ლევან მახაშვილი: საქართველო როგორც აქამდე აგრძელებდა, ახლაც აგრძელებს სვლას ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით, ოღონდ, საკუთარი სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების დაცვით
„ვინმემ თუ გააჩერა ევროკავშირთან ურთიერთობა, ეს იყო 27 ივნისს ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირის საელჩომ არაერთხელ დაადასტურა ოფიციალურ განცხადებაში“, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო როგორც აქამდე აგრძელებდა, ახლაც აგრძელებს სვლას ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით, ოღონდ, საკუთარი სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების დაცვით.
„ბრიუსელმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს როლიც იკისრა. ამ სახის შეფასებების ერთადერთი ლეგიტიმური წყარო შეიძლება, იყოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო. ჩვენი პასუხი მკაფიოა, ვინმემ თუ გააჩერა ევროკავშირთან ურთიერთობა, ეს იყო 27 ივნისს ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირის საელჩომ არაერთხელ დაადასტურა ოფიციალურ განცხადებაში. ამიტომ, ყველაფერი ნათელია, ვინ რა შეაჩერა. საქართველო როგორც აქამდე აგრძელებდა, ახლაც აგრძელებს სვლას ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით, ოღონდ, საკუთარი სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების დაცვით. რაც შეეხება სასამართლო რეფორმას, „ვეტინგი“ რასაც ნიშნავს, ეს არის უცხოელების მიერ ახალი მოსამართლეების შერჩევა და არსებულიმოსამართლეების გადარჩევა მათი უმრავლესობით, უცხოელების უმრავლესობით. ეს არის სწორედ „ვეტინგი“, რაც საღ აზრს მოწყვეტილია, რომ არაფერი ვთქვათ, სუვერენიტეტსა და შიდა საქმეებში ჩარევაზე. ჩვენ მოწადინებული ვიქნებით, სასამართლო მაქსიმალურად ეფექტიანი იყოს, გაჯანსაღებული და ემსახურებოდეს საქართველოს მოქალაქეების საუკეთესო ინტერესებს. იმის იქით, ისეთი უხეში ჩარევა, რომ მათ შეარჩიონ, აირჩიონ და გააძევონ მოსამართლეები, ეს ის წითელი ხაზია, რის გათვალისწინებასაც ამ ფორმით არ ვაპირებთ“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
1793784056
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: შუა აზიის მიმართულებით საქართველოს პოლიტიკური სწრაფვა მზარდია, ეს ეხება როგორც შუა დერეფნის მნიშვნელოვან პროექტს, ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე, კულტურულ, სოციალურ კავშირებს
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დავით მათიკაშვილის განცხადებით, შუა აზიის მიმართულებით საქართველოს პოლიტიკური სწრაფვა მზარდია. „შუა აზიის მიმართულებით საქართველოს პოლიტიკური სწ...
1793783852
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი ყირგიზეთის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, სადირ ჟაპაროვს შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა აღნიშნეს საქართველოსა და ყირგიზეთს შორი...
1793782003
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი: თუ ევროკავშირი არ იქნება ჩვენთვის მიმზიდველი და არ გვექნება გადაკვეთის წერტილები, მაშინ ჩვენ ასეთ კავშირში არაფერი გვესაქმება, იმიტომ რომ მას ვერ გავაკეთილშობილებთ, მაგრამ საკუთარ თავს დავკარგავთ
„ჩვენ გვაქვს იმის მოთმინების უნარი, დავაკვირდეთ საით მიექანება ბრიუსელი და ევროკავშირი,“ - განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას და გაფართოების შესახებ ევროკავშ...
1793780477
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი საკანონმდებლო დონეზე, რაც სჭირდებოდა ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას, ჩვენი ქვეყნის ინსტიტუტების სიძლიერეს და საბოლოო ჯამში - მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში
ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ქვეყნის სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველსაყოფად ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტების როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, საქართვე...
1793778364
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირს მივაწოდეთ ყველა ინფორმაცია, რაც სჭირდებოდათ ანგარიშის მოსამზადებლად, თუმცა უცნობია როგორ იქნება ეს ინფორმაცია გამოყენებული თავად ანგარიშში
ევროკომისია დღეს „2026 წლის გაფართოების პაკეტს“ წარადგენს, რომელიც კანდიდატი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს შესახებ ანგარიშს მოიცავს. პაკეტში შეფასებულია თითოეული კანდიდატი ქვეყნის მიერ ევროკავშირის...































