სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო
საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მსჯავრდებულ გრიგოლ ვარდოსანიძის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო.
გრიგოლ ვარდოსანიძეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია ერთი პირის სიცოცხლის მოსპობა.
გრიგოლ ვარდოსანიძე 2009 წელს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით იქნა დაკავებული და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონის თანახმად განახევრდა და საბოლოოდ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ასევე 2 წლის და 6 თვის ვადით ჩამოერთვა მართვის უფლება, მასვე საქართველოს სსსკ 41-ე და 42-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის განაჩენით უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 6 ივლისის განაჩენი.
საქმეზე ჩატარებული ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიებით დადგენილი და დაკითხული იქნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მათ შორის ჩატარდა შესაბამისი ექსპერტიზები, შესწავლილ იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები. ხელახალი გამოძიებისას მოპოვებული მტკიცებულებების ერთობლიობამ გამორიცხა გრიგოლ ვარდოსანიძის მიერ რაიმე სახის დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
ხელახალი გამოძიების პროცესში საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებითა და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევისას გრიგოლ ვარდოსანიძე არ მართავდა ავტომობილს და იგი შეჯახებისას იჯდა ავტომანქანის წინა მარჯვენა, მგზავრის სავარძელში. შესაბამისად მას არ ჩაუდენია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
აღნიშნულიდან გამომდინარე პროკურატურის მიერ გამოტანილია დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ. შესაბამისად, პროკურატურა მიმართავს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გრიგოლ ვარდოსანიძის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით.
ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
1778757929
ახალი ამბებიშიდა ქართლის პოლიციამ გორში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
შიდა ქართლის პოლიციამ გორში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა,...
1778756048
ახალი ამბებიპროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის" მიმართვის ფაქტებზე 50 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ,,კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის" მიმართვის ფაქტებზე 50 პირს ბრალდება წარუდგინა, - ინფორ...
1778753688
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი წითელი ჯვრის სა...
1778753051
საზოგადოებაზაზა შათირიშვილი: ფაქტია, რომ „დიფ სთეითის“ მორჩილი ევრობიუროკრატიის მართვის პრინციპები პირდაპირ წინააღმდეგობაშია თავისუფალ მედიასთან, რადგან მათი საქმიანობის არსი თავიდან ბოლომდე სიცრუეზეა დაფუძნებული
ფაქტია, რომ „დიფ სთეითის“ მორჩილი ევრობიუროკრატიის მართვის პრინციპები პირდაპირ წინააღმდეგობაშია თავისუფალ მედიასთან, რადგან მათი საქმიანობის არსი თავიდან ბოლომდე სიცრუეზეა დაფუძნებული, - ვკითხულობთ ფი...
1778750530
საზოგადოება17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, კათოლიკოს-პატრიარქი შიო III პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს
17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი შიო III პ...


























