მარიამ ქვრივიშვილი: ისტორიული შეთანხმებების პაკეტი გაფორმდა აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან, რომელიც ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული, ეკონომიკური პარტნიორია, განსაკუთრებით ენერგეტიკის სექტორში
„ისტორიული შეთანხმებების პაკეტი გაფორმდა აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში. ამას წინ უძღოდა მრავალთვიანი, საკმაოდ კომპლექსური და მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები. აღნიშნულ შეთანხმებებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, რომელმაც აზერბაიჯანში ვიზიტის შედეგები ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში შეაჯამა.
მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, აზერბაიჯანთან შეთანხმების პაკეტი ორ ძირითად, ენერგეტიკის და ტრანსპორტის სექტორებს ფარავს.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, აზერბაიჯანი ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიული, ეკონომიკური პარტნიორია, განსაკუთრებით ენერგეტიკის სექტორში.
„სწორედ აქედან გამომდინარე არის უმნიშვნელოვანესი, რომ მრავალთვიანმა, ძალიან მეგობრულმა, პარტნიორულმა მოლაპარაკებამ ნაყოფიერი შედეგი გამოიღო და წარმატებით დასრულდა. რა თქმა უნდა, უდიდესი როლი ჰქონდა ამ მოლაპარაკებების მიმდინარეობისას პრეზიდენტ ალიევის ვიზიტს საქართველოში, მის შეხვედრას „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარესთან, ბატონ ბიძინა ივანიშვილთან.
რა თქმა უნდა, ორმხრივი შეხვედრები გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან. მოკლედ რომ შევაჯამო, ეს იყო მრავალთვიანი კომპლექსური მოლაპარაკება.
ჩვენი გუნდი ძალიან აქტიურად აწარმოებდა მოლაპარაკებებს და ამან კიდევ ერთხელ, თვალნათლივ გამოაჩინა, თუ რაოდენ კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობები გვაკავშირებს აზერბაიჯანთან“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
ამასთან, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, სწორედ ამ შედეგით, მორიგ ჯერზე საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურმა გუნდმა მოსახლეობას კიდევ ერთხელ საქმით აჩვენა, რომ მისი თითოეული ქმედება და დასახული ამოცანები ყოველთვის მიმართულია ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობაზე, კონკრეტული ინდუსტრიების გაძლიერებაზე.
1779392654
ახალი ამბებიქვრივიშვილი ბაქო-თბილისი-ყარსის ახალ სარკინიგზო მონაკვეთზე: ეს იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო რგოლი, რომელიც თავისი შინაარსით იქნება მეტი ღირებულების მომტანი „შუა დერეფნისთვის“
„ეს იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო რგოლი, რომელიც თავისი შინაარსით იქნება მეტი ღირებულების მომტანი „შუა დერეფნისთვის“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ეკონომიკის და მდგრადი განვითარე...
1779391915
მსოფლიომშვიდობის საბჭოს წარმომადგენელი გაეროს უშიშროების საბჭოს მოუწოდებს, გამოიყენოს ყველა საშუალება „ჰამასის“ განიარაღებისთვის
მშვიდობის საბჭოს უმაღლესი წარმომადგენელი ნიკოლაი მლადენოვი, რომელიც აშშ-ის შუამავლობით მიღწეულ ღაზის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ზედამხედველობს, გაეროს უშიშროების საბჭოს აფრთხილებს, რომ იქ ძალადობის...
1779388263
ახალი ამბებირუბიო ირანთან მოლაპარაკებებზე: თუ კარგ შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, პრეზიდენტმა მკაფიოდ თქვა, რომ მას სხვა ვარიანტებიც აქვს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ ირანთან მოლაპარაკებებში „პოზიტიური ნიშნების“ მიუხედავად, „სხვა ვარიანტებიც“ კვლავ განხილვის საგანს წარმოადგენს. რუბიომ ჟურნალისტებთან საუბრისას ოპტი...
1779385206
ახალი ამბებიზურაბ ქადაგიძე: არსებობს რაღაც პოლიტკონიუნქტურა, რომელსაც „გლობალური ომის პარტიას“ ვეძახით და თუ მათ მოერგები, ჩათვალე, რომ კაცის მკვლელობასაც, ადამიანის უფლებების შელახვასაც, კერძო საკუთრების ხელყოფასაც და ბიზნესის რეკეტსაც ყველა „გაგიპრავებს“
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე დანიაში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ დასავლეთის ქვეყნებში საპროტესტო აქციების დაშლის პრაქტიკა საქართველოს შემთხვევისგან განსხვ...
1779383187
ახალი ამბები„არ მივცემ მათ ამის უფლებას“ - ტრამპი აცხადებს, რომ ირანის გამდიდრებულ ურანს აშშ მიიღებს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ს ჰორმუზის სრუტეში გადასახადების დაწესება არ სურს და დასძენს, რომ ირანის გამდიდრებულ ურანის მარაგს ხელში ჩაიგდებს. „ჩვენ მივიღებთ მას. არ გვჭირდება დ...































