ნიკოლოზ სამხარაძე: იტალიურმა მხარემ განაცხადა, რომ მხარს უჭერენ საქართველოს ევროინტეგრაციას და საქართველოსა და ევროკავშირს შორის გულწრფელი ღია დიალოგის გამართვას
იტალიურმა მხარემ განაცხადა, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს ევროინტეგრაციას, საქართველო მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია და შესაბამისად ისინი ყველანაირად მხარს უჭერენ და მომავალშიც დაუჭერენ საქართველოსა და ევროკავშირს შორის გულწრფელი ღია დიალოგის გამართვას, - აღნიშნა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ იტალიაში ვიზიტისას.
სამხარაძემ ვიზიტის ფარგლებში ამ დრომდე გამართული შეხვედრები ნაყოფიერად შეაფასა და აღნიშნა, რომ კიდევ რამდენიმე შეხვედრა გაიმართება იტალიის პარლამენტში.
„დასრულდა ჩვენი შეხვედრები იტალიის სენატში იტალიის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარესთან და ასევე სენატში მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან. ამ შეხვედრებზე, საუბარი გვქონდა საქართველო-იტალიის ორმხრივი ურთიერთობების შესახებ, ასევე, საპარლამენტო განზომილების, მათ შორის ვიზიტების ურთიერთგაცვლის და საპარლამენტო თანამშრომლობის უფრო მეტად გაღრმავების შესახებ. რა თქმა უნდა, ჩვენი საუბრის ძირითადი საკითხი იყო უსაფრთხოების საკითხები, ჩვენს რეგიონში მიმდინარე მოვლენები, როგორც ოკუპაციის თემა, ასევე რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი და ირანის ირგვლივ განვითარებული მოვლენები, თუ რა გავლენას ახდენს ეს ყველაფერი ჩვენს რეგიონზე. ასევე, საუბარი იყო საქართველოს ძალიან მნიშვნელოვან როლზე ევროპისა და მათ შორის, იტალიისთვის ენერგეტიკის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში. ასევე, საუბარი გვქონდა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების პრობლემატიკაზე. ჩვენ ვთხოვეთ იტალიურ მხარეს, რომ უფრო აქტიურად ჩაერთოს ბრიუსელთან, იმისთვის, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის დიალოგი აღდგეს. იტალიურმა მხარემ განაცხადა, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს ევროინტეგრაციას. ასევე აღნიშნეს, რომ საქართველო მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია, შესაბამისად, ისინი ყველანაირად მხარს უჭერენ და მომავალშიც დაუჭერენ საქართველოსა და ევროკავშირს შორის გულწრფელი, ღია დიალოგის გამართვას სხვა კრიტიკულ საკითხებზეც და ორმხრივი ინტერესის საკითხებზეც. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს შეხვედრები საკმაოდ ნაყოფიერი იყო. ვიზიტი გრძელდება და ჩვენ კიდევ რამდენიმე შეხვედრა გვექნება იტალიის პარლამენტში“, - აღნიშნა სამხარაძემ.
1778753688
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი წითელი ჯვრის სა...
1778753051
საზოგადოებაზაზა შათირიშვილი: ფაქტია, რომ „დიფ სთეითის“ მორჩილი ევრობიუროკრატიის მართვის პრინციპები პირდაპირ წინააღმდეგობაშია თავისუფალ მედიასთან, რადგან მათი საქმიანობის არსი თავიდან ბოლომდე სიცრუეზეა დაფუძნებული
ფაქტია, რომ „დიფ სთეითის“ მორჩილი ევრობიუროკრატიის მართვის პრინციპები პირდაპირ წინააღმდეგობაშია თავისუფალ მედიასთან, რადგან მათი საქმიანობის არსი თავიდან ბოლომდე სიცრუეზეა დაფუძნებული, - ვკითხულობთ ფი...
1778750530
საზოგადოება17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, კათოლიკოს-პატრიარქი შიო III პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს
17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი შიო III პ...
1778749383
საზოგადოებასასაზღვრო პოლიციამ 5 პირი საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთის ბრალდებითა და ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთისა და ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალ...
1778748680
ახალი ამბებიჯანდაცვის სამინისტრო: ამ ეტაპზე რეფერენტული ფასი უკვე განსაზღვრულია 7 500-ზე მეტ მედიკამენტზე. ფასის ზედა ზღვარი, დამატებით, კიდევ 700-მდე მედიკამენტზეც დაწესდება
ჯანდაცვის მინისტრის - მიხეილ სარჯველაძის ხელმძღვანელობით, ჯანდაცვის სამინისტროს რეფერენტული ფასების საკითხებზე მომუშავე კომისიამ მორიგი შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მედიკამენტებზე მოქმედი ფასები, ბაზა...



























