მამა გიორგი ზვიადაძე: ქართულმა სახელმწიფომ, ხალხმა, ეკლესიამ პატრიარქის მიმართ პატივისცემის გამოხატვაში მსოფლიოს უდიდესი ღირსება აჩვენა, ყველა აღვსებულია მადლიერებით ჩვენი ერის მიმართ
„ქართველმა ხალხმა აჩვენა უდიდესი სიყვარული პატრიარქისადმი, ტიროდნენ ჯარისკაცები, პოლიციელები, ბავშვები, უბრალო ადამიანები, ყველა აღვსებულია მადლიერებით ჩვენი ხალხის, ერის მიმართ“, – ამის შესახებ საქართველოს ეკლესიის პროტოპრესვიტერმა, მამა გიორგი ზვიადაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მსვლელობა, რომელიც შედგა სამების საკათედრო ტაძრიდან სიონის საპატრიარქო ტაძრისკენ, მაჩვენებელია, რამდენად დიდი სიყვარული აქვთ ქართველებს პატრიარქის მიმართ.
„ეს შემთხვევითი არ არის. პატრიარქისადმი ქართველი ერის უდიდესი პატივისცემა ეფუძნება თავად პატრიარქის უდიდეს სიყვარულს ქართველი ერისადმი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართულმა სახელმწიფომ, ქართულმა ეკლესიამ აჩვენეს უდიდესი ღირსება მთელ მსოფლიოს. პატრიარქის მიმართ პატივისცემის გამოხატვაში მთელი ერია გამთლიანებული, რაც ძალიან დიდი ნუგეშითა და მადლიერებით გვავსებს მთელი ქართველი ერისადმი, ყველა იმ ადამიანისადმი, ვინც ასეთი მაღალი შეგნებით და კულტურით გამოხატავს პატრიარქის მიმართ მოწიწებას, მადლიერებას და სიყვარულს“, – განაცხადა გიორგი ზვიადაძემ.
მისი თქმით, ხვალ, 25 მარტს, 14:00 საათზე დაგეგმილია პარაკლისი.
„ეს უკავშირდება ავტოკეფალიის მოპოვების, ავტოკეფალიის აღდგენის დღე. 1917 წლის 12 მარტთს ძველი სტილით, ახალი სტილით 25 მარტს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ აღიდგინა ავტოკეფალია, დამოუკიდებლობა. ეს არის ისტორიული სინამდვილის, ისტორიული ჭეშმარიტების დადასტურება. ისეთი მაღალი ღირსებით გამორჩეულ ეკლესიას, რომელიც უძველესი დროიდან ავტოკეფალიური იყო და რომელიც საპატრიარქო ღირსების მქონე იყო, მისთვის ავტოკეფალიის წართმევა იყო მსოფლიო კრებების კანონების უკიდურესად მძიმე დარღვევა. ქართველი საზოგადოება, ქართველი ერი ამას არასოდეს შერიგებია. ჩვენი საზოგადოების მოწინავე ინტელიგენცია უშეღავათოდ იბრძოდა, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ავტოკეფალია დაჰბრუნებოდა. იღვწოდნენ ისინი ჩვენს სასულიერო პირებთან ერთად, მათ შორის წმინდა პატრიარქებთან ერთად. მართალია, ეკლესიამ აღიდგინა ავტოკეფალია, მაგრამ მსოფლიოს ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიები ამ ავტოკეფალიის აღდგენას არ ცნობდნენ, ამით დიდ სირთულეებს აწყდებოდა ეკლესია მისი მოღვაწეობისთვის“, – განაცხადა მამა გიორგი ზვიადაძემ.
მისი თქმით, საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ მისი აღსაყდრების დღიდან მიზნად დაისახა, აღდგენილიყო ისტორიული სამართლიანობა.
„თავისი ღრმა განსწავლულობით, კანონიკური სამართლის საფუძვლიანი ცოდნით, მან შეძლო, დაერწმუნებინა მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურები, რომ ვერ აღსრულდებოდა ისტორიული სამართლიანობა, თუკი საქართველოს ეკლესიას არ დაუბრუნდებოდა უკანონოდ წართმეული ავტოკეფალია და არ მოხდებოდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უძველესი ავტოკეფალიის ცნობა და აღიარება. ყველას მოგეხსენებათ, ამას წინ უძღოდა მრავალწლიანი შრომა. პატრიარქი იყო უკიდურესად თანმიმდევრული, უშეღავათო, როდესაც საკითხი ეხებოდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას. იყო შემოთავაზება მსოფლიოს საპატრიარქოს მხრიდან, რომ ახლად მიანიჭებდა ავტოკეფალიას, პატრიარქი იყო უაღრესად პრინციპული, უაღრესად თანმიმდევრული, უაღრესად მტკიცე თავის გადაწყვეტილებაში, რომ ეს დაუშვებელია, რადგან საქმე ეხება საქართველოს უძველესი მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას“, – განაცხადა მამა გიორგი ზვიადაძემ.
1774342661
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ქართველ ხალხს ევროპარლამენტის ჯგუფებთან არანაირი ღირებულებითი კავშირი არ აქვს, ღირებულებითი ერთობა ვნახეთ ამ დღეებში თბილისში, ქართველი ერის შიგნით
ქართველ ხალხს ევროპარლამენტის ჯგუფებთან არანაირი ღირებულებითი კავშირი არ აქვს. ღირებულებების თვალსაზრისით, სხვადასხვა სამყაროში ვართ. ღირებულებითი ერთობა ვნახეთ ამ დღეებში თბილისში, ქართველი ერის შიგნ...
1774342611
საზოგადოებადანიაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
დანიაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გამოკითხვების მიხედვით, მოქმედი პრემიერ-მინისტრის, მეტე ფრედერიქსენის „სოციალ-დემოკრატიულ“ პარტიას მეორე მსოფლიო ომის შემდ...
1774340915
საზოგადოებასასამართლომ ელენე ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
„დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია სასამართლომ დამნაშავედ ცნო და კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებისთვის 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლის განაჩენით, ხოშტარია პენიტენც...
1774340290
საზოგადოებაპაპუაშვილი: აშშ-სთან გვინდა სტრატეგიული პარტნიორობის ახალი სიმაღლიდან დაწყება - ჩვენ ჩვენი პოზიციები გვაქვს, რომელიც მნიშვნელოვანია ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე და ველით აშშ-ს ადმინისტრაციიდან შესაბამის ნაბიჯებს
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენლის ვიზიტი მედიასთან შეაფასა და აღნიშნა, რომ ამ მომენტამდე პარლა...
1774339749
ახალი ამბებიკახა კალაძე - კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებისა და დაკრძალვის დღეებში, მუსლიმმა მეგობრებმა კიდევ ერთხელ აჩვენეს უდიდესი თანადგომა, სიმტკიცე და ურთიერთპატივისცემის საუკეთესო მაგალითი
ჩვენო მუსლიმო მეგობრებო, მინდა, მოგვიანებით მოგილოცოთ რამადან ბაირამისა და ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულები, – ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს. როგორც კალაძე აღნიშნავს, მუსლიმმა თემმა კათ...


























