ქვრივიშვილი: ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა მოსახლეობას აჩვენა, რომ თითოეული ქმედება მიმართულია მოქალაქეების კეთილდღეობაზე, მოლაპარაკებებისას უდიდესი როლი ჰქონდა პრეზიდენტ ალიევის ვიზიტს საქართველოში, მის შეხვედრას ბატონ ბიძინა ივანიშვილთან

ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა მოსახლეობას საქმით აჩვენა, რომ თითოეული ჩვენი ქმედება ყოველთვის მიმართულია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობაზე, კონკრეტული ინდუსტრიების გაძლიერებაზე, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა აზერბაიჯანთან გაფორმებულ შეთანხმებებზე საუბრისას.

მისივე თქმით, აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან ისტორიული შეთანხმების პაკეტის გაფორმებას წინ უსწრებდა მრავალთვიანი მოლაპარაკებები.

„აღნიშნულ შეთანხმებას აქვს უდიდესი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის. შეთანხმების პაკეტი თავისი შინაარსით ორ ძირითად სექტორს ფარავს. პირველი ეს არის ენერგეტიკის სექტორი და მეორე ეს არის ტრანსპორტის მიმართულება.

აზერბაიჯანი არის ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორი, ეკონომიკური პარტნიორი, განსაკუთრებულად ხაზი მინდა გავუსვა აზერბაიჯანის მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკის სფეროში. აქედან გამომდინარე არის მნიშვნელოვანი, რომ მრავალთვიანმა მეგობრულმა და პარტნიორულმა მოლაპარაკებებმა ნაყოფიერი შედეგი გამოიღო.

ამ მოლაპარაკებების მიმდინარეობისას უდიდესი როლი ჰქონდა პრეზიდენტ ალიევის ვიზიტს საქართველოში, მის შეხვედრას „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარესთან, ბატონ ბიძინა ივანიშვილთან, ორმხრივი შეხვედრები გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. ეს იყო მრავალთვინი კომპლექსური მოლაპარაკება. ამ მოლაპარაკებამ გამოაჩინა რაოდენ კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობები გვაკავშირებს აზერბაიჯანთან“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრის თქმით, ენერგეტიკის სექტორში მიღწეული შეთანხმება ფარავს გაზმომარაგებას, გაზის იმპორტსა და ტრანზიტს, ელექტროენერგიის იმპორტსა და ტრანზიტს, ასევე, გაჩერებული ბაქო-სუფსის მილსადენის ოპერირების დაწყებას.

„ჩვენ ყოველთვის გვამოძრავებს სამი ძირითადი ფაქტორი. პირველი ეს არის გაზის უწყვეტობა, მეორე - კომერციული პირობები და მესამე, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია დივერსიფიკაციის პოლიტიკა. სოციალური გაზის ხელშეკრულება, რომელსაც მიმდინარე წლის ბოლოს ვადა გასდიოდა, ჩვენ თადარიგიანად დავიწყეთ მოლაპარაკებები აზერბაიჯანთან. დღეს სასიხარულოა, რომ არსებული 20-წლიანი ხელშეკრულება გახანგრძლივდა და ახალი ხელშეკრულებით გვექნება შესაძლებლობა, უზრუნველვყოთ სოციალური გაზი სოციალურ ფასად“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, აზერბაიჯანთან გაფორმებული შეთანხმებები კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს, როგორც ტრანზიტული ქვეყნის პოზიციონირებას.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1779392654

ახალი ამბები

ქვრივიშვილი ბაქო-თბილისი-ყარსის ახალ სარკინიგზო მონაკვეთზე: ეს იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო რგოლი, რომელიც თავისი შინაარსით იქნება მეტი ღირებულების მომტანი „შუა დერეფნისთვის“

„ეს იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო რგოლი, რომელიც თავისი შინაარსით იქნება მეტი ღირებულების მომტანი „შუა დერეფნისთვის“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ეკონომიკის და მდგრადი განვითარე...

მარიამ ქვრივიშვილი

1779391915

მსოფლიო

მშვიდობის საბჭოს წარმომადგენელი გაეროს უშიშროების საბჭოს მოუწოდებს, გამოიყენოს ყველა საშუალება „ჰამასის“ განიარაღებისთვის

მშვიდობის საბჭოს უმაღლესი წარმომადგენელი ნიკოლაი მლადენოვი, რომელიც აშშ-ის შუამავლობით მიღწეულ ღაზის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ზედამხედველობს, გაეროს უშიშროების საბჭოს აფრთხილებს, რომ იქ ძალადობის...

მშვიდობის საბჭოს წარმომადგენელი

1779388263

ახალი ამბები

რუბიო ირანთან მოლაპარაკებებზე: თუ კარგ შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, პრეზიდენტმა მკაფიოდ თქვა, რომ მას სხვა ვარიანტებიც აქვს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ ირანთან მოლაპარაკებებში „პოზიტიური ნიშნების“ მიუხედავად, „სხვა ვარიანტებიც“ კვლავ განხილვის საგანს წარმოადგენს. რუბიომ ჟურნალისტებთან საუბრისას ოპტი...

მარკო რუბიო

1779385206

ახალი ამბები

ზურაბ ქადაგიძე: არსებობს რაღაც პოლიტკონიუნქტურა, რომელსაც „გლობალური ომის პარტიას“ ვეძახით და თუ მათ მოერგები, ჩათვალე, რომ კაცის მკვლელობასაც, ადამიანის უფლებების შელახვასაც, კერძო საკუთრების ხელყოფასაც და ბიზნესის რეკეტსაც ყველა „გაგიპრავებს“

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე დანიაში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ დასავლეთის ქვეყნებში საპროტესტო აქციების დაშლის პრაქტიკა საქართველოს შემთხვევისგან განსხვ...

აა

1779383187

ახალი ამბები

„არ მივცემ მათ ამის უფლებას“ - ტრამპი აცხადებს, რომ ირანის გამდიდრებულ ურანს აშშ მიიღებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ს ჰორმუზის სრუტეში გადასახადების დაწესება არ სურს და დასძენს, რომ ირანის გამდიდრებულ ურანის მარაგს ხელში ჩაიგდებს. „ჩვენ  მივიღებთ მას. არ გვჭირდება დ...

დონალდ ტრამპი