მაკა ბოჭორიშვილი: USAID-ის დახმარებით არაერთი დაფინანსება მიუღიათ იმ ძალებს, რომლებიც პირდაპირ იყვნენ ჩართულები საქართველოს პოლიტიკაში და რევოლუციების დაფინანსებაში
ვიცით, რომ ამ დაფინანსებაში დიდი წვლილი ჰქონდათ სწორედ იმ ფონდებს, რომლებზედაც საუბრობენ დღეს უკვე ხმამაღლა ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციაში, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
აღნიშნულით იგი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის მაიკ ბენცის მიერ 2024 წლის პროტესტების შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. კერძოდ, ბენცის თქმით, 2024 წელს „უცხოური გავლენის კანონის“ წინააღმდეგ აქციებში ჩართული ადამიანები აშშ-ის წინა ადმინისტრაციის პერიოდში მათ შორის USAID-ისა და NED-ის მეშვეობით ფინანსდებოდნენ.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, მათ შორის, USAID-ის დახმარებით არაერთი დაფინანსება მიუღიათ იმ ძალებს, რომლებიც პირდაპირ იყვნენ საქართველოში პოლიტიკაში ჩართულები და პირდაპირ იყვნენ ჩართულები საქართველოში რევოლუციების დაფინანსებაში, ხელისუფლების არაკანონიერი გზებით შეცვლას უწყობდნენ ხელს.
„ეს არის ის, რის წინააღმდეგაც იბრძვის საქართველოს ხელისუფლება და აგრძელებს ბრძოლას. ეს არის ის, რაც ჩვენთვის მიუღებელია, რაც წინააღმდეგობაში მოდის დემოკრატიის განვითარებასთან“, - აღნიშნა მან.
1771316062
ახალი ამბებიმეტელკინამ და ბერულავამ გულშემატკივრებს მიმართეს
ზამთრის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელები, მოციგურავეთა სპორტული წყვილი ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდიან. „მიხარია, რომ მთელი საქართველ...
1771314468
ახალი ამბებიკახა კალაძე ბაჩო ახალაიაზე: ყველა, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, პასუხს აგებს კანონის წინაშე
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ყველა დამნაშავეს მოუწევს პასუხი აგოს კანონის წინაშე. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მიერ სასამართლო სხდომაზე ქვეყნ...
1771313665
ახალი ამბებიპროექტის „სტუდენტური დებატ-კლუბი 2026“ ფინალში გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) და სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა (სწავლების ცენტრი), ა(ა)იპ დემოკრატიის ახალგაზრდულ აკადემიასთან თანამშრომლობით, წარმა...
1771312734
ახალი ამბებიპროკურატურა: ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების საქმე გახსნილია
ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების საქმე გახსნილია. განცხადება თბილისის პროკურორმა გიორგი მიქაიამ ბრიფინგზე გააკეთა, სადაც გამოძიების დეტალებზე ისაუბრა. როგორც გიორ...
1771312426
ახალი ამბებიკახა კალაძე: თბილისის ანძას შესაბამისი ქვეყნის დროშის ფერებში ოფიციალური მომართვის შემდეგ ვანათებთ - ლიეტუვის საელჩოს ჩვენთვის წერილით არ მოუმართავს
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ლიეტუვის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თბილისის სატელევიზიო ანძის განათების შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩოს არ მიუ...






























