მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მულტისექტორული ჩინური კორპორაციის, Greenland Group-ის პრეზიდენტსა და თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მულტისექტორული ჩინური კორპორაციის, Greenland Group-ის პრეზიდენტსა და თავმჯდომარეს ჭანგ იულიანგს შეხვდა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრაზე მხარეებმა ჩინეთში ქართული პროდუქციის ექსპორტის გაზრდის შესაძლებლობები განიხილეს. განსაკუთრებით ყურადღება გამახვილდა ქართული ღვინის, მინერალური წყლების, თხილისა და სამრეწველო პროდუქციის ექსპორტის ზრდაზე.

აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა ხელს უწყობს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას და თანამშრომლობის ახალი მიმართულებების განვითარებას.

ხაზი გაესვა, რომ საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი საგარეო სავაჭრო ბაზრებისა და საექსპორტო პროდუქციის დივერსიფიკაციაა, ამ მიმართულებით კი განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ჩინეთის ბაზარს და იქ ქართული პროდუქციის ექსპორტისა და ცნობადობის ზრდას.

შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა საქართველოს ხელსაყრელ გეოგრაფიულ მდებარეობაზე, სატრანზიტო და ლოგისტიკურ პოტენციალზე, რაც ქვეყანას ევროპასა და აზიას შორის მნიშვნელოვან რეგიონულ სავაჭრო და სატრანსპორტო ჰაბად აყალიბებს.

შეხვედრაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, ინვესტიციების სააგენტოს თავმჯდომარე მიხეილ ხიდურელი და საქართველოს სავაჭრო - სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია მონაწილეობდნენ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793783852

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი ყირგიზეთის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, სადირ ჟაპაროვს შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა აღნიშნეს საქართველოსა და ყირგიზეთს შორი...

შალვა პაპუაშვილი ყირგიზეთის პრეზიდენტს შეხვდა

1793782003

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი: თუ ევროკავშირი არ იქნება ჩვენთვის მიმზიდველი და არ გვექნება გადაკვეთის წერტილები, მაშინ ჩვენ ასეთ კავშირში არაფერი გვესაქმება, იმიტომ რომ მას ვერ გავაკეთილშობილებთ, მაგრამ საკუთარ თავს დავკარგავთ

„ჩვენ გვაქვს იმის მოთმინების უნარი, დავაკვირდეთ საით მიექანება ბრიუსელი და ევროკავშირი,“ - განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას და გაფართოების შესახებ ევროკავშ...

დავით ქართველიშვილი

1793780477

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი საკანონმდებლო დონეზე, რაც სჭირდებოდა ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას, ჩვენი ქვეყნის ინსტიტუტების სიძლიერეს და საბოლოო ჯამში - მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში

ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ქვეყნის სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველსაყოფად ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტების როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, საქართვე...

მაკა ბოჭორიშვილი

1793778364

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირს მივაწოდეთ ყველა ინფორმაცია, რაც სჭირდებოდათ ანგარიშის მოსამზადებლად, თუმცა უცნობია როგორ იქნება ეს ინფორმაცია გამოყენებული თავად ანგარიშში

ევროკომისია დღეს „2026 წლის გაფართოების პაკეტს“ წარადგენს, რომელიც კანდიდატი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს შესახებ ანგარიშს მოიცავს. პაკეტში შეფასებულია თითოეული კანდიდატი ქვეყნის მიერ ევროკავშირის...

მაკა ბოჭორიშვილ

1793777805

ახალი ამბები

ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია სოციალურ ქსელებში ამერიკის არჩევნების შედეგებს ზეიმობს და თან „ღრმა ანალიტიკით“ გვიხსნის - ირანში შეჭრამ იმოქმედა შედეგებზეო

გვახსოვს, ჯო უილსონის და თქვენი აღფრთოვანებული პოსტები და ტაში, როცა ამერიკულმა ავიაციამ ირანის დაბომბვა დაიწყო. ამტკიცებდით, რომ ირანში დემოკრატიის სიომ დაუბერა, - წერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის...

ცოტნე ანანიძე