მაკა ბოჭორიშვილი: ყირგიზეთში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გაიმართება უმაღლესი დონის შეხვედრები, საუბარი შეეხება სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობას, ეს ვიზიტი იძლევა კარგ შესაძლებლობას, ვისაუბროთ საერთაშორისო არენაზე თანამშრომლობაზე

ყირგიზეთში ვიზიტის ფარგლებში გაიმართება უმაღლესი დონის შეხვედრები, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ყირგიზეთში განაცხადა, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, პრემიერ-მინისტრის დონეზე ვიზიტი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ საუბარი შეეხება სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობას.

„ვიზიტის ფარგლებში, ასევე, გაიმართება ეკონომიკური კომისიის შეხვედრა, რაც მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ეკონომიკური თანამშრომლობის კონტექსტში ყირგიზეთთან თანამშრომლობა საკმაოდ დინამიურად ვითარდება. მნიშვნელოვანია, რომ სწორედ კომისიის ფარგლებში იყოს განხილული ის საკითხები, რაც დგას ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების დღის წესრიგში. შედგება ასევე ჩემი შეხვედრა კოლეგასთან. მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ყირგიზეთთან თანამშრომლობა. ამ კონტექსტში, ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი საკითხები განსახილველი. ეს ვიზიტი იძლევა კარგ შესაძლებლობას, ვისაუბროთ სწორედ საერთაშორისო არენაზე თანამშრომლობაზე, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1781179237

საზოგადოება

ჯანდაცვის სამინისტრო: დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ კიდევ 222 ოჯახს საცხოვრებელ სახლს შეუსყიდის

დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ კიდევ 222 ოჯახს საცხოვრებელ სახლს შეუსყიდის, - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნული ოჯახების...

ჯანდაცვის სამინისტრო

1781179131

საზოგადოება

მიხეილ სააკაშვილი გია ნოდიაზე: ჩემს ჯინაზე კოგნიტიური დისონანსი სჭირს, როგორ ფიქრობთ, 2012-ში ივანიშვილი რომ დამეპატიმრებინა, ყველა ანგარიში რომ დამებლოკა, მათი მედია ამეკრძალა, „ქოცები“ მაინც გაიმარჯვებდნენ?

მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გია ნოდიას სტატუსს ეხმიანება, რომელიც საუბრობს რუსეთის გავლენებზე სომხეთში, მოლდოვასა და უნგრეთში და ეჭვი არ ეპარება, რომ 2012-ში რუსეთს გაუხარდა ივანიშვილის მოგება,...

პოლიტიკოსი

1781177104

საზოგადოება

ვახტანგ ცინცაძე: საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაუმჯობესება კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობას

„საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი აპრილის პროგნოზთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესა. კერძოდ, ფონდის პროგნოზით, 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.5%-ით გაიზრდება,...

ვახტანგ ცინცაძე

1781175769

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ჰაიოს და ქართლოსის მონუმენტთან ადგილობრივ მოსახლეობას შევხვდით და მათთან ერთად ვისაუბრეთ იმ ღირებულებებსა და გამოწვევებზე, რომლებიც დღესაც აერთიანებს ჩვენს საზოგადოებას

წელს, როდესაც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს აღვნიშნავთ, კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ საქართველოს ისტორია, კულტურა და სახელმწიფოებრიობა საერთო ფესვებიდან იღებს სათავე...

შალვა პაპუაშვილ

1781175341

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: 1700 წლის შემდეგაც ქრისტიანული რწმენა, ტრადიციები და ფასეულობები ჩვენი ეროვნული იდენტობისა და სახელმწიფოებრიობის მნიშვნელოვანი საყრდენია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად საქართველოს გაქრისტიანებიდან 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში, ფოკის წმინდა ნინოს დედათა მონა...

შალვა პაპუაშვილი