შალვა პაპუაშვილი: პრემიერ-მინისტრმა მოკლე ვიდეოთი წერტილი დაუსვა იმ ე.წ. პროევროპული ძალების სპეკულაციას, რომელსაც მიგრაციასთან დაკავშირებით ფაშისტური კონოტაციით აწარმოებდნენ საქართველოში
პრემიერ-მინისტრმა მოკლე ვიდეოთი წერტილი დაუსვა იმ ე.წ. პროევროპული ძალების სპეკულაციას, რომელსაც მიგრაციასთან დაკავშირებით ფაშისტური კონოტაციით აწარმოებდნენ საქართველოში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილს ჰკითხეს პრემიერის განმარტებაზე, რომ პირველი მარტიდან საქართველოში უცხოელების შრომითი საქმიანობა მნიშვნელოვნად შეიზღუდება.
„პრემიერ-მინისტრმა მოკლე ვიდეოთი წერტილი დაუსვა იმ ე.წ. პროევროპული ძალების სპეკულაციას, რომელსაც მიგრაციასთან დაკავშირებით ფაშისტური კონოტაციით აწარმოებდნენ საქართველოში. მათ შორის ის პარტიები, რომლებიც არიან „ალდეს“ და სხვა ისეთი ევროპული გაერთიანების წევრები, ვგულისხმობ „ლელოს“ და სხვებს, რომლებსაც გარდა იმისა, რომ ტერორისტი ჰყოლიათ საკუთარ გუნდში, მათ შორის ფაშისტური საქმიანობით არიან დაკავებულები და ისეთი ტერმინებით ჟონგლიორობენ, როგორიც არის „არაბიზაცია“ და ა.შ., რაც თავისი არსით არის უკვე ძალიან კითხვის ნიშნის ქვეშ მყოფი, ღირებულებით რასთან გვაქვს საქმე. მარტივი სტატისტიკაა, რამაც ყველაფერს ფარდა ახადა. საქართველოში 3 მლნ 900 ათასია ბოლო მონაცემებით [საქართველოს] მოსახლეობა, საიდანაც დაახლოებით 250 ათასია უცხოელი, ანუ 6.5%. ამ 250 ათასიდან 220 ათასი არის ან უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე ქართველი, ან უცხოელები პოსტსაბჭოთა სივრციდან, აშშ-იდან, ისრაელიდან. რაც შეეხება იმ წილს, რომელზეც სამარცხვინოდ აპელირებდნენ ე.წ. პროევროპული ძალები როცა მიგრაციაზე საუბრობენ, იქნება ეს ირანი, თურქეთი და სამეზობლო ქვეყნები, სულ არის 0.7% მთლიანად საქართველოს მოსახლეობაში. ამით კიდევ ერთხელ წერტილი დაესვა სპეკულაციებს და ფარდა აეხადა იმას, რომ ე.წ. პროევროპული ძალები საქართველოში ცდილობენ მსგავსი სპეკულაციებით დააზიანონ ჩვენი ქვეყანა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
1770967627
ახალი ამბებისაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობას მიიღებს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში
2026 წლის 13-15 თებერვალს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობას მიიღებს მიუნხენის უსაფრთხოების რიგით 62-ე კონფერენციაში. კონფერენციის ფარგლებში, საგარეო უწყების ხელმძღვან...
1770966910
ახალი ამბებიცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეა...
1770965728
ახალი ამბებისამართალდამცველებმა შვილების მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედებისა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით იორდანიის მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახში ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდები...
1770965027
ახალი ამბებიპრემიერი: ჩვენმა ხელისუფლებამ შეიტანა კონსტიტუციაში შესწორება, რომლითაც უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება აკრძალა, ეროვნული და რელიგიური იდენტობის დაცვა ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიგრაციის საკითხთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში არალეგალი მიგრანტების გაძევების, ასევე ამ პრობლემის მოგვარების მნიშვნელობაზე საუბრობს. მისი თქმით, მიუხედავა...
1770964180
ახალი ამბებიპრემიერი: შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა გასული ერთი წლის განმავლობაში იმაზე მეტი არალეგალი მიგრანტი გააძევა, ვიდრე ჯამურად გასული ათი წლის განმავლობაში
„მიუხედავად იმისა, რომ საქმე ისე არაა, როგორც ამას ზოგიერთი პოლიტიკოსი ამტკიცებს, მიგრაციის მიმართულებით ბევრი რამაა დასახვეწი და გასაუმჯობესებელი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...




























