მიხეილ სააკაშვილი გია ნოდიაზე: ჩემს ჯინაზე კოგნიტიური დისონანსი სჭირს, როგორ ფიქრობთ, 2012-ში ივანიშვილი რომ დამეპატიმრებინა, ყველა ანგარიში რომ დამებლოკა, მათი მედია ამეკრძალა, „ქოცები“ მაინც გაიმარჯვებდნენ?

მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გია ნოდიას სტატუსს ეხმიანება, რომელიც საუბრობს რუსეთის გავლენებზე სომხეთში, მოლდოვასა და უნგრეთში და ეჭვი არ ეპარება, რომ 2012-ში რუსეთს გაუხარდა ივანიშვილის მოგება, მაგრამ, მისივე თქმით, „არც გადამწყვეტი და არც დიდად მნიშვნელოვანი ფაქტორი რუსეთი ამ არჩევნებში არ ყოფილა და ახლაც რუსეთი არაა მთავარი მიზეზი, რის გამოც ივანიშვილი კვლავ საქართველოს სულთანია“.

სააკაშვილი ამბობს, რომ გია ნოდიას მის ჯინაზე კოგნიტიური დისონანსი სჭირს.

„ამ ჭკვიან კაცს, ჩემს ჯინაზე კოგნიტიური დისონანსი სჭირს. როგორ ფიქრობთ, 2012-ში ივანიშვილი რომ დამეპატიმრებინა, როგორც ფაშინიანმა დააპატიმრა კარაპეტიანი და სანდუმ - პლოხოტნიუკი, ყველა ანგარიში რომ დამებლოკა, მათი მედია ამეკრძალა, „ქოცები“ მაინც გაიმარჯვებდნენ? ოღონდ მაშინდელ საერთაშორისო ვითარებაში მე დიქტატორად ვიქნებოდი გამოცხადებული“, - წერს სააკაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1781180205

საზოგადოება

ლევან ჟორჟოლიანი: შსს-მ დამატებით 42 ერთეული მაინერი ამოიღო სვანეთში, ამ მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს საპოლიციო ღონისძიებები და მოვუწოდებთ მოსახლეობას, მაქსიმალურად ეთანამშრომლონ შინაგან საქმეთა სამინისტროს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დამატებით, 42 ერთეული მაინერი ამოიღო სვანეთში. იცით, რომ ამ მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს საპოლიციო ღონისძიებები. ჩვენ, ასევე, მოვუწოდებთ მოსახლეობას, ეთანამშრომლოთ მ...

ლევან ჟორჟოლიანი

1781179237

საზოგადოება

ჯანდაცვის სამინისტრო: დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ კიდევ 222 ოჯახს საცხოვრებელ სახლს შეუსყიდის

დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ კიდევ 222 ოჯახს საცხოვრებელ სახლს შეუსყიდის, - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნული ოჯახების...

ჯანდაცვის სამინისტრო

1781178308

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: ყირგიზეთში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გაიმართება უმაღლესი დონის შეხვედრები, საუბარი შეეხება სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობას, ეს ვიზიტი იძლევა კარგ შესაძლებლობას, ვისაუბროთ საერთაშორისო არენაზე თანამშრომლობაზე

ყირგიზეთში ვიზიტის ფარგლებში გაიმართება უმაღლესი დონის შეხვედრები, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ყირგიზეთში განაცხადა, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ი...

მაკა ბოჭორიშვილი

1781177104

საზოგადოება

ვახტანგ ცინცაძე: საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაუმჯობესება კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობას

„საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი აპრილის პროგნოზთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესა. კერძოდ, ფონდის პროგნოზით, 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.5%-ით გაიზრდება,...

ვახტანგ ცინცაძე

1781175769

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ჰაიოს და ქართლოსის მონუმენტთან ადგილობრივ მოსახლეობას შევხვდით და მათთან ერთად ვისაუბრეთ იმ ღირებულებებსა და გამოწვევებზე, რომლებიც დღესაც აერთიანებს ჩვენს საზოგადოებას

წელს, როდესაც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს აღვნიშნავთ, კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ საქართველოს ისტორია, კულტურა და სახელმწიფოებრიობა საერთო ფესვებიდან იღებს სათავე...

შალვა პაპუაშვილ