ირაკლი კობახიძე: გერმანიაში რთული მდგომარეობაა ეკონომიკური კუთხით, გასული სამი წლის განმავლობაში მთლიანობაში დაფიქსირდა რეცესია, ეს ყველაფერი აისახება მოსახლეობის განწყობაზე
გერმანიაში რთული მდგომარეობაა ეკონომიკური კუთხით, გასული სამი წლის განმავლობაში მთლიანობაში დაფიქსირდა რეცესია, ეს ყველაფერი აისახება მოსახლეობის განწყობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, გერმანიის მთავრობას არ აქვს რესურსი სწორად მართოს პროცესები.
„გერმანიაში საკმაოდ რთული მდგომარეობაა ეკონომიკური კუთხით. გასული სამი წლის განმავლობაში მთლიანობაში დაფიქსირდა რეცესია, ანუ ეკონომიკის შემცირება. ეს ყველაფერი ბუნებრივია აისახება მოსახლეობის განწყობაზე.
ყველა ხედავს, რომ მთავრობას არ აქვს რესურსი სწორად მართოს პროცესები, მათ არ აქვთ საკმარისი სუვერენიტეტიც ამისათვის. ეს ყველაფერი აისახება ბუნებრივია ამომრჩევლის განწყობაზე და შესაბამისად არჩევნების შედეგებზე. ამის გამოხატულებაა ის, რომ ოპოზიციურმა პარტიამ მოიპოვა გამარჯვება ერთ-ერთ ფედერაციულ სუბიექტში, საქსენ-ანჰალტის მიწაზე.
დანარჩენზე დასკვნები თავად უნდა გამოიტანონ, ჩვენ ვერ ჩავერევით გერმანელი ხალხის არჩევანში, ზედმეტ კომენტარებსაც მოვერიდებით ამასთან დაკავშირებით. უბრალოდ ხაზი უნდა გაესვას იმ ტენდენციებს, რომლებიც ფიქსირდება გერმანიაში და რისი გამოხატულებაც არის ოპოზიციის ასეთი დამაჯერებელი გამარჯვება“, - განაცხადა პრემიერმა.
1788767707
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: ჩვენ მზად ვართ, პარტნიორ ქვეყნებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და კერძო სექტორთან ერთად ვიმუშაოთ, რათა შუა დერეფანი იყოს ერთი, უწყვეტი, ეფექტიანი და საიმედო მარშრუტი
„საპორტო სექტორის მაჩვენებლები პიკურ ზღვარს აღწევს, თუმცა სანავსადგურე პროცესების ოპტიმიზაციისა და მართვის მოდელების გაუმჯობესების ფონზე, ნავსადგურები გაზრდილ ტვირთნაკადებს ეფექტურად უმკლავდებიან“, -...
1788766894
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: შავ ზღვაზე პირდაპირი წვდომა საქართველოს შუა დერეფნის ერთ-ერთ საკვანძო რგოლად აქცევს და ზღვაზე გასასვლელის არმქონე 8 ქვეყანას გლობალურ ბაზრებთან დაკავშირების შესაძლებლობას აძლევს
„ჩვენთვის შავი ზღვა შუა დერეფნის დასასრული არ არის - ის მისი ბუნებრივი გაგრძელებაა“,- განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, რომელმაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახ...
1788765955
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ქართველი მეზღვაურები და საზღვაო დარგის პროფესიონალები საქართველოს მნიშვნელოვანი რესურსია და მათთვის თანამედროვე განათლებისა და მაღალი პროფესიული სტანდარტების უზრუნველყოფა ჩვენი პრიორიტეტია
ჩვენი მიზანია, შუა დერეფანი გახდეს უფრო სწრაფი, საიმედო და პროგნოზირებადი. ამისთვის მნიშვნელოვანია კოორდინირებული მოქმედება და შავი ზღვის დაკავშირებადობის შემდგომი გაძლიერება, - ამის შესახებ საქართველ...
1788765658
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ჩვენი 10-წლიანი გეგმა ითვალისწინებს რკინიგზის გამტარუნარიანობის გაორმაგებასა და ტვირთის გადაზიდვის დროის განახევრებას, ნავსადგურების გამტარუნარიანობის გაორმაგებას და საერთაშორისო აეროპორტების გამტარუნარიანობის გასამმაგებას
საზღვაო ფორუმის ჩატარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება გლობალური ეკონომიკის ახალი გამოწვევების ფონზე, როდესაც მარშრუტების დივერსიფიკაციის, მიწოდების ჯაჭვების მდგრადობისა და ევროპასა და აზიას შორ...
1788764360
ახალი ამბებისამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებ...































