ლიზა გეგეჭკორი ოპოზიციის აქტივისტის გიორგი ახობაძის განცხადებაზე: ნავთობტერმინალზე დარტყმა ნიშნავს ეკონომიკურ კოლაფსს და ადამიანების მსხვერპლს - ეს არის რადიკალური ოპოზიციის რეალური სახე
„რა ჰქვია ამას, თუ არა ღია, დაუფარავი და პირდაპირი სახელმწიფო ღალატი?! ეს აღარ არის არც პოლიტიკური დაპირისპირება, არც რადიკალიზმი და არც გამოხატვის თავისუფლება. ეს არის საკუთარი სამშობლოს, ეკონომიკის და, რაც მთავარია, რიგითი მოქალაქეების სიცოცხლის პირდაპირი მტრობა“, - წერს ჟურნალისტი ლიზა გეგეჭკორი ოპოზიციის აქტივისტის გიორგი ახობაძის განცხადების შესახებ, რომელმაც აღნიშნა: „ქართული ნავთობტერმინალები სამხედრო სამიზნეებია უკრაინისთვის. ჩვენს ნავთობტერმინალებზე უკრაინული ჩიტები რომ მოფრინდებიან, შევძახოთ ღიმილით და ჩქარი ტაშით -„იბაწ“.
გეგეჭკორის თქმით, „მათთვის ქვეყანა მხოლოდ მაშინ არის ფასეული, თუ თავად სხედან ხელისუფლებაში; წინააღმდეგ შემთხვევაში, მზად არიან, საკუთარი ხელით გაანადგურონ ყველაფერი და მტერსაც კი დაუდგნენ გულშემატკივრად, ოღონდ საკუთარი სახელმწიფო დააზიანონ“.
„რა ჰქვია ამას, თუ არა ღია, დაუფარავი და პირდაპირი სახელმწიფო ღალატი?! უბრალოდ წაიკითხეთ და გაიაზრეთ, რას ითხოვს და რას ნატრობს ეს ე.წ. „ოპოზიციის აქტივისტი“ გიორგი ახობაძე. ადამიანი სრული სერიოზულობით მოუწოდებს საზოგადოებას, რომ როდესაც უცხო ქვეყნის დრონები თუ რაკეტები საქართველოს სტრატეგიულ ინფრასტრუქტურას, კერძოდ კი ჩვენს ნავთობტერმინალებს დაარტყამენ და გაანადგურებენ, ამას ღიმილითა და ტაშით უნდა შევხვდეთ! ეს აღარ არის არც პოლიტიკური დაპირისპირება, არც რადიკალიზმი და არც გამოხატვის თავისუფლება. ეს არის საკუთარი სამშობლოს, ეკონომიკის და რაც მთავარია, რიგითი მოქალაქეების სიცოცხლის პირდაპირი მტრობა. ნავთობტერმინალზე დარტყმა ნიშნავს უმძიმეს ეკოლოგიურ კატასტროფას, განადგურებულ სახელმწიფო ქონებას, ეკონომიკურ კოლაფსს და ადამიანების მსხვერპლს. და ამ ფონზე, ეს უსამშობლო არსებები თურმე ტაშის დაკვრას და საზეიმო შეძახილებს აპირებენ. აი, ეს არის რადიკალური ოპოზიციის რეალური, შეულამაზებელი სახე. ეს არის კლასიკური მეხუთე კოლონა, რომლისთვისაც საქართველოს ომის ცეცხლში გახვევა და ნანგრევებად ქცევა არა ტრაგედია, არამედ სანატრელი მიზანია. მათთვის ქვეყანა მხოლოდ მაშინ არის ფასეული, თუ თავად სხედან ხელისუფლებაში; წინააღმდეგ შემთხვევაში, მზად არიან, საკუთარი ხელით გაანადგურონ ყველაფერი და მტერსაც კი დაუდგნენ გულშემატკივრად, ოღონდ საკუთარი სახელმწიფო დააზიანონ“, - წერს ლიზა გეგეჭკორი.
1787143496
მსოფლიოცნობების ფონზე, რომ ირანი ევროპაში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე დარტყმებს განიხილავს, ნატო პირობას დებს, რომ „ყველა მოკავშირეს დაიცვას“
ნატო მზადაა ნებისმიერ საფრთხეზე რეაგირებისთვის და ყოველთვის ყველაფერს გააკეთებს, რათა მოკავშირეები დაიცვას. ამის შესახებ CNN-ს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წარმომადგენელმა განუცხადა. კერძოდ, მან კომენტა...
1787142712
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი: წერილები ეჭვს ბადებს, რომ აბსოლუტურად შეუსაბამოა იმ რეალობასთან, რაც შექმნილია, ვინმემ ან შეცდომაში შეიყვანა ირაკლი ღარიბაშვილი, ან რეალობის შეგრძნება დაკარგა
წერილები - გინდა ერთი, გინდა მეორე, ეჭვს ბადებს, რომ აბსოლუტურად შეუსაბამოა იმ რეალობასთან, რაც შექმნილია. ვინმემ ან შეცდომაში შეიყვანა [ღარიბაშვილი], ან რეალობის შეგრძნება დაკარგა, - ასე გამოეხმაურა...
1787141834
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: ფერისცვალებას ვულოცავ მთელ საქართველოს, ყველა მართლმადიდებელს
„ვულოცავ მთელ საქართველოს, ყველა მართლმადიდებელს, ქრისტიანს და ვუსურვებ ხანგრძლივ ბედნიერ ცხოვრებას“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარების მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს ბახ...
1787141725
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: მინდა, გავაფრთხილო ის ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, პრობლემების შექმნის ხარჯზე მეტი მატერიალური სარგებელი მიიღონ, დროზე და ხარისხიანად დაასრულონ რეგიონებში დაწყებული პროექტები
„მინდა, გავაფრთხილო ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, უხარისხობის, დაგვიანების და პრობლემების შექმნის ხარჯზე მეტი მატერიალური სარგებელი მიიღონ, ჩვენი ჰუმანურობით ნუ ისარგებლებენ, დროზე და ხარისხიანად დაა...
1787138671
ახალი ამბებიპატრიარქი: უფალმა მოგვცა რწმენა, როგორც ჯილდო და ეს ჯილდო ჩვენი დამსახურებებისთვის, ან რაიმე შრომისთვის არ მოუცია, არამედ მოგვცა იმიტომ, რომ ჩვენში დაინახა ფერისცვალების შესაძლებლობა
„უფალმა მოგვცა რწმენა, როგორც ჯილდო და ეს ჯილდო ჩვენი დამსახურებებისთვის, ან რაიმე შრომისთვის არ მოუცია, არამედ მოგვცა იმიტომ, რომ ჩვენში დაინახა ფერისცვალების შესაძლებლობა“, - განაცხადა პატრიარქმა ში...































