მარიამ ქვრივიშვილი: „აწარმოე საქართველოში“ გამსხვილდება და ჩამოყალიბდება ეკონომიკის განვითარების ბანკის სახით, სადაც იქნება ბევრად უფრო მნიშვნელოვანი მხარდაჭერის ინსტრუმენტები და მეტად დაეხმარება კერძო სექტორს
„ჩვენი დიდი საზრუნავია ქვეყანაში წარმოების ხელშეწყობა და იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება. შესაბამისად, ეს არის ის ძირითადი მიმართულებები, რომლებიც ეკონომიკის განვითარების ბანკიდან დაიფარება“, - ამის შესახებ მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.
ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, უკვე საჯაროდაც დაანონსდა, რომ გამსხვილდება „აწარმოე საქართველოში“ და ახალ ფორმატში ჩამოყალიბდება ძალიან საინტერესო მიმართულება ეკონომიკის განვითარების ბანკის სახით, სადაც იქნება ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ინსტრუმენტები - მათ შორის სასესხო-საკრედიტო და ასევე ისეთ კომპონენტებში, რომლებიც დღეს არ აქვს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“.
„ბუნებრივია, რომ ბიზნესები და სექტორები დინამიკურად ვითარდება, ბიზნესის საჭიროებებიც მუდმივად ცვალებადია და ყოველთვის ვცდილობთ, თუ საჭიროა, სახელმწიფომ ადაპტირება გააკეთოს და შეცვალოს მიდგომა, რომელიც უფრო მეტად დაეხმარება კერძო სექტორს, შექმნას დამატებითი ეკონომიკური ღირებულება“, - აღნიშნა მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ - მნიშვნელობას ქვეყნის ეკონომიკისთვის. მისი შეფასებით, მეწარმეების ხელშეწყობის ერთ-ერთი გამოკვეთილი და გამორჩეული ინსტრუმენტი, რომლის საშუალებითაც წლების განმავლობაში არაერთი სიკეთე შეიქმნა ქვეყანაში, სწორედ აღნიშნული პროგრამაა.
„2013 წლიდან დღემდე სახელმწიფომ 900 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა პროექტების მხარდაჭერისთვის და ძალიან სასიხარულოა, რომ 15 000-ზე მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა ამ მხარდაჭერით. სწორედ ამ 900 მილიონმა ლარმა უზრუნველყო ის, რომ 15 000-მა ბენეფიციარმა შეძლო და დაახლოებით 6 მილიარდი ლარის ინვესტიცია განახორციელა ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ეკონომიკურ სექტორში. შეიქმნა 90 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი. ძალიან ბევრი კვლევა გავაკეთეთ, რომელმაც შეაფასა არსებული პროგრამები, ისევე, როგორც კერძო სექტორის საჭიროებები და დადგა დრო, რომ გამსხვილდეს არსებული პროგრამა და შეიძინოს ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ინსტრუმენტები“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრის ინფორმაციით, ახალი ინიციატივის ფარგლებში იგეგმება, რომ საკმაოდ დიდი ყურადღება დაეთმოს ენერგეტიკული პროექტების მხარდაჭერას, რაც ასევე დადებით ეფექტის მიმცემი იქნება ეკონომიკური ზრდის დაჩქარებისა და კერძო სექტორის მხარდაჭერის კუთხით.
1771224850
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა, რომ დახლებზე ნაკლებად არის წარმოდგენილი ქართული ადგილობრივი პროდუქცია
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ფასების შემცირებასთან დაკავშირებით დაწყებული პროცესის ფარგლებში გამოიკვეთა ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაც, რომ დახლებზე ნაკლებად არის წარმო...
1771223333
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: ეკონომიკის ზრდის კუთხით საქართველო ლიდერია როგორც ევროპის, ისე რეგიონის ქვეყნებს შორის, ჩვენი მთავარი ამოცანაა ქვეყნის ეკონომიკის თითოეული სექტორის გაძლიერება, მათ შორის, მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდაჭერა
„ჩვენი ეკონომიკური განვითარება, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, გამორჩეულია და ეკონომიკის ზრდის კუთხით საქართველო ლიდერია როგორც ევროპის, ისე რეგიონის ქვეყნებს შორის. 2021-2025 წლებში ჩვენი ქვ...
1771221433
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი დღეს სლოვაკეთში ჩავა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სამუშაო ვიზიტით დღეს სლოვაკეთს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილი შეხვედრას გამართავს სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრთან იურაი ბლანართან, რი...
1771221356
საზოგადოებაანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა ოლიმპიადაზე თავისუფალ პროგრამას დღეს შეასრულებენ
ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში მოკლე პროგრამის შემდეგ მეორე ადგილზე არიან. ქართულმა წყვილმა მოკლე პროგრამა მაღალ დონეზე წარადგინა და მსაჯებისგან 75.46 ქულ...
1771218907
ახალი ამბებილუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას სპორტულმა წყვილმა ინდივიდუალურ ასპარეზობაში მოკლე პროგრამაში 75,46 ქულა მოაგროვა
მილანსა და კორტინაში ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშები მიმდინარეობს. მილანში ფიგურულ მოციგურავეთა - ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას სპორტულმა წყვილმა იასპარეზა. მოკლე პროგრამაში მათ მსაჯებისგან 7...





























