მარიამ ქვრივიშვილი: ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ პარტნიორ ქვეყნებთან, რომ შუა დერეფნის მარშრუტზე ყოველწლიურად იზრდებოდეს ტვირთნაკადები, მომდევნო წლების განმავლობაში, 7 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების ძალიან მნიშვნელოვან პრიორიტეტს ქვეყნის პოზიციონირების კიდევ უფრო მეტად გაძლიერება წარმოადგენს. როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, მისი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, იყოს კარგი პარტნიორი და დამაკავშირებელი აზიასა და ევროპას შორის.
„ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის, არის აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ჩინეთი იმისთვის, რომ შუა დერეფნის მარშრუტზე, სადაც დინამიკა განსაკუთრებით მზარდია, ყოველწლიურად იზრდებოდეს ტვირთნაკადები“, - აღნიშნა მინისტრმა.
ამ მიმართულებაზე საუბრისას მარიამ ქვრივიშვილმა აქცენტი გააკეთა დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე, რომ საქართველომ პარტნიორ ქვეყნებთან ერთად გაზრდილი ტვირთნაკადის გამტარუნარიანობა სწრაფად და ეფექტურად უზრუნველყოს.
„მომდევნო წლების განმავლობაში, 7 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება უმსხვილეს ინფრასტრუქტურულ პროექტებში - გამოვყოფ საქართველოს რკინიგზას, სადაც, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 1 მილიარდი ლარის დამატებითი ინვესტიცია განხორციელდება იმისთვის, რომ რკინიგზამ უფრო მეტი ტვირთი გაატაროს მოკლე ვადაში. ამის გარდა, ძალიან აქტიურ ფაზაში გადავა ანაკლიის პორტის მშენებლობა, რომელიც იქნება უმნიშვნელოვანესი და ძალიან დიდი ღირებულების მომტანი არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რეგიონისა და, რა თქმა უნდა, შუა დერეფნისთვის“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრმა, ასევე, ხაზი გაუსვა ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობას ვაზიანში, რომლის გამტარუნარიანობაც 20 მილიონი მგზავრი იქნება. მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, ფაქტობრივად გაოთხმაგდება ის მოცულობა, რომელიც დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტშია. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ვაზიანის აეროპორტი კიდევ უფრო დიდ ღირებულებას შესძენს ქვეყნის სატრანსპორტო მიმართულებებს, მისი ფუნქციონირება ასევე დადებითად აისახება ტურიზმისა და, ჯამურად, ქვეყნის ეკონომიკის ზრდაზე.
1771223333
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: ეკონომიკის ზრდის კუთხით საქართველო ლიდერია როგორც ევროპის, ისე რეგიონის ქვეყნებს შორის, ჩვენი მთავარი ამოცანაა ქვეყნის ეკონომიკის თითოეული სექტორის გაძლიერება, მათ შორის, მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდაჭერა
„ჩვენი ეკონომიკური განვითარება, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, გამორჩეულია და ეკონომიკის ზრდის კუთხით საქართველო ლიდერია როგორც ევროპის, ისე რეგიონის ქვეყნებს შორის. 2021-2025 წლებში ჩვენი ქვ...
1771221433
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი დღეს სლოვაკეთში ჩავა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სამუშაო ვიზიტით დღეს სლოვაკეთს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილი შეხვედრას გამართავს სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრთან იურაი ბლანართან, რი...
1771221356
საზოგადოებაანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა ოლიმპიადაზე თავისუფალ პროგრამას დღეს შეასრულებენ
ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში მოკლე პროგრამის შემდეგ მეორე ადგილზე არიან. ქართულმა წყვილმა მოკლე პროგრამა მაღალ დონეზე წარადგინა და მსაჯებისგან 75.46 ქულ...
1771218907
ახალი ამბებილუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას სპორტულმა წყვილმა ინდივიდუალურ ასპარეზობაში მოკლე პროგრამაში 75,46 ქულა მოაგროვა
მილანსა და კორტინაში ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშები მიმდინარეობს. მილანში ფიგურულ მოციგურავეთა - ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას სპორტულმა წყვილმა იასპარეზა. მოკლე პროგრამაში მათ მსაჯებისგან 7...
1771218666
საზოგადოებაროგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
16 თებერვალს ქუთაისში მოღრუბლულ ამინდს ელოდებიან, დღისით +25 და ღამით +17 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექს არც ოზურგეთში ელოდებიან, დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსი იქნება. ბათუმში დღ...




























