თამარ იოსელიანი: ჩვენი ამოცანაა, მზარდი ტვირთნაკადები ქვეყნისთვის გრძელვადიან ეკონომიკურ შესაძლებლობად ვაქციოთ, რისთვისაც თანმიმდევრულად ვზრდით, როგორც საქართველოს სატრანსპორტო სისტემის გამტარუნარიანობას, ასევე ეფექტიანობას და კონკურენტუნარიანობას
„2026 წლის პირველი შვიდი თვის მონაცემებით, საქართველოში სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით ბოლო ათწლეულის რეკორდული მაჩვენებლები გვაქვს და ზრდა გვიფიქსირდება როგორც ნავსადგურებში, ასევე რკინიგზასა და ავიაციაში“, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, ზრდა სისტემურია და მოიცავს ყველა ძირითად მიმართულებას.
„მაგალითისათვის მოვიშველიებ ნავსადგურებს, სადაც გაზრდილია ყველა ძირითადი სახეობის ტვირთის გადამუშავება. ასევე ხაზი უნდა გაესვას რკინიგზაზე არსებულ ზრდას, სადაც გადაზიდვების ყველა რეჟიმში გაზრდილია ტვირთები, როგორც ტრანზიტში, იმპორტში, ექსპორტსა და ადგილობრივ გადაზიდვებში.
სწორედ ასეთი თანმიმდევრული და ზოგადად მრავალმხრივი ზრდა აჩვენებს იმას, რომ ეს შედეგი ერთჯერადი არ არის და იმ ცვლილებებს და რეფორმებს ეფუძნება, რომელიც ზოგადად სატრანსპორტო სექტორში განხორციელდა, ასევე ინფრასტრუქტურაში განხორციელებულ ინვესტიციებს, ზოგადად ეფექტიან მართვას და ქვეყნის თანმიმდევრულ სატრანსპორტო პოლიტიკას“, - აცხადებს თამარ იოსელიანი.
თამარ იოსელიანის თქმით, სისტემური მუშაობა აქტიურად გრძელდება იმისთვის, რომ მზარდი სატრანზიტო ნაკადები ქვეყნის მდგრად განვითარებას მოემსახუროს.
„ჩვენი ამოცანაა შევინარჩუნოთ აღნიშნული დინამიკა და მზარდი ტვირთნაკადები ქვეყნისთვის გრძელვადიან ეკონომიკურ შესაძლებლობად ვაქციოთ, რისთვისაც თანმიმდევრულად ვზრდით როგორც საქართველოს სატრანსპორტო სისტემის გამტარუნარიანობას, ასევე ეფექტიანობას და ზოგადად კონკურენტუნარიანობას“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.
1787142712
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი: წერილები ეჭვს ბადებს, რომ აბსოლუტურად შეუსაბამოა იმ რეალობასთან, რაც შექმნილია, ვინმემ ან შეცდომაში შეიყვანა ირაკლი ღარიბაშვილი, ან რეალობის შეგრძნება დაკარგა
წერილები - გინდა ერთი, გინდა მეორე, ეჭვს ბადებს, რომ აბსოლუტურად შეუსაბამოა იმ რეალობასთან, რაც შექმნილია. ვინმემ ან შეცდომაში შეიყვანა [ღარიბაშვილი], ან რეალობის შეგრძნება დაკარგა, - ასე გამოეხმაურა...
1787141834
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: ფერისცვალებას ვულოცავ მთელ საქართველოს, ყველა მართლმადიდებელს
„ვულოცავ მთელ საქართველოს, ყველა მართლმადიდებელს, ქრისტიანს და ვუსურვებ ხანგრძლივ ბედნიერ ცხოვრებას“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარების მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს ბახ...
1787141725
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: მინდა, გავაფრთხილო ის ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, პრობლემების შექმნის ხარჯზე მეტი მატერიალური სარგებელი მიიღონ, დროზე და ხარისხიანად დაასრულონ რეგიონებში დაწყებული პროექტები
„მინდა, გავაფრთხილო ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, უხარისხობის, დაგვიანების და პრობლემების შექმნის ხარჯზე მეტი მატერიალური სარგებელი მიიღონ, ჩვენი ჰუმანურობით ნუ ისარგებლებენ, დროზე და ხარისხიანად დაა...
1787138671
ახალი ამბებიპატრიარქი: უფალმა მოგვცა რწმენა, როგორც ჯილდო და ეს ჯილდო ჩვენი დამსახურებებისთვის, ან რაიმე შრომისთვის არ მოუცია, არამედ მოგვცა იმიტომ, რომ ჩვენში დაინახა ფერისცვალების შესაძლებლობა
„უფალმა მოგვცა რწმენა, როგორც ჯილდო და ეს ჯილდო ჩვენი დამსახურებებისთვის, ან რაიმე შრომისთვის არ მოუცია, არამედ მოგვცა იმიტომ, რომ ჩვენში დაინახა ფერისცვალების შესაძლებლობა“, - განაცხადა პატრიარქმა ში...
1787138432
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ერთხელ და სამუდამოდ სამართლებრივად უნდა შეფასდეს და მათი ბოგინი ოპოზიციურ ველზე დასრულდეს
„საზოგადოება ბნელ ძალთა დაპირისპირების კიდევ ერთ სერიას ხედავს“, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ ოპოზიციურ ალიანსში მიმდინარე პროცესების შეფასებისას....































