პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვისა და გასაღებისათვის ბრალდებულს სასამართლომ 13 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვისა და გასაღებისათვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის და შენახვისათვის, არაერთგზის ნასამართლევმა ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“, რომლის რეალიზაციაც თანხის სანაცვლოდ განახორციელა.

სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა ჩადენილი არაერთგზის, 2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 260-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება ჩადენილი იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ნარკოტიკული თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული) და სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - აცხადებენ პროკურატურაში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1769004814

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი - კერძო სექტორის წარმომადგენლებიც იზიარებენ სახელმწიფოს შეხედულებას, რომ საერთო ძალისხმევით უნდა უზრუნველვყოთ ფასების შემცირება, რაც მისასალმებელია

სამთავრობო საკოორდინაციო კომისის სხდომაზე საკმაოდ ნაყოფიერი და კონსტრუქციული შეხვედრა შედგა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. დეტალურად ვისაუბრეთ იმ მიგნებების შესახებ, რომლებიც მთავრობას აქვს უშუალოდ...

მარიამ ქვრივიშვილი

1769004770

საზოგადოება

მიხეილ სარჯველაძე: გარკვეულ მედიკამენტებზე, რომლებიც მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, დღეს ფასები რეგულირებულია - ჩვენთვის პრიორიტეტი გახლავთ პაციენტისა და მომხმარებლის უფლება

„7 ათასი მედიკამენტია, რომელზედაც მოქმედებს ე.წ. რეფერენტული ფასების პოლიტიკა, რაც იმას ნიშნავს, რომ გარკვეულ მედიკამენტებზე, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის, დღეს ფასები რეგულირებ...

მიხეილ სარჯველაძე

1769003324

საზოგადოება

ლევან ჟორჟოლიანი: ქსელური მარკეტების წარმომადგენლებთან განვიხილეთ სასურსათო ფასებზე ფასნამატები, გავაგრძელებთ შეხვედრებს, მოვისმენთ მთელი სექტორის ხედვას და დაიგეგმება მომდევნო ნაბიჯები უკვე ფასების შემცირებასთან დაკავშირებით

სურსათის ფასებზე სამთავრობო საკოორდინაციო კომისია შეხვდა ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს, მათ დამფუძნებლებს, დირექტორებს, განვიხილეთ სასურსათო ფასებზე ფასნამატები საიდან შედგება, ეს იქნება იჯარა, ხ...

ლევან ჟორჟოლიანი

1769001249

ახალი ამბები

ხულოს მუნიციპალიტეტში თოვლის საფარისგან გზების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

ხულოს მუნიციპალიტეტში თოვლის საფარისგან გზების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ახალი თოვლის საფარმა მაღალი ზონის სოფლებში ნახევარ მეტრს გადააჭარბა, დაბალ ზონაში 20-25 სმ-ია. დილი...

ხულოს მუნიციპალიტეტი

1769001238

ახალი ამბები

ვალუტის ახალი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 21 იანვრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარის ღირებულება უცვლელია და 2.6950 ლარს შეადგენს. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6950 ლარი იყო. გაუფას...

 ვალუტის კურსი