მარიამ ქვრივიშვილი: საქართველო იქნება ერთადერთი გამონაკლისი, სადაც სამგზავრო მატარებელი აზერბაიჯანიდან დაიწყებს ოპერირებას
მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს კოლეგებს აზერბაიჯანში, რომლებმაც განსაკუთრებული ჟესტი გამოავლინეს ჩვენი ქვეყნისადმი და ექვსი წლის შემდგომ, პირველად მოხდება სამგზავრო მატარებლის ოპერირების დაწყება. ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, საქართველო იქნება ერთადერთი გამონაკლისი, სადაც სამგზავრო მატარებელი აზერბაიჯანიდან დაიწყებს ოპერირებას, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „იმედი live“-ის ეთერში.
როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, არსებული რეალობიდან გამომდინარე, საქართველოსთვის ტურისტული ნაკადების ზრდა საკმაოდ საგულისხმოა.
„აზერბაიჯანი წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი პარტნიორია. დღეს, როდესაც მხოლოდ საჰაერო მიმოსვლით ხდებოდა ორი დედაქალაქის ერთმანეთთან დაკავშირება, სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა უმნიშვნელოვანეს როლს შეიტანს ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავებაში, სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობაში, ასევე ტურისტული ნაკადების ზრდაში უკვე პირდაპირ ზაფხულის ტურისტული სეზონიდან“, - განაცხადა მინისტრმა.
1779392654
ახალი ამბებიქვრივიშვილი ბაქო-თბილისი-ყარსის ახალ სარკინიგზო მონაკვეთზე: ეს იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო რგოლი, რომელიც თავისი შინაარსით იქნება მეტი ღირებულების მომტანი „შუა დერეფნისთვის“
„ეს იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო რგოლი, რომელიც თავისი შინაარსით იქნება მეტი ღირებულების მომტანი „შუა დერეფნისთვის“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ეკონომიკის და მდგრადი განვითარე...
1779391915
მსოფლიომშვიდობის საბჭოს წარმომადგენელი გაეროს უშიშროების საბჭოს მოუწოდებს, გამოიყენოს ყველა საშუალება „ჰამასის“ განიარაღებისთვის
მშვიდობის საბჭოს უმაღლესი წარმომადგენელი ნიკოლაი მლადენოვი, რომელიც აშშ-ის შუამავლობით მიღწეულ ღაზის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ზედამხედველობს, გაეროს უშიშროების საბჭოს აფრთხილებს, რომ იქ ძალადობის...
1779388263
ახალი ამბებირუბიო ირანთან მოლაპარაკებებზე: თუ კარგ შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, პრეზიდენტმა მკაფიოდ თქვა, რომ მას სხვა ვარიანტებიც აქვს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ ირანთან მოლაპარაკებებში „პოზიტიური ნიშნების“ მიუხედავად, „სხვა ვარიანტებიც“ კვლავ განხილვის საგანს წარმოადგენს. რუბიომ ჟურნალისტებთან საუბრისას ოპტი...
1779385206
ახალი ამბებიზურაბ ქადაგიძე: არსებობს რაღაც პოლიტკონიუნქტურა, რომელსაც „გლობალური ომის პარტიას“ ვეძახით და თუ მათ მოერგები, ჩათვალე, რომ კაცის მკვლელობასაც, ადამიანის უფლებების შელახვასაც, კერძო საკუთრების ხელყოფასაც და ბიზნესის რეკეტსაც ყველა „გაგიპრავებს“
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე დანიაში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ დასავლეთის ქვეყნებში საპროტესტო აქციების დაშლის პრაქტიკა საქართველოს შემთხვევისგან განსხვ...
1779383187
ახალი ამბები„არ მივცემ მათ ამის უფლებას“ - ტრამპი აცხადებს, რომ ირანის გამდიდრებულ ურანს აშშ მიიღებს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ს ჰორმუზის სრუტეში გადასახადების დაწესება არ სურს და დასძენს, რომ ირანის გამდიდრებულ ურანის მარაგს ხელში ჩაიგდებს. „ჩვენ მივიღებთ მას. არ გვჭირდება დ...































