მამუკა მდინარაძე: ოცნებობენ ბომბების წვიმაზე, წლების განმავლობაში ვხედავთ ამ წამოცდენებს, ეს უბრალოდ გახმოვანდა
„ოცნებობენ ბომბების წვიმაზე, წლების განმავლობაში ვხედავთ ამ წამოცდენებს, ეს უბრალოდ ახლა გახმოვანდა ამ ადამიანის მხრიდან“, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარების მინისტრმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძეს კითხვა დაუსვეს გიორგი ახობაძის ფეისბუკ პოსტთან დაკავშირებით, სადაც ახობაძე წერს: „მე მგონი უბრალოდ ხელი უნდა შევუწყოთ, რომ საწვავი ათრიონ აფხაზეთისკენ. ასე ჯობია. მერე უბრალოდ დავჯდეთ და ჩვენს ნავთობტერმინალებზე რომ უკრაინული ჩიტები მოფრინდებიან, იმათ შევძახოთ ღიმილით და ჩქარი ტაშით“.
კითხვის საპასუხოდ მდინარაძემ აღნიშნა, რომ ეს ადამიანები ბომბების წვიმაზე ოცნებობენ.
„ერთადერთის თქმა შემიძლია, ოცნებობენ ბომბების წვიმაზე, წამოცდებოდათ ხოლმე, იმავეს ახლა ალაპარაკებენ ყველაზე „გამბედავს“. მათ ენაზე რომ ვთქვათ, ვის ინტერესებსაც საბოლოო ჯამში შედეგობრივად ატარებენ. „ნავოდკის“ მიცემას ეძახიან ამას სამხედროები, სამიზნეებს ურჩევენ და ეს სამიზნეები არის ქართული და ამაზე ოცნებობენ. ჩვენ წლების განმავლობაში ამ ოცნების წამოცდენებს ვხედავთ ხოლმე, ბომბების წვიმა, ომის დაწყება და ასე შემდეგ. ეს უბრალოდ გახმოვანდა ახლა ამ ადამიანის მხრიდან“, – განაცხადა მდინარაძემ.
1787144614
ახალი ამბებიმარტვილში არალეგალურ ფრინველთა სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერდა
სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, არაგეგმურად შეამოწმეს ინდივიდუალური მეწარმე მ. თ. რომელსაც მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფ. ხუნწში ფრინველთა არალეგალური...
1787143570
ახალი ამბებითამარ იოსელიანი: ჩვენი ამოცანაა, მზარდი ტვირთნაკადები ქვეყნისთვის გრძელვადიან ეკონომიკურ შესაძლებლობად ვაქციოთ, რისთვისაც თანმიმდევრულად ვზრდით, როგორც საქართველოს სატრანსპორტო სისტემის გამტარუნარიანობას, ასევე ეფექტიანობას და კონკურენტუნარიანობას
„2026 წლის პირველი შვიდი თვის მონაცემებით, საქართველოში სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით ბოლო ათწლეულის რეკორდული მაჩვენებლები გვაქვს და ზრდა გვიფიქსირდება როგორც ნავსადგურებში, ასევე რკინიგზასა და...
1787143496
მსოფლიოცნობების ფონზე, რომ ირანი ევროპაში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე დარტყმებს განიხილავს, ნატო პირობას დებს, რომ „ყველა მოკავშირეს დაიცვას“
ნატო მზადაა ნებისმიერ საფრთხეზე რეაგირებისთვის და ყოველთვის ყველაფერს გააკეთებს, რათა მოკავშირეები დაიცვას. ამის შესახებ CNN-ს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წარმომადგენელმა განუცხადა. კერძოდ, მან კომენტა...
1787142712
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი: წერილები ეჭვს ბადებს, რომ აბსოლუტურად შეუსაბამოა იმ რეალობასთან, რაც შექმნილია, ვინმემ ან შეცდომაში შეიყვანა ირაკლი ღარიბაშვილი, ან რეალობის შეგრძნება დაკარგა
წერილები - გინდა ერთი, გინდა მეორე, ეჭვს ბადებს, რომ აბსოლუტურად შეუსაბამოა იმ რეალობასთან, რაც შექმნილია. ვინმემ ან შეცდომაში შეიყვანა [ღარიბაშვილი], ან რეალობის შეგრძნება დაკარგა, - ასე გამოეხმაურა...
1787141834
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: ფერისცვალებას ვულოცავ მთელ საქართველოს, ყველა მართლმადიდებელს
„ვულოცავ მთელ საქართველოს, ყველა მართლმადიდებელს, ქრისტიანს და ვუსურვებ ხანგრძლივ ბედნიერ ცხოვრებას“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარების მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს ბახ...































