სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება მსჯავრდებულ ნანა სანდერისთვის სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციას

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება მსჯავრდებულ ნანა სანდერისთვის სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციას.

„მსჯავრდებული ნანა სანდერი სასჯელს იხდის N5 ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში, რომელიც ნახევრად ღია და დახურული ტიპის პენიტენციური დაწესებულებაა. მისთვის განსაზღვრული საშიშროების მომეტებული რისკის შესაბამისად, ის განთავსებულია დაწესებულების დახურულ ნაწილში.

პენიტენციური კოდექსის თანახმად, დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულის სატელეფონო საუბრის ლიმიტი ერთი თვის განმავლობაში შეადგენს 75 წუთს.

მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა აგვისტოს თვეში მისთვის განსაზღვრული სატელეფონო ლიმიტი სრულად ამოწურა.

რაც შეეხება კვებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, მსჯავრდებულმა დაწესებულებაში განთავსებისას განაცხადა, რომ იყო ვეგანი, შესაბამისად, დაწესებულებაში განთავსების დღიდან (2025 წლის 08 ოქტომბრიდან) ის უზრუნველყოფილია ვეგანური კვებით.

დამატებით აღვნიშნავთ, რომ ნანა სანდერს 2025 ოქტომბრის თვიდან აქვს საკუთარი საბანკო ბარათი, რომლითაც შეუფერხებლად სარგებლობს დაწესებულების ტერიტორიაზე მდებარე მაღაზიაში, სადაც ყიდულობს მისთვის სასურველ როგორც ვეგანურ, ასევე არავეგანურ (რძის პროდუქტები) საკვებს. აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ინახება N5 პენიტენციურ დაწესებულებაში“, - აღნიშნულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1787144818

ახალი ამბები

ლიზა გეგეჭკორი ოპოზიციის აქტივისტის გიორგი ახობაძის განცხადებაზე: ნავთობტერმინალზე დარტყმა ნიშნავს ეკონომიკურ კოლაფსს და ადამიანების მსხვერპლს - ეს არის რადიკალური ოპოზიციის რეალური სახე

„რა ჰქვია ამას, თუ არა ღია, დაუფარავი და პირდაპირი სახელმწიფო ღალატი?! ეს აღარ არის არც პოლიტიკური დაპირისპირება, არც რადიკალიზმი და არც გამოხატვის თავისუფლება. ეს არის საკუთარი სამშობლოს, ეკონომიკის...

ლიზა გეგეჭკორი

1787144614

ახალი ამბები

მარტვილში არალეგალურ ფრინველთა სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, არაგეგმურად შეამოწმეს ინდივიდუალური მეწარმე მ. თ. რომელსაც მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფ. ხუნწში ფრინველთა არალეგალური...

 არალეგალურ ფრინველთა სასაკლაო

1787143570

ახალი ამბები

თამარ იოსელიანი: ჩვენი ამოცანაა, მზარდი ტვირთნაკადები ქვეყნისთვის გრძელვადიან ეკონომიკურ შესაძლებლობად ვაქციოთ, რისთვისაც თანმიმდევრულად ვზრდით, როგორც საქართველოს სატრანსპორტო სისტემის გამტარუნარიანობას, ასევე ეფექტიანობას და კონკურენტუნარიანობას

„2026 წლის პირველი შვიდი თვის მონაცემებით, საქართველოში სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით ბოლო ათწლეულის რეკორდული მაჩვენებლები გვაქვს და ზრდა გვიფიქსირდება როგორც ნავსადგურებში, ასევე რკინიგზასა და...

თამარ იოსელიანი

1787143496

მსოფლიო

ცნობების ფონზე, რომ ირანი ევროპაში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე დარტყმებს განიხილავს, ნატო პირობას დებს, რომ „ყველა მოკავშირეს დაიცვას“

ნატო მზადაა ნებისმიერ საფრთხეზე რეაგირებისთვის და ყოველთვის ყველაფერს გააკეთებს, რათა მოკავშირეები დაიცვას. ამის შესახებ CNN-ს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წარმომადგენელმა განუცხადა. კერძოდ, მან კომენტა...

ირანი ევროპაში

1787142712

ახალი ამბები

გიორგი ვოლსკი: წერილები ეჭვს ბადებს, რომ აბსოლუტურად შეუსაბამოა იმ რეალობასთან, რაც შექმნილია, ვინმემ ან შეცდომაში შეიყვანა ირაკლი ღარიბაშვილი, ან რეალობის შეგრძნება დაკარგა

წერილები - გინდა ერთი, გინდა მეორე, ეჭვს ბადებს, რომ აბსოლუტურად შეუსაბამოა იმ რეალობასთან, რაც შექმნილია. ვინმემ ან შეცდომაში შეიყვანა [ღარიბაშვილი], ან რეალობის შეგრძნება დაკარგა, - ასე გამოეხმაურა...

გიორგი ვოლსკი