ზაზა შათირიშვილი: ფაქტია, რომ „დიფ სთეითის“ მორჩილი ევრობიუროკრატიის მართვის პრინციპები პირდაპირ წინააღმდეგობაშია თავისუფალ მედიასთან, რადგან მათი საქმიანობის არსი თავიდან ბოლომდე სიცრუეზეა დაფუძნებული

ფაქტია, რომ „დიფ სთეითის“ მორჩილი ევრობიუროკრატიის მართვის პრინციპები პირდაპირ წინააღმდეგობაშია თავისუფალ მედიასთან, რადგან მათი საქმიანობის არსი თავიდან ბოლომდე სიცრუეზეა დაფუძნებული, - ვკითხულობთ ფილოსოფოს, ზაზა შათირიშვილის, მიერ გამოქვეყნებულ წერილში, რომლითაც ის ევროპარლამენტისა და მოლდოვის მიერ ქართული თავისუფალი მედიის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებას დემოკრატიაზე თავდასხმად აფასებს.

შათირიშვილის განცხადებით, თავისუფალი მედია სერიოზულ ხელისშემშლელ ფაქტორს წარმოადგენს „დიფ სთეითისთვის“.

მისივე თქმით, ოლიგარქიული ძალები ევროპის მოქალაქეებს უქმნიან ილუზიას, რომ თითქოს ისინი თავად ირჩევენ კონკრეტულ ხელისუფალს, მაგრამ რეალურად, მათ „დიფ სთეითი“ ნიშნავს.

„შესაბამისად, ბუნებრივია, რომ თავისუფალი მედია სერიოზული ხელის შემშლელი ფაქტორია იმ პოლიტიკური ლიდერებისა და აქტორებისთვის, რომლებიც ერთი მხრივ მასიურად ატყუებენ ამომრჩეველს, მეორე მხრივ კი თითქოსდა ხალხის მიერ არჩეულნი, რეალურად, არა საკუთარ სახელმწიფოებსა და მოსახლეობას, არამედ „დიფ სთეითის“ ინტერესებს ემსახურებიან.ფაქტია ისიც, რომ „დიფ სთეითს“ შექმნილი აქვს მთლიანად ტყუილსა და სიყალბეზე დაფუძნებული პოლიტიკური მმართველობის მძლავრი სისტემა, რომელიც პრაქტიკულად ყველა დონეზე, ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებით მუშაობს და ერთადერთ მიზანს - „დიფ სთეითის“ გეგმების სისრულეში მოყვანას ემსახურება. ამ საკითხზე ვრცლად და ამომწურავად უახლოეს მომავალში აუცილებლად ვისაუბრებთ. მანამდე კი აღვნიშნავთ, რომ ამ სისტემის ერთ-ერთი მთავარი ხერხემალი მედია, პროპაგანდის მძლავრი ინსტრუმენტი, რომლის აქტიური გამოყენებითაც არაფორმალური ოლიგარქიული ძალები ევროპის ქვეყნების მოქალაქეებს უქმნიან ილუზიას, თითქოს ისინი თავად ირჩევენ ხელისუფლებას, მაშინ, როდესაც კონკრეტულ პოლიტიკოსებს, ისევე, როგორც ევროპულ ბიუროკრატიას სწორედ „დიფ სთეითი“ ნიშნავს,“- ვკითხულობთ წერილში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1778747667

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო კომისიის დასკვნაზე: ამ კომისიამ შეძლო, რომ საჯარო განხილვით, ყველას მონაწილეობით და ყველას თანდასწრებით დღეს ყველამ დაზუსტებით ვიცით, რა არის ის ჯაჭვი, რომელსაც ფასწარმოქმნის ჯაჭვი ჰქვია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან განმარტა, რატომ იყო მნიშვნელოვანი სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დრ...

შალვა პაპუაშვილ

1778747605

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: სადაც არიან ქართველი ხალხის მიმართ ზიზღით განწყობილი ადამიანები, ჩვენ იქ ვერ ვიქნებით. ჩვენ ვხედავთ, რომ საბჭოთა მოსკოვს პირდაპირ, ნაბიჯ-ნაბიჯ ანაცვლებს საკავშირო ბრიუსელი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბრიუსელში საქართველოსა და ქართული მედიისა წინააღმდეგ მიმდინარე პროცესები შეაფასა. მან ყურადღება გაამახვილა ამ კამპანიის ავანგარდში მდგარ ადამიანე...

შალვა პაპუაშვილი

1778746172

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელი უფრთხის მართალ სიტყვას. ძალიან აფრთხობთ სიმართლე, რომლის გამოც მათი პროპაგანდა არ მუშაობს. არის მცდელობა სხვადასხვა უცხოური ძალის, რომ საქართველოში დახურონ თავისუფალი მედია

ეს არის კონტექსტში დასანახი, რასაც ჩვენ ბოლო პერიოდში ვისმენთ და რა ნაბიჯებს ვხედავთ. ეს არის მცდელობა სხვადასხვა უცხოური ძალის, რომ საქართველოში დახურონ თავისუფალი მედია, - განაცხადა საქართველოს პარლ...

შალვა პაპუაშვილი

1778745610

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი მოლდოვის გადაწყვეტილებაზე აკრედიტაციების შესახებ: მოლდოვისგან ეს არ მიკვირს, იმიტომ რომ მოლდოვაში მედიის შეზღუდვა ფაქტია

მოლდოვისგან ეს არ მიკვირს, იმიტომ რომ მოლდოვაში მედიის შეზღუდვა ფაქტია. რამდენიმე ტელევიზია დახურა მოქმედმა პრეზიდენტმა სასამართლოს გადაწყვეტილებების გარეშე, - ასე გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილი მოლდოვი...

შალვა პაპუაშვილი

1778745381

საზოგადოება

პაპუაშვილი: უნდა მიხვდეთ, რა ფარისევლობა არის ევროპარლამენტში - საქართველოს პარლამენტს თავს ესხმოდნენ იმის გამო, რომ შეეცადა მედიის ელემენტარული წესები ყოფილიყო, რომელიც როგორც აღმოჩნდა, ათჯერ უფრო მსუბუქია, ვიდრე ევროპარლამენტში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ქართული თავისუფალი მედიის წინააღმდეგ ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას მედიასთან გამოეხმაურა. მისი თქმით, ახლა ცხადი გახდა, თურმე რა ყოფილა ევროპარლა...

შალვა პაპუაშვილი