პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 5 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 5 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკულ საშუალებას - „მეთადონს“, ,,ჰეროინს’’, ,,გამომშრალ მარიხუანა’’-ს ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლს’’, ,,მცენარე კანაფს’’ და ,,ნედლ მარიხუანას’’. გატარებული ღონისძიებების შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს. ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო ნივთები.
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა), 265-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა და მოყვანა) 260 კვარტა მუხლის პირველი ნაწილით, მეორე ნაწილის „ა“, ქვეპუნქტით, მეხუთე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით მეექვსე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
1774349336
საზოგადოებაპროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრების განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ თბილისში მომხდარი დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრების განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დად...
1774349227
ახალი ამბებიმაჭავარიანი მუსლიმ თემს: განსაკუთრებით გიხდით მადლობას თქვენს მიერ გამოხატული სითბოსა და სოლიდარობისთვის, კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო მწუხარების გაზიარებისთვის, მჯერა, სწორედ ეს ერთიანობა ქმნის უკეთეს მომავალს
„ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს ვულოცავ რამადან-ბაირამსა და ნოვრუზ ბაირამს. გისურვებთ ჯანმრთელობას, კეთილდღეობასა და მშვიდობას“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირ...
1774347519
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი: ადამიანი რომ დაიმონო, სახე უნდა დააკარგვინო, ერი რომ დაიმონო, საფუძვლები უნდა დააკარგვინო, რადგან შემდეგ არის მარტივი მისი დამორჩილება
ადამიანი რომ დაიმონო, სახე უნდა დააკარგვინო. ერი რომ დაიმონო, საფუძვლები უნდა დააკარგვინო, რადგან შემდეგ არის მარტივი მისი დამორჩილება. ეკლესიისა და ქვეყნის საწინააღმდეგო კამპანიებში მილიონები იხარჯებ...
1774346097
ახალი ამბებიმამა გიორგი ზვიადაძე: ქართულმა სახელმწიფომ, ხალხმა, ეკლესიამ პატრიარქის მიმართ პატივისცემის გამოხატვაში მსოფლიოს უდიდესი ღირსება აჩვენა, ყველა აღვსებულია მადლიერებით ჩვენი ერის მიმართ
„ქართველმა ხალხმა აჩვენა უდიდესი სიყვარული პატრიარქისადმი, ტიროდნენ ჯარისკაცები, პოლიციელები, ბავშვები, უბრალო ადამიანები, ყველა აღვსებულია მადლიერებით ჩვენი ხალხის, ერის მიმართ“, – ამის შესახებ საქარ...
1774343575
საზოგადოებაჯაბა ხუბუა: ურსულა ფონ დერ ლაიენის პოლიტიკური შვილები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერ შვილებს ვერ უკარნახებენ, როგორ უნდა იცხოვროს და რა გზით იაროს საქართველომ
სამგლოვიარო დღეებმა შესაძლებელი გახადა, თითქმის ზუსტად გამოვითვალოთ თანაფარდობა საქართველოში სამშობლოიანთა და უსამშობლოთა შორის, - წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა X-ზე. ხუბუა 2024 წლის საყოველთაო აღწერის მ...



























