მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა, რომ დახლებზე ნაკლებად არის წარმოდგენილი ქართული ადგილობრივი პროდუქცია
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ფასების შემცირებასთან დაკავშირებით დაწყებული პროცესის ფარგლებში გამოიკვეთა ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაც, რომ დახლებზე ნაკლებად არის წარმოდგენილი ქართული ადგილობრივი პროდუქცია.
„ეს არის ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი - ერთი მხრივ, ჩვენი ამოცანაა იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება, მეორე მხრივ, ადგილობრივი წარმოების კიდევ უფრო მეტად ხელშეწყობა, რომ დავეხმაროთ ადგილობრივ მეწარმეებს და არსებული ბარიერები ერთობლივი ძალისხმევით, კონსტრუქციული დიალოგის საფუძველზე დავძლიოთ, მოვძებნოთ სწორი ბალანსი და გამოსავალი, რომელიც საინტერესო და მომგებიანი იქნება კერძო სექტორისთვის, ამავდროულად, ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებას - საბოლოო ჯამში, უნდა მივიღოთ ის შედეგები, სადაც ჩვენი მოსახლეობის ინტერესები იქნება გათვალისწინებული“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ეკონომიკის მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ქვეყანაში არსებულ თავისუფალ საინვესტიციო და ბიზნესგარემოს. მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, 2012 წლიდან დღემდე არ არსებობს არც ერთი ფაქტი, როდესაც თუნდაც ერთი კომპანია იტყვის, რომ მასზე რაიმე ზეწოლა ხორციელდებოდა.
„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ყველაზე მეტი კავშირი აქვს კერძო სექტორთან, ბიზნესის წარმომადგენლებთან და ჩვენი მთავარი ამოცანაა, მაქსიმალურად გვერდში დავუდგეთ, ხელი შევუწყოთ ბიზნესს იმისთვის, რომ მათთან ერთად ყოველწლიურად გავზარდოთ ქვეყნის ეკონომიკა“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
1771221433
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი დღეს სლოვაკეთში ჩავა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სამუშაო ვიზიტით დღეს სლოვაკეთს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილი შეხვედრას გამართავს სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრთან იურაი ბლანართან, რი...
1771221356
საზოგადოებაანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა ოლიმპიადაზე თავისუფალ პროგრამას დღეს შეასრულებენ
ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში მოკლე პროგრამის შემდეგ მეორე ადგილზე არიან. ქართულმა წყვილმა მოკლე პროგრამა მაღალ დონეზე წარადგინა და მსაჯებისგან 75.46 ქულ...
1771218907
ახალი ამბებილუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას სპორტულმა წყვილმა ინდივიდუალურ ასპარეზობაში მოკლე პროგრამაში 75,46 ქულა მოაგროვა
მილანსა და კორტინაში ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშები მიმდინარეობს. მილანში ფიგურულ მოციგურავეთა - ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას სპორტულმა წყვილმა იასპარეზა. მოკლე პროგრამაში მათ მსაჯებისგან 7...
1771218666
საზოგადოებაროგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
16 თებერვალს ქუთაისში მოღრუბლულ ამინდს ელოდებიან, დღისით +25 და ღამით +17 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექს არც ოზურგეთში ელოდებიან, დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსი იქნება. ბათუმში დღ...
1771188985
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: განსაკუთრებული ძალისხმევა დაიხარჯა ევროპელ პარტნიორებთან იმ მიმართულებით, რომ საქართველო გარიყულიყო როგორც ევროპული, ისე ამერიკული დღის წესრიგიდან
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა „იმედის კვირისთვის“ მიცემულ ინტერვიუში საქართველო-აშშ-ს ურთიერთობებზე, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის დინამიკასა და მიმდინარე გამოწვე...





























