17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, კათოლიკოს-პატრიარქი შიო III პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს
17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი შიო III პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში.
„17 მაისს საქართველოში ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი შიო III პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში.
წირვას დაესწრებიან საგანგებოდ მისი უწმინდესობის აღსაყდრებასთან დაკავშირებით ჩამოსული სხვადასხვა ადგილობრივი ეკლესიის დელეგაციები და სხვა სტუმრები, ასევე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელო და სამონაზვნო დასი.
პარალელურად, დილის 11:00 საათზე ქაშუეთის წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ტაძრიდან ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრამდე გაიმართება ტრადიციული მსვლელობა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სამრევლოები და მათი წინამძღვრები, აგრეთვე საკვირაო სკოლები, როგორც მცხეთა-თბილისის, ისე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სხვა ეპარქიებიდანაც. სამების ტაძარში ლოცვითი მსვლელობიდან მისულ მრევლს დალოცავს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.
იქიდან გამომდინარე, რომ 17 მაისი არის კვირა, სამრევლოების წინამძღვრებს ეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ წირვა დაიწყონ ჩვეულებრივზე ადრე, რათა მრევლმა შეძლოს მსვლელობაში მონაწილეობის მიღება“, - აღნიშნულია განცხადებაში.
1778747605
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: სადაც არიან ქართველი ხალხის მიმართ ზიზღით განწყობილი ადამიანები, ჩვენ იქ ვერ ვიქნებით. ჩვენ ვხედავთ, რომ საბჭოთა მოსკოვს პირდაპირ, ნაბიჯ-ნაბიჯ ანაცვლებს საკავშირო ბრიუსელი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბრიუსელში საქართველოსა და ქართული მედიისა წინააღმდეგ მიმდინარე პროცესები შეაფასა. მან ყურადღება გაამახვილა ამ კამპანიის ავანგარდში მდგარ ადამიანე...
1778746172
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ბრიუსელი უფრთხის მართალ სიტყვას. ძალიან აფრთხობთ სიმართლე, რომლის გამოც მათი პროპაგანდა არ მუშაობს. არის მცდელობა სხვადასხვა უცხოური ძალის, რომ საქართველოში დახურონ თავისუფალი მედია
ეს არის კონტექსტში დასანახი, რასაც ჩვენ ბოლო პერიოდში ვისმენთ და რა ნაბიჯებს ვხედავთ. ეს არის მცდელობა სხვადასხვა უცხოური ძალის, რომ საქართველოში დახურონ თავისუფალი მედია, - განაცხადა საქართველოს პარლ...
1778745610
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი მოლდოვის გადაწყვეტილებაზე აკრედიტაციების შესახებ: მოლდოვისგან ეს არ მიკვირს, იმიტომ რომ მოლდოვაში მედიის შეზღუდვა ფაქტია
მოლდოვისგან ეს არ მიკვირს, იმიტომ რომ მოლდოვაში მედიის შეზღუდვა ფაქტია. რამდენიმე ტელევიზია დახურა მოქმედმა პრეზიდენტმა სასამართლოს გადაწყვეტილებების გარეშე, - ასე გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილი მოლდოვი...
1778745381
საზოგადოებაპაპუაშვილი: უნდა მიხვდეთ, რა ფარისევლობა არის ევროპარლამენტში - საქართველოს პარლამენტს თავს ესხმოდნენ იმის გამო, რომ შეეცადა მედიის ელემენტარული წესები ყოფილიყო, რომელიც როგორც აღმოჩნდა, ათჯერ უფრო მსუბუქია, ვიდრე ევროპარლამენტში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ქართული თავისუფალი მედიის წინააღმდეგ ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას მედიასთან გამოეხმაურა. მისი თქმით, ახლა ცხადი გახდა, თურმე რა ყოფილა ევროპარლა...
1778743553
ახალი ამბებიტრაგედია გარდაბანში - დაღუპულია 7 ადამიანი
14 მაისს, გარდაბანში, სოფელ ბირლიკში ტრაგედია დატრიალდა. BMW-ს მარკის ავტომობილი, რომელიც დიდი სიჩქარით მოძრაობდა, ხეს შეასკდა, რის შედეგადაც 7 ადამიანი დაიღუპა. მერვე პირი მძიმე მდგომარეობით კლინიკაშ...



























