ტრამპი გრენლანდიაზე: შეგიძლიათ თქვათ „დიახ“ და ჩვენ ძალიან მადლიერები ვიქნებით, ან შეგიძლიათ გვითხრათ „არა“ და ჩვენ ეს გვემახსოვრება

დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება გრენლანდიის საკითხზე და ევროპასა და დანიას მკაფიო არჩევანი შესთავაზა. პრეზიდენტის განცხადებით, აშშ-ის მიზანი მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.

„ჩვენ გვსურს ყინულის ნაგლეჯი მსოფლიოს დაცვისთვის, ისინი [დანია] კი მას არ გვაძლევენ. ჩვენ სხვა არაფერი გვითხოვია“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამერიკას შეეძლო ამ ტერიტორიის შენარჩუნება, თუმცა ეს არ გააკეთა.

ტრამპმა პირდაპირ მიმართა დანიასა და ევროპის სხვა ქვეყნებს.

„მათ აქვთ არჩევანი - შეგიძლიათ თქვათ „დიახ“ და ჩვენ ძალიან მადლიერები ვიქნებით, ან შეგიძლიათ გვითხრათ „არა“ და ჩვენ ეს გვემახსოვრება“, - აღნიშნა მან.

გამოსვლის დასასრულს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ამერიკის სიძლიერის მნიშვნელობას საერთო უსაფრთხოებისთვის და აღნიშნა, რომ „ძლიერი და დაცული ამერიკა ნიშნავს ძლიერ ნატოს“.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1769004814

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი - კერძო სექტორის წარმომადგენლებიც იზიარებენ სახელმწიფოს შეხედულებას, რომ საერთო ძალისხმევით უნდა უზრუნველვყოთ ფასების შემცირება, რაც მისასალმებელია

სამთავრობო საკოორდინაციო კომისის სხდომაზე საკმაოდ ნაყოფიერი და კონსტრუქციული შეხვედრა შედგა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. დეტალურად ვისაუბრეთ იმ მიგნებების შესახებ, რომლებიც მთავრობას აქვს უშუალოდ...

მარიამ ქვრივიშვილი

1769004770

საზოგადოება

მიხეილ სარჯველაძე: გარკვეულ მედიკამენტებზე, რომლებიც მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, დღეს ფასები რეგულირებულია - ჩვენთვის პრიორიტეტი გახლავთ პაციენტისა და მომხმარებლის უფლება

„7 ათასი მედიკამენტია, რომელზედაც მოქმედებს ე.წ. რეფერენტული ფასების პოლიტიკა, რაც იმას ნიშნავს, რომ გარკვეულ მედიკამენტებზე, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის, დღეს ფასები რეგულირებ...

მიხეილ სარჯველაძე

1769003324

საზოგადოება

ლევან ჟორჟოლიანი: ქსელური მარკეტების წარმომადგენლებთან განვიხილეთ სასურსათო ფასებზე ფასნამატები, გავაგრძელებთ შეხვედრებს, მოვისმენთ მთელი სექტორის ხედვას და დაიგეგმება მომდევნო ნაბიჯები უკვე ფასების შემცირებასთან დაკავშირებით

სურსათის ფასებზე სამთავრობო საკოორდინაციო კომისია შეხვდა ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს, მათ დამფუძნებლებს, დირექტორებს, განვიხილეთ სასურსათო ფასებზე ფასნამატები საიდან შედგება, ეს იქნება იჯარა, ხ...

ლევან ჟორჟოლიანი

1769001249

ახალი ამბები

ხულოს მუნიციპალიტეტში თოვლის საფარისგან გზების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

ხულოს მუნიციპალიტეტში თოვლის საფარისგან გზების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ახალი თოვლის საფარმა მაღალი ზონის სოფლებში ნახევარ მეტრს გადააჭარბა, დაბალ ზონაში 20-25 სმ-ია. დილი...

ხულოს მუნიციპალიტეტი

1769001238

ახალი ამბები

ვალუტის ახალი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 21 იანვრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარის ღირებულება უცვლელია და 2.6950 ლარს შეადგენს. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6950 ლარი იყო. გაუფას...

 ვალუტის კურსი