პროექტის „სტუდენტური დებატ-კლუბი 2026“ ფინალში გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) და სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა (სწავლების ცენტრი), ა(ა)იპ დემოკრატიის ახალგაზრდულ აკადემიასთან თანამშრომლობით, წარმატებით განახორციელა პროექტი „სტუდენტური დებატ-კლუბი 2026“.

საგანმანათლებლო პროექტის მიზანს ახალგაზრდებში საარჩევნო ცნობიერების ამაღლება და არგუმენტებზე დაფუძნებული კონსტრუქციული დებატების მნიშვნელობის შესახებ სამოქალაქო კულტურის განმტკიცება წარმოადგენდა.

პროექტის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის შედეგად პროექტში მონაწილეობის მისაღებად ხუთი უნივერსიტეტის (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტი; კავკასიის უნივერსიტეტი; კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი) იურიდიული ფაკულტეტის 30 სტუდენტი დარეგისტრირდა. მონაწილეები 10 გუნდში გადანაწილდნენ, თითოეული გუნდი სამი მონაწილის შემადგენლობით.

პროექტის საწყის ეტაპზე, სწავლების ცენტრმა ახალგაზრდებთან საინფორმაციო-სასწავლო ხასიათის შეხვედრები გამართა, რომლის ფარგლებშიც საქართველოში ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით არსებული სიახლეები განიხილა და ამასთან ერთად, უზრუნველყო მონაწილეთა გადამზადება დებატების წარმართვის ტექნიკაზე. ყურადღება გამახვილდა ისეთ ელემენტებზე როგორიცაა: დებატების სტრუქტურა და რეგლამენტი; არგუმენტებისა და მტკიცებულებების მოძიება-დამუშავება; საჯარო გამოსვლების ტექნიკა; დებატების ეთიკა და პრინციპები.

2026 წლის 16 თებერვალს პროექტის ფინალი გაიმართა, სადაც შესარჩევ ტურში მონაწილე 10 გუნდიდან საუკეთესო შედეგის მქონე ორი გუნდი შეხვდა ერთმანეთს. ფინალური დებატები გაიმართა თემაზე: „საარჩევნო უფლების დაცვა უფრო მნიშვნელოვანი ღირებულებაა, ვიდრე სიტყვის აბსოლუტური თავისუფლება დეზინფორმაციის რისკის პირობებში“.

ფინალში გამარჯვებული მონაწილეები გამოავლინეს მსაჯებმა, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ: ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე; სწავლების ცენტრის დირექტორი ნათია ზაალიშვილი; ცესკოს პრესსპიკერი ნათია იოსელიანი; სწავლების ცენტრის სასწავლო პროგრამების სამსახურის უფროსი მაია გუდაძე; თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე ვასილ ქარსელაძე; თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის წევრი ნოდარ ბოკერია. მონაწილეები შეფასდნენ არგუმენტაციის ხარისხის, მტკიცებულებების გამოყენების, დებატების ეთიკის, რეგლამენტის დაცვისა და საჯარო გამოსვლის უნარების მიხედვით.

ფინალის დასასრულს მონაწილეთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, ახალგაზრდებს სერტიფიკატები და სამახსოვრო სასაჩუქრე ნაკრებები გადაეცათ.

პროექტი „სტუდენტური დებატ-კლუბი 2026“ განხორციელდა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ქვეპროგრამის - უწყვეტი განათლებისა და სტუდენტური პროექტების ხელშეწყობის ფარგლებში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1771314821

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: USAID-ის დახმარებით არაერთი დაფინანსება მიუღიათ იმ ძალებს, რომლებიც პირდაპირ იყვნენ ჩართულები საქართველოს პოლიტიკაში და რევოლუციების დაფინანსებაში

ვიცით, რომ ამ დაფინანსებაში დიდი წვლილი ჰქონდათ სწორედ იმ ფონდებს, რომლებზედაც საუბრობენ დღეს უკვე ხმამაღლა ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციაში, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს საგა...

მაკა ბოჭორიშვილი

1771314468

ახალი ამბები

კახა კალაძე ბაჩო ახალაიაზე: ყველა, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, პასუხს აგებს კანონის წინაშე

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ყველა დამნაშავეს მოუწევს პასუხი აგოს კანონის წინაშე. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მიერ სასამართლო სხდომაზე ქვეყნ...

კახა კალაძე

1771312734

ახალი ამბები

პროკურატურა: ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების საქმე გახსნილია

ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების საქმე გახსნილია. განცხადება თბილისის პროკურორმა გიორგი მიქაიამ ბრიფინგზე გააკეთა, სადაც გამოძიების დეტალებზე ისაუბრა. როგორც გიორ...

ნიკო კვარაცხელია

1771312426

ახალი ამბები

კახა კალაძე: თბილისის ანძას შესაბამისი ქვეყნის დროშის ფერებში ოფიციალური მომართვის შემდეგ ვანათებთ - ლიეტუვის საელჩოს ჩვენთვის წერილით არ მოუმართავს

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ლიეტუვის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თბილისის სატელევიზიო ანძის განათების შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩოს არ მიუ...

კახა კალაძე

1771311936

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: მთელი ოთხი წელი უცხოელი აქტორები გვაძალებდნენ სამხედრო კონფრონტაციას რუსეთთან — ახლა რას ეუბნებიან მოსახლეობას, რომ უკრაინა უკეთეს მდგომარეობაშია?

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა გადაცემაში "დებატები რუსთავი2"-ზე განაცხადა, რომ 2022 წლის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო პარტნიორები პრაგმატული პოლიტიკი...

გურამ მაჭარაშვილი