შსს: გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ბოლო 24 საათში ლარსის გავლით, საქართველოს საზღვარი რუსეთის 20 000-მა მოქალაქემ გადმოკვეთა, სიმართლეს არ შეესაბამება

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ  გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ბოლო 24 საათში, საბაჟო გამშვებ პუნქტ ლარსის გავლით, საქართველოს საზღვარი რუსეთის 20 000-მა მოქალაქემ გადმოკვეთა სიმართლეს არ შეესაბამება.

„სხვადასხვა მედია საშუალებასა და სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქოს ბოლო 24 საათში, საბაჟო გამშვებ პუნქტ ლარსის გავლით, საქართველოს საზღვარი რუსეთის 20 000-მა მოქალაქემ გადმოკვეთა.

საზოგადოების ინფორმირების მიზნით გვსურს განვმარტოთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და ცალკეული დაინტერესებული პირების მხრიდან მიზანმიმართულად დეზინფორმაციის გავრცელებას ემსახურება. განვმარტავთ, რომ ბოლო 24 საათის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, საბაჟო გამშვებ პუნქტ ლარსის გავლით, სხვადასხვა ქვეყნის 7880-მა მოქალაქემ გადმოკვეთა.

ასევე, ანალოგიურ პერიოდში, ამავე გამშვები პუნქტით ქვეყანა დატოვა სხვადასხვა ქვეყნის 8406-მა მოქალაქემ. მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ პირს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, ასევე,სხვადასხვა მონაცემის არასწორი ინტერპრეტაციითა და დამახინჯებული ფორმით გავრცელებისგან“, - ნათქვამია განცხადებაში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1787144614

ახალი ამბები

მარტვილში არალეგალურ ფრინველთა სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, არაგეგმურად შეამოწმეს ინდივიდუალური მეწარმე მ. თ. რომელსაც მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფ. ხუნწში ფრინველთა არალეგალური...

 არალეგალურ ფრინველთა სასაკლაო

1787143570

ახალი ამბები

თამარ იოსელიანი: ჩვენი ამოცანაა, მზარდი ტვირთნაკადები ქვეყნისთვის გრძელვადიან ეკონომიკურ შესაძლებლობად ვაქციოთ, რისთვისაც თანმიმდევრულად ვზრდით, როგორც საქართველოს სატრანსპორტო სისტემის გამტარუნარიანობას, ასევე ეფექტიანობას და კონკურენტუნარიანობას

„2026 წლის პირველი შვიდი თვის მონაცემებით, საქართველოში სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით ბოლო ათწლეულის რეკორდული მაჩვენებლები გვაქვს და ზრდა გვიფიქსირდება როგორც ნავსადგურებში, ასევე რკინიგზასა და...

თამარ იოსელიანი

1787143496

მსოფლიო

ცნობების ფონზე, რომ ირანი ევროპაში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე დარტყმებს განიხილავს, ნატო პირობას დებს, რომ „ყველა მოკავშირეს დაიცვას“

ნატო მზადაა ნებისმიერ საფრთხეზე რეაგირებისთვის და ყოველთვის ყველაფერს გააკეთებს, რათა მოკავშირეები დაიცვას. ამის შესახებ CNN-ს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წარმომადგენელმა განუცხადა. კერძოდ, მან კომენტა...

ირანი ევროპაში

1787142712

ახალი ამბები

გიორგი ვოლსკი: წერილები ეჭვს ბადებს, რომ აბსოლუტურად შეუსაბამოა იმ რეალობასთან, რაც შექმნილია, ვინმემ ან შეცდომაში შეიყვანა ირაკლი ღარიბაშვილი, ან რეალობის შეგრძნება დაკარგა

წერილები - გინდა ერთი, გინდა მეორე, ეჭვს ბადებს, რომ აბსოლუტურად შეუსაბამოა იმ რეალობასთან, რაც შექმნილია. ვინმემ ან შეცდომაში შეიყვანა [ღარიბაშვილი], ან რეალობის შეგრძნება დაკარგა, - ასე გამოეხმაურა...

გიორგი ვოლსკი

1787141834

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: ფერისცვალებას ვულოცავ მთელ საქართველოს, ყველა მართლმადიდებელს

„ვულოცავ მთელ საქართველოს, ყველა მართლმადიდებელს, ქრისტიანს და ვუსურვებ ხანგრძლივ ბედნიერ ცხოვრებას“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარების მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს ბახ...

მამუკა მდინარაძე