ირაკლი ხელაძე 4 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენების გამო დაკავებულების შესახებ: ქართული სახელმწიფო მზად არის, რომ მონანიების და აღიარების შემთხვევაში ამ ადამიანებთან გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ხელაძემ, 4 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენების ორგანიზატორების, მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძის საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლების საკითხზე ისაუბრა.

ირაკლი ხელაძე აცხადებს, რომ ყველა ვინც დანაშაულს აღიარებს და მოინანიებს, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება.

„ჩვენ იმთავითვე, როდესაც ამ ადამიანებმა და ამ ჯგუფმა დაიწყო მოწოდებები სახელმწიფოს დამხობისკენ, მაშინვე ვაცხადებდით, რომ ეს იყო დანაშაულებრივი მოწოდება. შემდეგ უკვე ვიხილეთ 4 ოქტომბრის დანაშაულებრივი ფაქტი, რასაც მოჰყვა სამართლებრივი რეაგირება.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ქმედება თავის შინაარსით საკმაოდ მძიმეა, ქართულ საზოგადოებას არაერთხელ აქვს ნანახი ის მოვლენები, რის მოწყობასაც ეს ადამიანები აპირებდნენ, ისიც კარგად იცის, რამ შეიძლება გამოეწვია ამ ყველაფერს არეულობის თვალსაზრისით.

აი, ამ ყველაფრის მიუხედავად, დღეს „ქართული ოცნება“, ქართული სახელმწიფო მზად არის, რომ მონანიების და აღიარების შემთხვევაში ამ ადამიანებთან გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება. ეს აჩვენებს იმას, რომ ჩვენი თვითმიზანი არავის პატიმრობა არ არის. ანუ თუ იქნება სინანული, იქნება შემხვედრი ნაბიჯი. ასე რომ, ყველას მოვუწოდებთ, რომ გააანალიზონ ის ჩადენილი დანაშაულები და გააფორმონ საპროცესო შეთანხმება“, - აღნიშნა ირაკლი ხელაძემ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793784056

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: შუა აზიის მიმართულებით საქართველოს პოლიტიკური სწრაფვა მზარდია, ეს ეხება როგორც შუა დერეფნის მნიშვნელოვან პროექტს, ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე, კულტურულ, სოციალურ კავშირებს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დავით მათიკაშვილის განცხადებით, შუა აზიის მიმართულებით საქართველოს პოლიტიკური სწრაფვა მზარდია. „შუა აზიის მიმართულებით საქართველოს პოლიტიკური სწ...

 დავით მათიკაშვილი

1793783852

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი ყირგიზეთის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, სადირ ჟაპაროვს შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა აღნიშნეს საქართველოსა და ყირგიზეთს შორი...

შალვა პაპუაშვილი ყირგიზეთის პრეზიდენტს შეხვდა

1793782003

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი: თუ ევროკავშირი არ იქნება ჩვენთვის მიმზიდველი და არ გვექნება გადაკვეთის წერტილები, მაშინ ჩვენ ასეთ კავშირში არაფერი გვესაქმება, იმიტომ რომ მას ვერ გავაკეთილშობილებთ, მაგრამ საკუთარ თავს დავკარგავთ

„ჩვენ გვაქვს იმის მოთმინების უნარი, დავაკვირდეთ საით მიექანება ბრიუსელი და ევროკავშირი,“ - განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას და გაფართოების შესახებ ევროკავშ...

დავით ქართველიშვილი

1793780477

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი საკანონმდებლო დონეზე, რაც სჭირდებოდა ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას, ჩვენი ქვეყნის ინსტიტუტების სიძლიერეს და საბოლოო ჯამში - მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში

ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ქვეყნის სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველსაყოფად ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტების როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, საქართვე...

მაკა ბოჭორიშვილი

1793778364

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირს მივაწოდეთ ყველა ინფორმაცია, რაც სჭირდებოდათ ანგარიშის მოსამზადებლად, თუმცა უცნობია როგორ იქნება ეს ინფორმაცია გამოყენებული თავად ანგარიშში

ევროკომისია დღეს „2026 წლის გაფართოების პაკეტს“ წარადგენს, რომელიც კანდიდატი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს შესახებ ანგარიშს მოიცავს. პაკეტში შეფასებულია თითოეული კანდიდატი ქვეყნის მიერ ევროკავშირის...

მაკა ბოჭორიშვილ