მეუფე შიო: ივანე ჯავახიშვილმა თავისი თავმდაბალი, დაუღალავი და შეუპოვარი შრომით ცოდნას მისცა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა, მეცნიერებას კი, ეროვნული მისია

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 150 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

„გულითადად მოგესალმებით და მადლობას გიხდით ჩვენი მოწვევისთვის. ჩემთვის დიდი პატივია დღეს აქ, დედა უნივერსიტეტის კედლებში თქვენთან შეხვედრა.

ჩვენი ერის ისტორია გამოარჩევს ისეთ პიროვნებათა, ისეთ ერისკაცთა ღვაწლს, რომლებიც თავიანთი თავმდაბალი ცხოვრებითა და გარჯით ყოველდღიურად ამოწმებდნენ ჭეშმარიტ სიყვარულს უფლის, სამშობლოსა და მოყვასისადმი.

სწორედ ასეთი გამორჩეული პიროვნება გახლდათ დიდი ივანე ჯავახიშვილი, რომლის დაბადებიდან 150 წლისთავთან დაკავშირებითაც შევიკრიბეთ.

დღეს ჩვენ ვიხსენებთ არა უბრალოდ დიდ მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეს, არამედ ადამიანს, რომელმაც ჩვენს ერს, მის მომავალ თაობას გაუკვალა ცოდნისკენ მიმავალი გზა. ივანე ჯავახიშვილი არ არის მხოლოდ რიგითი სახელი ჩვენს სასიქადულო მამულიშვილთა შორის, ის არის ცოდნასა და საქმის სიყვარულზე დაფუძნებული ჭეშმარიტად თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრივი აზროვნების ხატება, თუ შეიძლება ასე ითქვას, რომელმაც თავისი თავმდაბალი, დაუღალავი და შეუპოვარი შრომით ცოდნას მისცა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა, მეცნიერებას კი, ეროვნული მისია.

განუზომელია მისი ღვაწლი ქართველი ერის ისტორიის შესწავლაში, ენის, სამართლის, კულტურის ცოდნაში. მან ქართული ისტორიოგრაფია ახალ სიმაღლეზე აიყვანა და ქართველობას აჩვენა თავისი რეალური სახე მთელი სიღრმითა და ღირსებით. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ივანე ჯავახიშვილმა ქართველ ერს გააცნო თავისი თავი. განცვიფრებას იწვევს მართლაც, მისი მოღვაწეობის, მისი გონების მასშტაბი!

„სიყვარულის გარეშე არ გაკეთდება არასოდეს დიდი საქმე. გულცივი, გულგრილი ადამიანი ვერ გააკეთებს ვერასოდეს დიდ საქმეს“, - ამბობდა იგი. ბუნებრივია, ასეთ დროს არ შეიძლება არ გაგახსენდეს მოციქულის სიტყვებიც, რომ სიყვარულის გარეშე ვერანაირი ცოდნა, ვერანაირ საიდუმლოთა ამოხსნის უნარი ვერ არგებს ადამიანს.

სწორედ ამ სიყვარულმა შეაძლებინა ივანე ჯავახიშვილს, თანამოაზრეებთან ერთად, დაეარსებინა კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი. 1918 წელს, როდესაც ქვეყანა ისტორიულ ქარტეხილში იმყოფებოდა, უნივერსიტეტის დაფუძნება იყო არა მხოლოდ ნაბიჯი განათლების განვითარების მიმართულებით, არამედ ეს იყო ეროვნული ნების მანიფესტი, თავისუფლების აქტი, ცოცხალი გამოხატულება იმისა, რომ ერი, რომელსაც სწამს, სწავლობს, შრომობს და ქმნის, არ უწერია გაქრობა და განადგურება.

მაშინ, როდესაც საქართველოს ეკლესიის ფუნქცია ფრიად შეზღუდული იყო, უნივერსიტეტმა იტვირთა ასევე ჩვენი სულიერი ღირებულებების გადარჩენის საქმეც. ამიტომაა, რომ უნივერსიტეტი იქცა საბოლოოდ ყველასთვის, ჩვენთვის, თავისუფლების, ცოდნის ზეიმის, მომავლის შენების, მსოფლმხედველობრივი აზროვნების ჩამოყალიბების სიმბოლოდ.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ დიდია ივანე ჯავახიშვილის დამსახურება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საქმეშიც. მან არაერთხელ მიიღო მხურვალე მონაწილეობა და თავისი ჩვეული პრინციპულობით, დიდი ცოდნით, თავმდაბლობით, პატრიოტიზმით დაუღალავად იყო ჩართული იმჟამინდელ პროცესებში.

და დღეს, როცა მისი დაბადებიდან 150 წლის საიუბილეო თარიღს აღვნიშნავთ, ივანე ჯავახიშვილის ფასდაუდებელი ღვაწლი, პიროვნული უბრალოება და თავგანწირვა, ერთი მხრივ, საოცარი სიამაყის განცდას გვანიჭებს, მეორე მხრივ კი, გვაკისრებს დიდ პასუხისმგებლობას, რომ არ დავკარგოთ და მოვუფრთხილდეთ იმას, რაც დიდმა მეცნიერმა გვიანდერძა და ვიყოთ ღირსეული გამგრძელებლები იმ გზის, რომელსაც მან საფუძველი ჩაუყარა.

„ყოველი განათლებული ეროვნებისათვის, რომელსაც თვითშემეცნება მოეპოვება, აუცილებლად საჭიროა იცოდეს თავისი წარსული საზოგადოებრივი ცხოვრების ისტორია“ - ამბობდა იგი, რადგან ერი ცოცხალია მაშინ, როცა იცის თავისი ისტორია და აწმყოში შრომით, ლოცვითა და სწავლით ქმნის თავის მომავალს“, - აღნიშნა მიტროპოლიტმა შიომ სიტყვით გამოსვლისას.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1777038648

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი დიდ ბრიტანეთში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ილია დარჩიაშვილს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, დიდ ბრიტანეთში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ილია დარჩიაშვილს შეხვდა. მიხეილ ყაველაშვილმა ქართველ დიპლომატს თანამდებობის დაკავებ...

მიხეილ ყაველაშვილი

1777037652

ახალი ამბები

რუსეთის სპეცსამსახურების მიერ გადაბირებული ჯაშუშების საქმეზე ბრალდებულებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა

რუსეთის სპეცსამსახურების მიერ გადაბირებული ჯაშუშების საქმეზე ბრალდებულებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. საქმეს საიდუმლო სტატუსი აქვს. მხარეებს გაუთქმელობაზე აქვთ ხელი მოწერილი....

პატიმრობა შეუფარდა

1777036194

საზოგადოება

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 24 აპრილის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6932 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6936 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...

სს

1777035797

ახალი ამბები

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ორი პირი დააკავა

საქართველოს პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ორი პირი დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, კახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა...

პროკურატურა

1777034462

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილმა ჩინური კომპანია Xiaomi-ის ჯგუფთან შეხვედრა გამართა

ჩინეთში ვიზიტით მყოფი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი კომპანია Xiaomi Corporation-ის საერთაშორისო სამთავრობო ურთიერთობების დირექტორს საიმონ დუს შეხვდა და ჩი...

მარიამ ქვრივიშვილ