შალვა პაპუაშვილი: ილიას უნივერსიტეტის ზოგიერთი წარმომადგენლის ადგილას ძალიან დავფიქრდებოდი, როდესაც მათი მთავარი გამომქომაგებელი არის მიხეილ სააკაშვილი
რაც შეეხება ილიას უნივერსიტეტის ზოგიერთ წარმომადგენელს, მათ ადგილას ძალიან დავფიქრდებოდი. როდესაც მათი მთავარი გამომქომაგებელი არის მიხეილ სააკაშვილი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარეს განათლების რეფორმის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე ჰკითხეს.
„რაც შეეხება ილიას უნივერსიტეტის ზოგიერთ წარმომადგენელს, მათ ადგილას ძალიან დავფიქრდებოდი. როდესაც მათი მთავარი გამომქომაგებელი არის მიხეილ სააკაშვილი, ძალიან დავფიქრდებოდი რასთან გვაქვს საქმე, თუ იქ ვინმე არის გულწრფელი. თუ მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრები არიან, გასაგებია რასთანაც გვაქვს საქმე. რაც შეეხება გუშინ გაცხადებულ საკითხებს. რა არის ამაში ახალი?! ჯერ კიდევ შარშან გამოქვეყნდა კონცეფცია, რომელზეც სამთავრობო კომისია მუშაობდა, რომელშიც 7 გამოწვევა დასახელდა უმაღლესი განათლების წინაშე. არ არსებობს არცერთი ადამიანი, არცერთ უნივერსიტეტსა და სასწავლებელში, საექსპერტო წრეში, რომელმაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, რომ არ არსებობს ეს 7 პრობლემა, მათ შორის არის განათლების ხარისხი, ინსტიტუციური მოწყობა და ა.შ. ჩვენ პრობლემური უმაღლესი განათლების სისტემა გვაქვს, ეს უნდა გავაცნობიეროთ. არის მცდელობა ისე წარმოაჩინონ, თითქოს ყველაფერი კარგადაა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
1770971814
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: გიორგი გახარია გახლავთ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული პირი. შავი იუმორის სფერო არის, რომ ბრალდებული პირი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე უნდა აღმოჩნდეს
გიორგი გახარია გახლავთ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული პირი, რომელსაც აქვს შეფარდებული პატიმრობა და არის ძებნაში. რა თქმა უნდა სამარცხვინოა, როდესაც ის შეიძლება გამოჩნდეს ტერიტორიაზე, სადაც სხვად...
1770970599
ახალი ამბები2026 წლის იანვარში ექსპორტი 19%-ით გაიზარდა - ეკონომიკის სამინისტრო
2026 წლის იანვარში ექსპორტი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 19%-ით გაიზარდა და 480.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. რაც შეეხება იმპორტს,...
1770969929
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი ჰელსინკის კომისიის ბრიფინგზე: ისეთი სხდომა იყო, რომელსაც ჯო უილსონიც კი არ დაესწრო, არა თუ სხვა კონგრესმენები - მგონი, გასაგებია, რასთან გვქონდა საქმე
ისეთი სხდომა იყო, რომელსაც ჯო უილსონიც კი არ დაესწრო, არა თუ სხვა კონგრესმენები. ჯო უილსონიც რომ დაესწრება, მგონი, გასაგებია, რასთან გვქონდა საქმე. ვნახეთ, რომ ოლესია ვართანიანი, ბახტი ნიშანოვი ერთმან...
1770968210
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: პრემიერ-მინისტრმა მოკლე ვიდეოთი წერტილი დაუსვა იმ ე.წ. პროევროპული ძალების სპეკულაციას, რომელსაც მიგრაციასთან დაკავშირებით ფაშისტური კონოტაციით აწარმოებდნენ საქართველოში
პრემიერ-მინისტრმა მოკლე ვიდეოთი წერტილი დაუსვა იმ ე.წ. პროევროპული ძალების სპეკულაციას, რომელსაც მიგრაციასთან დაკავშირებით ფაშისტური კონოტაციით აწარმოებდნენ საქართველოში, - განაცხადა საქართველოს პარლა...
1770967627
ახალი ამბებისაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობას მიიღებს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში
2026 წლის 13-15 თებერვალს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობას მიიღებს მიუნხენის უსაფრთხოების რიგით 62-ე კონფერენციაში. კონფერენციის ფარგლებში, საგარეო უწყების ხელმძღვან...


























