მეტელკინამ და ბერულავამ გულშემატკივრებს მიმართეს
ზამთრის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელები, მოციგურავეთა სპორტული წყვილი ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდიან.
„მიხარია, რომ მთელი საქართველო ჩვენ გვერდით დგას. ჩვენი ქვეყნის პირველი ოლიმპიური მედალი ჩვენი საერთო გამარჯვებაა“, - განაცხადა ბერულავამ.
გულშემატკივარს ქართულად ანასტასია მეტელკინამაც მიმართა.
„ბედნიერი ვარ, რომ გავამართლე საქართველოს იმედები. დიდი მადლობა ყველა გულშემატკივარს“, - აღნიშნა მოციგურავემ.
ისტორიაში პირველად საქართველომ ზამთრის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას სპორტულმა წყვილმა, ფიგურული ციგურაობის სპორტული წყვილების კატეგორიაში თავისუფალი პროგრამით იასპარეზა. მათ მსაჯებისგან 146,29 ქულა დაიმსახურეს, ორი პროგრამის ჯამში 221,75 ქულა დააგროვეს და მეორე ადგილი დაიკავეს. ოლიმპიური ოქროს მედლები, იაპონიიდან რიკუ მიურა და რუიჩი კიჰარამ მოიპოვეს, ბრინჯაო კი მინერვა ფაბიან ჰასემ და ნიკიტა ვოლოდინმა გერმანიიდან.
1771317194
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი: ქართველმა ხალხმა მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ უჩვენა, რომ სირთულეებსა და უსამართლობას ერთიანობით, ეროვნული ინტერესებისა და ჩვენში ღრმად გამჯდარი ღირებულებების ერთგულებით ვპასუხობთ
დღეს მთელი საერთაშორისო საზოგადოება ხედავს, რომ 2025 წელი მსოფლიოსთვის წყალგამყოფი გახდა. უკვე აშკარად იკვეთება, რომ საერთაშორისო წესრიგი ფუნდამენტურად იცვლება და ქვეყნები საკუთარი ეროვნული ინტერესები...
1771314821
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: USAID-ის დახმარებით არაერთი დაფინანსება მიუღიათ იმ ძალებს, რომლებიც პირდაპირ იყვნენ ჩართულები საქართველოს პოლიტიკაში და რევოლუციების დაფინანსებაში
ვიცით, რომ ამ დაფინანსებაში დიდი წვლილი ჰქონდათ სწორედ იმ ფონდებს, რომლებზედაც საუბრობენ დღეს უკვე ხმამაღლა ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციაში, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს საგა...
1771314468
ახალი ამბებიკახა კალაძე ბაჩო ახალაიაზე: ყველა, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, პასუხს აგებს კანონის წინაშე
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ყველა დამნაშავეს მოუწევს პასუხი აგოს კანონის წინაშე. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მიერ სასამართლო სხდომაზე ქვეყნ...
1771313665
ახალი ამბებიპროექტის „სტუდენტური დებატ-კლუბი 2026“ ფინალში გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) და სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა (სწავლების ცენტრი), ა(ა)იპ დემოკრატიის ახალგაზრდულ აკადემიასთან თანამშრომლობით, წარმა...
1771312734
ახალი ამბებიპროკურატურა: ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების საქმე გახსნილია
ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების საქმე გახსნილია. განცხადება თბილისის პროკურორმა გიორგი მიქაიამ ბრიფინგზე გააკეთა, სადაც გამოძიების დეტალებზე ისაუბრა. როგორც გიორ...






























