თენგიზ შარმანაშვილი: ადამიანი რომ დაიმონო, სახე უნდა დააკარგვინო, ერი რომ დაიმონო, საფუძვლები უნდა დააკარგვინო, რადგან შემდეგ არის მარტივი მისი დამორჩილება

ადამიანი რომ დაიმონო, სახე უნდა დააკარგვინო. ერი რომ დაიმონო, საფუძვლები უნდა დააკარგვინო, რადგან შემდეგ არის მარტივი მისი დამორჩილება. ეკლესიისა და ქვეყნის საწინააღმდეგო კამპანიებში მილიონები იხარჯებოდა, - ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი წუხს, დაკრძალვის ცერემონიაზე რატომ არ მიიწვიეს.

„სტიპენდიას სწორედ იმაში იღებს, რომ გამოსულიყო და ეთქვა, ეს პატრიარქი არ ვარგა, ახალი უნდა ავირჩიოთო. თქვა თუ არა? რაიმეს ვიგონებ და ვაბრალებ? მან თქვა, პროევროპელი პატრიარქი უნდა ავირჩიოთ, თორემ ეს კაცი ეკლესიას დაღუპავს, რადგან პრორუსიაო. პეტრე ცაავას უღირსი საქციელის მიუხედავად, რომელიც პატრიარქს წარმოუდგენელ სიგიჟეებს აბრალებდა, ქართველმა ხალხმა მოიწვია ეროვნული კრება და ქუჩაში ვიხილეთ.

ყველას პასუხი გაეცა, რომ უღირსი ცილისწამების არ სწამთ, ყველაფერს ცრემლით გასცეს პასუხი. ამ ყველაფერს კიდევ თუ ვერ ხედავენ, ქართველი ხალხი მძიმედ უპასუხებს. მათდამი უარყოფითი დამოკიდებულება საუკუნეებს შემორჩება და ამასაც ვერ ხვდებიან.

არ შეიძლება, ამ უდიდესი ადამიანის წინააღმდეგ ასე ისაუბრონ. იცით, უწმინდესი მამებს ეუბნებოდა, ვინც ჩემზე ცუდს ლაპარაკობს, მათი სია შემიდგინეთო. მამებმა თქვეს, გვეგონა, მათ წინააღმდეგ განცხადებას გააკეთებსო და უწმინდესმა გვიპასუხა, მათთვის უნდა ვილოცოო. ასეთ ადამიანს ლანძღავენ და ეწინაღმდეგებიან.

ზოგიერთ ტელევიზიაში ბოღმის მთხეველი ადამიანი წინა ხაზზე გამოუშვეს. გამოუშვან. ცდებიან, თუ ჰგონიათ, ქულებს მოიმატებენ, რადგან ამას ქართველი ხალხი უარყოფითად უპასუხებს“, - აღნიშნა შარმანაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1774342661

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ქართველ ხალხს ევროპარლამენტის ჯგუფებთან არანაირი ღირებულებითი კავშირი არ აქვს, ღირებულებითი ერთობა ვნახეთ ამ დღეებში თბილისში, ქართველი ერის შიგნით

ქართველ ხალხს ევროპარლამენტის ჯგუფებთან არანაირი ღირებულებითი კავშირი არ აქვს. ღირებულებების თვალსაზრისით, სხვადასხვა სამყაროში ვართ. ღირებულებითი ერთობა ვნახეთ ამ დღეებში თბილისში, ქართველი ერის შიგნ...

 შალვა პაპუაშვილი

1774342611

საზოგადოება

დანიაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

დანიაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გამოკითხვების მიხედვით, მოქმედი პრემიერ-მინისტრის, მეტე ფრედერიქსენის „სოციალ-დემოკრატიულ“ პარტიას მეორე მსოფლიო ომის შემდ...

დანიაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

1774340915

საზოგადოება

სასამართლომ ელენე ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

„დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია სასამართლომ დამნაშავედ ცნო და კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებისთვის 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლის განაჩენით, ხოშტარია პენიტენც...

ელენე ხოშტარია

1774340290

საზოგადოება

პაპუაშვილი: აშშ-სთან გვინდა სტრატეგიული პარტნიორობის ახალი სიმაღლიდან დაწყება - ჩვენ ჩვენი პოზიციები გვაქვს, რომელიც მნიშვნელოვანია ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე და ველით აშშ-ს ადმინისტრაციიდან შესაბამის ნაბიჯებს

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენლის ვიზიტი მედიასთან შეაფასა და აღნიშნა, რომ ამ მომენტამდე პარლა...

შალვა პაპუაშვილი

1774339749

ახალი ამბები

კახა კალაძე - კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებისა და დაკრძალვის დღეებში, მუსლიმმა მეგობრებმა კიდევ ერთხელ აჩვენეს უდიდესი თანადგომა, სიმტკიცე და ურთიერთპატივისცემის საუკეთესო მაგალითი

ჩვენო მუსლიმო მეგობრებო, მინდა, მოგვიანებით მოგილოცოთ რამადან ბაირამისა და ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულები, – ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს. როგორც კალაძე აღნიშნავს, მუსლიმმა თემმა კათ...

კახა კალაძე