მარიამ ქვრივიშვილი: ეკონომიკის ზრდის კუთხით საქართველო ლიდერია როგორც ევროპის, ისე რეგიონის ქვეყნებს შორის, ჩვენი მთავარი ამოცანაა ქვეყნის ეკონომიკის თითოეული სექტორის გაძლიერება, მათ შორის, მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდაჭერა

„ჩვენი ეკონომიკური განვითარება, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, გამორჩეულია და ეკონომიკის ზრდის კუთხით საქართველო ლიდერია როგორც ევროპის, ისე რეგიონის ქვეყნებს შორის. 2021-2025 წლებში ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა საშუალოდ 9,3%-ით გაიზარდა და განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ თუ შევხედავთ პროგნოზებს, მათ შორის, სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველო უპირობო ლიდერია, რომელსაც საშუალოვადიან პერსპექტივაში ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა - 5,1 პროცენტი“, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, პროგნოზები პოზიტიურია და ხელისუფლების მთავარ ამოცანას წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკის თითოეული სექტორის გაძლიერების უზრუნველყოფა, მათ შორის, მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდაჭერა.

„ძალიან თანმიმდევრულად ვუდგებით თითოეული სექტორის განვითარებას, რასაც უდიდესი წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის ჯამურ ეკონომიკურ წინსვლაში და, რა თქმა უნდა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში, რაც საბოლოოდ თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქის კეთილდღეობის ზრდაზე აისახება“, - აღნიშნა მინისტრმა.

ქვეყნის განვითარების დინამიკაზე საუბრისას მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა 2025 წლის ეკონომიკურ მაჩვენებლებს. მისი შეფასებით, გასული წელი იყო გამორჩეულად წარმატებული, მათ შორის, ისეთ საკვანძო სექტორებში, რომელსაც უდიდესი როლი აქვს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასა და უშუალოდ ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში.

„განსაკუთრებულად აღსანიშნავია ტურიზმის ინდუსტრია, სადაც რეკორდი გვქონდა ორი მიმართულებით - ეს იყო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა და ასევე ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი, რომელმაც გასულ წელს ისტორიულ მაქსიმუმს - 4,7 მილიარდ დოლარს მიაღწია“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1771221356

საზოგადოება

ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა ოლიმპიადაზე თავისუფალ პროგრამას დღეს შეასრულებენ

ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში მოკლე პროგრამის შემდეგ მეორე ადგილზე არიან. ქართულმა წყვილმა მოკლე პროგრამა მაღალ დონეზე წარადგინა და მსაჯებისგან 75.46 ქულ...

ანასტასია მეტელკინა

1771218907

ახალი ამბები

ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას სპორტულმა წყვილმა ინდივიდუალურ ასპარეზობაში მოკლე პროგრამაში 75,46 ქულა მოაგროვა

მილანსა და კორტინაში ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშები მიმდინარეობს. მილანში ფიგურულ მოციგურავეთა - ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას სპორტულმა წყვილმა იასპარეზა. მოკლე პროგრამაში მათ მსაჯებისგან 7...

ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავა

1771218666

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

16 თებერვალს ქუთაისში მოღრუბლულ ამინდს ელოდებიან, დღისით +25 და ღამით +17 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექს არც ოზურგეთში ელოდებიან, დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსი იქნება. ბათუმში დღ...

გაზაფხულის ამინდი

1771188985

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: განსაკუთრებული ძალისხმევა დაიხარჯა ევროპელ პარტნიორებთან იმ მიმართულებით, რომ საქართველო გარიყულიყო როგორც ევროპული, ისე ამერიკული დღის წესრიგიდან

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა „იმედის კვირისთვის“ მიცემულ ინტერვიუში საქართველო-აშშ-ს ურთიერთობებზე, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის დინამიკასა და მიმდინარე გამოწვე...

მაკა ბოჭორიშვილ

1771188346

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო მზადაა ამერიკის შეერთებული შტატებთან ურთიერთობების განახლებისთვის

საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „იმედის კვირის“ ეთერში საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების პერსპექტივებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა დიალოგისა და ორმხრივი ჩართულობი...

მაკა ბოჭორიშვილი