითხებზე საუბრისას აღნიშნა, რომ სუვერენული გადაწყვეტილებები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყანაში მშვიდობის შესანარჩუნებლად და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე.
„როდესაც საქმე უსაფრთხოებას ეხება, სუვერენული გადაწყვეტილებების მიღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობისა და ასევე ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად. საქართველოს ეკონომიკური ზრდა დაახლოებით 9.5%-ს შეადგენს წლიურად, რაც ევროპაში შთამბეჭდავი მაჩვენებელია. ამ შედეგის მიღწევა ერთადერთი გზით არის შესაძლებელი - ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და საფრთხე არ უნდა შევუქმნათ მშვიდობას ამ რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში“, - აღნიშნა მინისტრმა.
დასასრულს, მაკა ბოჭორიშვილმა სუვერენიტეტის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.
„სუვერენიტეტის დაცვის საკითხს განსაკუთრებული სერიოზულობით უნდა მივუდგეთ, რადგან სწორედ ეს არის ის ერთადერთი მყარი საფუძველი, რომელსაც ევროპის მომავალი უნდა ეფუძნებოდეს“, - განაცხადა მინისტრმა.
პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდნენ პარტია „ფიდესის“ ვიცე-პრეზიდენტი, ევროპარლამენტარი კინგა გალი, უნგრეთის ევროკავშირის საქმეთა მინისტრი იანოშ ბოკა, პოლონელი ევროპარლამენტარი ანა ბრილკა, ბელგიელი ევროპარლამენტარი ტომ ვანდერდრისხე, ჩეხი ევროპარლამენტარი ონდრეი კნოტეკი, ავსტრიის ადგილობრივი პარლამენტის წევრი, ვიცე-გუბერნატორი უდო ლანდბაუერი და უნგრეთის მთავრობის სპიკერი ზლატან კოვაჩი.
1774280724
ახალი ამბებიმეუფე შიო: ილია მეორე როგორც თავისი ცხოვრების განმავლობაში იბრძოდა ერის მოსაქცევად, გასაერთიანებლად, გარდაცვალების შემდეგაც ამას განაგრძობს, ეს არის მთავარი სასწაული და ნუგეში
„წმინდა, მართალი ადამიანი როდესაც გარდაიცვლება, გლოვასთან ერთად, აუცილებლად ახლავს ღვთის მადლი და ნუგეშიც, საღვთო სიხარულიც და ძალის გამოვლინება. რა იქნება ეს გამოვლინება? პირველივე დღეს ეს სასწაული ვ...
1774278114
მსოფლიოტრამპი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტე „ძალიან მალე გაიხსნება“ და აშშ და ირანი მას ერთობლივად გააკონტროლებენ
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე „ძალიან მალე გაიხსნება“ და დასძინა, რომ მას სურს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საზღვაო მარშრუტი აშშ-ისა და ირანის ერთობლ...
1774277303
ახალი ამბებილადო სადღობელაშვილი: გვარამიას უსაყვარლესი თემა იყო პატრიარქის დაკნინება - ახლა გამოდგა და კაკანებს, ვერ გამოვემშვიდობეო! შენ ვერც სამძიმარზე გაბედე მისვლა, არ იყო გულსევდიან მორწმუნეებში შენი ადგილი!
„ჯერ რ2-დან და მერე მთავარი არხიდან გვარამიას და გაბუნიას უსაყვარლესი თემა იყო პატრიარქის დაკნინება, საპატრიარქოზე ქილიკი, დედა ეკლესიის მიწასთან გასწორება და მართლმადიდებლობის როგორც რწმენის შეურაცხყ...
1774276180
ახალი ამბებიდეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: ჩვენ ამ დღეებში გვქონდა განცდა ტრაგედიის და გვქონდა განცდა იმედის - ერის ერთსულოვნება, ერთად დგომა, თითქოს გაუცხოება აღარ იყო ადამიანებს შორის, ეს უნდა შევინარჩუნოთ
„ჩვენ ამ დღეებში გვქონდა განცდა ტრაგედიის, გვქონდა განცდა იმედის და ერთობის“, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძ...
1774274085
ახალი ამბებიმღვდელმსახური დავით ფოლადაშვილი: პატრიარქმა გარდაცვლილმაც გააერთიანა ერი, ღმერთმა ინებოს, რომ ერთიანობა და სიყვარული არ მოიშალოს ჩვენს ერში
რასაც ქადაგებდა, აკეთებდა და ზრუნავდა, გარდაცვალების შემდგომაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ გარდაცვლილმაც გააერთიანა ერი, - განაცხადა საბურთალოს წმინდა ნინოს ტაძრის მღვდელმსახურმა დავით ფოლადაშვილმა „...































