მახაშვილი: მოლდოვისგან გასაკვირი არაფერია, ბოლო წლებში ვნახეთ, მოლდოვის პრეზიდენტმა როგორ მოასუფთავა მედიასივრცე და დატოვა მხოლოდ ის ერთი-ორი არხი, რომლებიც პირდაპირ სამთავრობო პროპაგანდაა
ეს არის გაგრძელება იმ ძალისხმევის, რასაც ჩვენ ვაკვირდებით ბოლო პერიოდის განმავლობაში, რომ მათთვის არასასურველი ხმები გააჩუმონ, - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.
დეპუტატი გამოეხმაურა ევროპარლამენტის მიერ ტელეკომპანია „იმედისთვის“ საქმიანობის 1 წლით აკრძალვას, ასევე, მოლდოვას მიერ სამი ქართული მაუწყებლისთვის - „იმედისთვის“ , „რუსთავი 2“-სა და „პოს ტივისთვის“ აკრედიტაციაზე უარის განმარტების გარეშე თქმას. დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების გამო, ზემოაღნიშნული სამი არხი ვერ გააშუქებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიას, სადაც საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელიც იქნება წარმოდგენილი.
ლევან მახაშვილის თქმით, იმისთვის, რომ თავისუფალი ხმა არ ისმოდეს, ცდილობენ, გამოიყენონ სავიზო ინსტრუმენტები, აკრედიტაციის ინსტრუმენტები და სხვადასხვა მეთოდი.
„მოლდოვისგან გასაკვირი არაფერია. ბოლო წლებში ჩვენ ვნახეთ, მოლდოვის პრეზიდენტმა როგორ მოასუფთავა მედიასივრცე და დატოვა მხოლოდ ის ერთი-ორი არხი, რომლებიც პირდაპირ არის სამთავრობო პროპაგანდა. ეს ჩვენთვის არ იყო მოულოდნელი, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, არის მიუღებელი მსგავსი ხისტი გადაწყვეტილებები, მით უმეტეს როდესაც საქმე ეხება ევროპის საბჭოს მსგავს მასშტაბურ ღონისძიებებს, სადაც საზოგადოების ინტერესი არის მაღალი და ყველა მედიას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ საკუთარ მაყურებლამდე მიიტანოს ეს ამბები“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.
1778762603
საზოგადოებაილია ინჯია საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის რეზოლუციაზე: მსგავსი ტიპის რეზოლუციები არ ემსახურება საქართველოს ეროვნულ ინტერესებსა და ქვეყნის სტაბილურობას, განსაკუთრებით მიუღებელია, რომ რეზოლუციის განხილვაში მონაწილეობდა სალომე ზურაბიშვილი
მსგავსი ტიპის რეზოლუციები არ ემსახურება საქართველოს ეროვნულ ინტერესებსა და ქვეყნის სტაბილურობას, განსაკუთრებით სამწუხარო და მიუღებელია, რომ აღნიშნული რეზოლუციის განხილვაში მონაწილეობდა სალომე ზურაბიშვ...
1778761768
საზოგადოებათორნიკე ჭეიშვილი: იტალიური მხარის მიერ შეიძლება დაყენებული იყოს, მათ შორის ევროკავშირის წინაშე, მთელი რიგი საკითხები, რომლებიც ჯერჯერობით იწვევს გარკვეულ გაუგებრობებს ევროკავშირთან მიმართებით, იყოს უფრო მეტად მკაფიოდ განმარტებული
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი, დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად ოფიციალური ვიზიტით რომში, იტალიის რესპუბლიკაში იმყოფება. თორნიკე ჭეიშვილის განც...
1778761355
ახალი ამბებისამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო
საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მსჯავრდებულ გრიგოლ ვარდოსანიძის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის გადაწ...
1778759447
საზოგადოებანიკოლოზ სამხარაძე: იტალიურმა მხარემ განაცხადა, რომ მხარს უჭერენ საქართველოს ევროინტეგრაციას და საქართველოსა და ევროკავშირს შორის გულწრფელი ღია დიალოგის გამართვას
იტალიურმა მხარემ განაცხადა, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს ევროინტეგრაციას, საქართველო მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია და შესაბამისად ისინი ყველანაირად მხარს უჭერენ და მომავალშიც დაუჭერენ...
1778758413
მსოფლიოკრემლი: ვლადიმერ პუტინი უახლოეს მომავალში ჩინეთში ჩავა
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უახლოეს მომავალში ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში ჩავა, - განაცხადა კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა. როგორც პესკოვმა ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა,...




























