ქვრივიშვილი ბაქო-თბილისი-ყარსის ახალ სარკინიგზო მონაკვეთზე: ეს იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო რგოლი, რომელიც თავისი შინაარსით იქნება მეტი ღირებულების მომტანი „შუა დერეფნისთვის“
„ეს იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო რგოლი, რომელიც თავისი შინაარსით იქნება მეტი ღირებულების მომტანი „შუა დერეფნისთვის“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთის ექსპულატაციაში შესვლასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, როგორც საქართველოს, ასევე, აზერბაიჯანის მხარე მოტივირებული იყო, რომ პროექტი, რაც შეიძლება სწრაფად განხორციელებულიყო.
„ეს არის ისტორიული პროექტის ტექნიკური ნაწილის დასასრული. ორივე მხარე მოტივირებულები ვიყავით, რომ ძალიან სწრაფად მომხდარიყო ტექნიკური თუ კომერციული საკითხის ჩახურვა და მოლაპარაკებების დასრულება.
მოხარული და ამაყი ვარ, რომ საერთო ძალისხმევით ჩვენ უკვე პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოვაწერეთ პროექტის სრულ ექსპლუატაციაში მიღების პროტოკოლს. ეს ნიშნავს იმას, რომ სულ რამდენიმე დღეში გვექნება უკვე ოფიციალური გახსნა აღნიშნული პროექტის. ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი არა მარტო ჩვენი ქვეყნისთვის და აზერბაიჯანისთვის, ასევე, თურქეთის რესპუბლიკისთვის.
ეს ნიშნავს, რომ სრულიად ახალი მარშრუტი იხსნება, რომელიც დააკავშირებს ევროპას აზიასთან, მათ შორის დააკავშირებს აზერბაიჯანს-თურქეთთან, საქართველოს-თურქეთთან, თურქეთს-ჩინეთთან და ა.შ. და ეს იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო რგოლი, რომელიც თავისი შინაარსით იქნება მეტი ღირებულების მომტანი „შუა დერეფნისთვის“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
1779394256
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: ზაფხულიდან გვექნება შესაძლებლობა, 5 საათ-ნახევრის ნაცვლად, ბათუმის მარშრუტი გავხადოთ 4 საათიანი, ახალ მიმართულებებსაც ვამატებთ, ეს იქნება თბილისი-ქუთაისი, თბილისი-ახალციხე
ზაფხულიდან გვექნება შესაძლებლობა, 5 საათ-ნახევრის ნაცვლად, ბათუმის მარშრუტი გავხადოთ ოთხსაათიანი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა....
1779391915
მსოფლიომშვიდობის საბჭოს წარმომადგენელი გაეროს უშიშროების საბჭოს მოუწოდებს, გამოიყენოს ყველა საშუალება „ჰამასის“ განიარაღებისთვის
მშვიდობის საბჭოს უმაღლესი წარმომადგენელი ნიკოლაი მლადენოვი, რომელიც აშშ-ის შუამავლობით მიღწეულ ღაზის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ზედამხედველობს, გაეროს უშიშროების საბჭოს აფრთხილებს, რომ იქ ძალადობის...
1779388263
ახალი ამბებირუბიო ირანთან მოლაპარაკებებზე: თუ კარგ შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, პრეზიდენტმა მკაფიოდ თქვა, რომ მას სხვა ვარიანტებიც აქვს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ ირანთან მოლაპარაკებებში „პოზიტიური ნიშნების“ მიუხედავად, „სხვა ვარიანტებიც“ კვლავ განხილვის საგანს წარმოადგენს. რუბიომ ჟურნალისტებთან საუბრისას ოპტი...
1779385206
ახალი ამბებიზურაბ ქადაგიძე: არსებობს რაღაც პოლიტკონიუნქტურა, რომელსაც „გლობალური ომის პარტიას“ ვეძახით და თუ მათ მოერგები, ჩათვალე, რომ კაცის მკვლელობასაც, ადამიანის უფლებების შელახვასაც, კერძო საკუთრების ხელყოფასაც და ბიზნესის რეკეტსაც ყველა „გაგიპრავებს“
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე დანიაში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ დასავლეთის ქვეყნებში საპროტესტო აქციების დაშლის პრაქტიკა საქართველოს შემთხვევისგან განსხვ...
1779383187
ახალი ამბები„არ მივცემ მათ ამის უფლებას“ - ტრამპი აცხადებს, რომ ირანის გამდიდრებულ ურანს აშშ მიიღებს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ს ჰორმუზის სრუტეში გადასახადების დაწესება არ სურს და დასძენს, რომ ირანის გამდიდრებულ ურანის მარაგს ხელში ჩაიგდებს. „ჩვენ მივიღებთ მას. არ გვჭირდება დ...































